საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2013
ძალის დაკარგვა 01.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017505
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,122 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2013 მიღება
01.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა"

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №338 2013 წლის 17 დეკემბერი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე და „საჯარო სამართლის იურიდიული პი­რ­ის შე­­სა­ხებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ჯა­­­­­რო სამ­სა­ხუ­რის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) თანდართული დე­ბუ­ლე­­­­ბა. მუხლი 2🔗 ბიუროს უფ­როსმა,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლ­ოს კა­ნონ­ში ცვ­ლი­ლების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (20.09.2013წ. №1262‑Iს) მე‑2 მუხლის შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერ­ვ­ლა­მ­დე უზ­რუნ­ვე­­ლ­ყოს: ა) საჯარო სამსახურის საბჭოს შექმნის მიზნით, კანონმდებლობით გა­თ­­ვა­­­ლისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; ბ) ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესა­ბა­მი­­­­სად ბიუროს დებულებისა და საშტ­ა­ტო ნუსხის წარმოდგენა. მუხლი 3🔗     დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდეგში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო სამსახურის სფე­როში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, ამ სფეროში კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორ­ცი­ელების, საჯა­რო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნიზაციული, ტექ­ნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველ­ყო­ფის, თანამ­დე­ბობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარა­ციის მიღე­ბის, შესა­ბა­მისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯა­როობისა და დეკ­­­ლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტრო­ლის უზრუნ­ველყოფის, აგრე­თვე, საქართველოს კანონმდებ­ლობით გათვალის­წი­ნებული სხვა ფუნ­­ქციების განხორციელების მიზნით. 2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონ­ს­ტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებ­ლო­ბისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართ­ვე­­ლოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სა­მართ­­ლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. საჯარო სამსახურის ბიუროს დებულებას, სტრუქტურასა და საშტა­ტო ნუ­ს­ხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორცი­ე­ლებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალე­ო­ბებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მხარედ. 5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმ­დი­ნარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იუ­­რიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. ბიუროს ძირითადი ამოცანები ბიუროს ძირითადი ამოცანებია: ა) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შე­სა­ბამისი ნორმატიული აქტების შესრულების შესწავლა და ანალიზი, აღ­ნიშ­ნულის თა­ო­ბა­ზე საქართველოს მთავრობისათვის მოხსენების, ხოლო სა­ჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის – შესაბამისი დასკვნებისა და წინა­და­დებების წარ­დგე­­ნა; გ) საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბა­ზის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება და საჯარო სამსა­ხუ­რის საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; დ) სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) საკადრო სამსახურების მუშაობის კოორდინაცია; ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გა­­წევა; ვ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგა­ნი­ზა­ციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნ­ველ­ყოფა; ზ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით, საჯარო სამსა­ხუ­რის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და გან­ზო­გადება და თა­ნამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან; თ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექ­ნი­კურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნ­ველყოფა; ი) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღების უზრუნ­ველყოფა; კ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქო­ნებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა და შენახვა; ლ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ში­ნაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა; მ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის სა­ფუძველზე, იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შე­დგენა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­დგენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა; ნ) დეკლარირების პროცესის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინა­და­დებების შემუშავება; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორ­ცი­ელება. მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები 1. ბიურო, ამ დებულების მე‑2 მუხლით გათვალისწინებული ამოცა­ნე­ბის შესრულების მიზნით, ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა) შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექ­ტი­ანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ბ) განსაზღვრავს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქ­ტუ­რე­ბის ტრანსფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუ­შავებს რეკომენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარ­და­საქ­მნელად; გ) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩა­­მოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თა­ნამდებობების ადგილისა და როლის