სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-1638/ო
2013 წ ლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”მე-13 მუხლის „ბ ” პუნქტის, საქართველოს კანონის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა (ა)იპ – საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ ფილიალს (ფაქტიური მისამართი: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: აიპ – საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასის“ მენეჯერის განცხადება №111917, 11.10.2013წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №78, 20.11.2013წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე