სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ფიროსმანის საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიშ ი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს:
ა) სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ფიროსმანის საჯარო სკოლაში შემოსულია სამი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ/წყაროს რაიონულ განყოფილებიდან 26 თანამშრომელზე სხვადასხვა მონაცემების გაგზავნის შესახებ.
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან 1996–1998 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა სიის წარდგენის შესახებ.
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან 1997–1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა სიის წარდგენის შესახებ.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა არცერთი გადაწყვეტილება;
გ) შეგროვებული, დამუშავებული, შენახული პერსონალური მონაცემების გადაცემა არ მომხდარა;
დ) საჯარო მომსახურებათა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;
ზ) სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ფიროსმანის საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
სოფ. ფიროსმანის საჯარო
სკოლის დირექტორის მ/შ: შ. სურმანიძე