შესახებ; დ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არ­სებული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თხვე­­ვაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­­­­ნით; ე) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზ­რუნ­­­ველყოფს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრებისათვის შესაბამისი ინ­ფო­რმაციის მი­წო­დებას;    ვ) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტე­ბის, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დო­კუ­მენ­ტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს; ზ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქ­ტი­კას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; თ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონის­ძი­­­­ებათა განხორციელებას საჯარო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; ი) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სა­ხებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას და ადმინისტრირებას; კ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეების ანაზღაურების სისტემის რე­ფორ­მის სტრატეგიას; ლ) აანალიზებს მიღებულ ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფ­ლებებისა და გარანტიების დაცვის, აგრეთვე დისციპლინური პას­უხის­მგებ­­­ლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნა­ცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თი­ან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას; ნ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს; ო) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მე­თოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ; პ) აანალიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქ­ტების შესრულებას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის მოხ­სენებას; ჟ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძო­ლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში, კონ­კრე­ტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; რ) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლა­რაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნ­ველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას; ს) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუბრკოლებლად მიღებას; ტ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას; უ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დე­კ­ლარაციის საჯაროობას; ფ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარე­ო­ბის დეკლა­რირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრ­კო­ლებელ ხელ­­მისაწვდომობას; ქ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­­­­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დ­გ­ე­­ნაზე; ღ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­­­დგენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგ­რე­თვე, რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ყ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მი­­­ერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავ­შ­ირე­ბულ სამართალდარღვევებზე; შ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის მონაცემთა ანალიზს; ჩ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირ­თა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­­ე­ბიდან და თანამდებობის პირისაგან გამოითხოვს საჭირო ინ­ფორ­მა­ციას; ც) შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სა­ხელმწიფოთა გამოცდილებას, ამყარებს კავშირს საერთაშორისო, მათ შო­რის, დონორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლობს მათთან; ძ) ატარებს კონფერენციებს, სემინარებს, სამეცნიერო შეკრებებს, ბრი­ფინ­­გებსა და პრესკონფერენციებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­­­რი საკითხების განსახილველად; წ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქმიანობის გამჭვირ­ვა­ლო­ბისა და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში სა­ზო­გა­დო­ების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერთობას ამ­­ყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან; ჭ) განიხილავს ბიუროში შემოსულ ფიზიკური და იურიდიული პირე­ბის წერილობით განცხადებებსა და მომართვებს საქართველოს კანონ­მდებ­­ლობით დადგენილი წესით; ხ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს აწვდის ინფორმაციას ბიუ­როს საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჯ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს. 2. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად გან­ხორ­­­­ციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოიწვიოს შესაბა­მი­სი დარგის ექსპერტები და სპეციალისტები. 3. ბიურო პასუხს არ აგებს მიღებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვი­ლო­ბა­ზე. მუხლი 4🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა 1. ბიუროს უფროსს ნიშნავს და ათა­ვი­სუფლებს საქარ­თველოს პრე­მი­ერ‑მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მე­სამე პირებთან ურთიერთობაში; ბ) შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამსახურის საბჭოზე დასამტკიცებლად; გ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შე­სა­ხებ და ფინანსურ ანგარიშს; დ) შეიმუშავებს ბიუროს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სა­რ­გო­­ების პრო­ექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთ­ა­ვ­რობას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს ბიუროს ბიუ­ჯე­ტის პროექტს და დანიშნულებისამებრ წარადგენს დასამტკიცებლად; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშ­ტა­ტო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელ­შეკ­რუ­ლებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შო­რის; ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს; თ) თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მი­ერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამ­შრო­­მელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დე­ლე­­გირებას ბიუროს თანამშრომელზე; კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმი­ნისტ­რა­­­ციულ-სამართლებრივ აქტებს; ლ) შესაბამისი და­­წესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს სა­კონკურსო-სა­ა­ტეს­ტაციო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის მოხელეთა სა­კონკურსო-სა­ა­ტეს­ტაციო კო­მი­სი­­ის თავმჯდომარისა); მ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მი­­­­ერ დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარ­ღვევებ­ზე; ნ) პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამ­დე­ბო­ბი­დან გათავისუფლების შესახებ წერილობითი ინფორმაციის ბიუ­რო­სა­თ­­ვის წარუ­დგე­ნლობის შემთხვევის შესახებ აც­ნო­ბებს შესაბამისი სა­ჯა­რო და­­წე­სებულების ხე­ლმძღვანელს; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება­მო­­­სილებებს. 