„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4860
სარეგისტრაციო კოდი
010.240.080.05.001.002.858
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 19/06/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 19 ნოემბერი, 1996, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.

3. 157 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 157

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტია სააგენტოს უფროსის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.

2. სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „ნავთობისა და გაზის შესახებ“ და „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება, საქართველოს მინისტრის ბრძანება, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება;“;

ბ) „ზ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ4“ ქვეპუნქტი:

„ზ4) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება;“.

5. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის, ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის, აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნებისა და მოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“, „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებითა და მათი რეგლამენტებით თუ დებულებებით.“.

    მუხლი 2.

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 5 ივნისი.

№4860–Iს