სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 201 3 წლის ანგარიში
წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 201 3 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის “ინფორმაციის თავისუფლების ” თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ სსიპ ქალაქ ზუგდიდის №12 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიშს:
ა) სკოლაში სულ 1 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ს თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა ;
ბ) დაკმაყოფილდა 1 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა ;
ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად, არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები ;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე , არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
ამასთან, სკოლის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის ფორმით:
ანგარიში
რაოდენობა
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
1
მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე
0
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე
0
მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე
0
მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე
0
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ
0
დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ
0