ეს შეთანხმება ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებსა და კაპიტალზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

შემოსავლებსა და კაპიტალზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, მთელი კაპიტალი, ან შემოსავლის ან კაპიტალის ცალკეული ელემენტი, უძრავი ან მოძრავი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება:

საქართველოს შემთხვევაში:

მოგების გადასახადი;

საშემოსავლო გადასახადი;

ქონების გადასახადი;

(შემდგომში “საქართველოს გადასახადი”);

ხორვატიის შემთხვევაში:

მოგების გადასახადი;

საშემოსავლო გადასახადი;

ადგილობრივი საშემოსავლო გადასახადი და ამ ერთ-ერთ გადასახადზე დაწესებული სხვა დამატებითი გადასახადი;

(შემდგომში „ხორვატიის გადასახადი”).

ეს შეთანხმება ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად ანალოგიურ გადასახადებზე, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახე