ეს შეთანხმება ძალაში შედის დიპლომატიური არხებით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღეს, რომლითაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო აცნობებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.

ეს შეთანხმება იმოქმედებს:

წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებული იქნა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ;

შემოსავალებსა და კაპიტალზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ ნებისმიერ საგადასახადო წელს, რომელიც იწყება ამ შეთანხმების ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის პირველ იანვარს ან მის შემდე