3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი. 4. ბიუროს უფ­როსის მოადგილის ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფ­როსი. 5. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფ­როსის მოადგილე. მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურა ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) აპარატი (დეპარტამენტი); ბ) საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი; გ) დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი. მუხლი 6🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნ­ქ­ცი­ები 1. ბიუროს აპარატი (დეპარტამენტი) ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა) შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარ­ტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუ­მენ­ტე­ბი­სა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს; ბ) შეიმუშავებს საჯარო მოსამსახურეების ეთიკისა და დისციპლინური ნორ­მების პროექტებს; გ) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას; დ) მონიტორინგს უწევს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორ­მატიული აქტების შესრულებას და ამზადებს საჯარო სამსახურის საბჭო­სა­­თვის შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს; ე) ახორციელებს საჯარო მოსამსახურეთა კანონით განსაზღვრული უფ­ლე­ბებისა და გარანტიების დაცვის მონიტორინგს; ვ) უზრუნველყოფს ბიუროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებას, შემო­სუ­ლი და გასული დოკუმენტების რეგისტრაციას და კორესპონდენციის ად­რესატისათვის გადაცემას; ზ) ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნ­ველ­ყოფს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას და სა­ბუ­ღალტრო ბალანსის წარმოებას; ი) აკონტროლებს საჯარო სამსახურის ბიუროს მატერიალურ-ტექ­ნი­კურ ფასეულობათა მდგომარეობას; კ) მართავს კონფერენციებს, სემინარებს, პრესკონფერენციებს, ბრიფი­ნგებს და სამეცნიერო შეკრებებს საჯარო სამსახურის სფეროში აქტუა­ლუ­რი საკითხების განსახილველად; ლ) საჯარო სამსახურის საბჭოსა და ბიუროს საქ­მია­ნობის გამჭვი­რვა­ლობის და საჯარო სამსახურის სფეროში მიმდინარე პროცესებში საზოგა­დოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ურთიერ­თობას ამყა­რებს არასამთავრობო სექტორთან და მასმედიასთან; მ) ორგანიზებას უწევს საჯარო სამსახურის საბჭოს საქმიანობას, უზრ­უნ­ველყოფს საბჭოს წევრებს შესაბამისი ინფორმაციით; ნ) უზრუნველყოფს არსებულ ვაკანსიაზე პროფესიული და პერსო­ნალური მონაცემებით ყველაზე უფრო შესაფერის კანდიდატთა მოძიების კომ­პიუტერული სისტემის შექმნას;                   ო) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების შე­სახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნასა და ადმინისტრირებას; პ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში თანამედროვე საინ­ფორ­მაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ელექტრონული მმართვე­ლო­ბა) სწავლებას; ჟ) შეიმუშავებს საჯარო მოხელეთა საქმიანობის შეფასების კრი­ტე­რიუმებსა და მეთოდებს; რ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემაში საკადრო პო­ლი­ტიკის ერთიანი პრინციპების გატარებას და მონიტორინგს; ს) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ორგანოთა (დაწესებულებათა) სა­­კადრო სამსახურების საქმიანობას; ტ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე საკონკურსო პირობებით თანამშრომელთა შერჩევისა და ატესტაციის სტანდარტული პროცედურების დამუშავებას; უ) უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მოდე­ლუ­რი რეგლამენტის შემუშავებას; ფ) აანალიზებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების უფლებებისა და გარანტიების დაცვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე და ამზადებს შესაბამის დასკვნებს; ქ) საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი დასკვნის წარსადგენად აა­ნა­ლიზებს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტე­ბის შესრულებას; ღ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მო­ნაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერ­თი­ან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას; ყ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს. 2. საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძირითად ფუნქციებს: ა) შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურების ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ; ბ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატეს­ტა­ციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქ­ტი­კას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; გ) შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის არსებულ დონეს, უზრუნველყოფს შესაბამის ღონის­ძიე­ბა­თა განხორციელებას მათი პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამა­ღლების მიზნით; დ) მონაწილეობს საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძო­ლის სახელმწიფო პროგრამების ფორმირებასა და განხორციელებაში, კონ­კრეტულ ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; ე) კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის სფეროში პროექტებისა და პროგ­რამების დაგეგმვასა და განხორციელებას; ვ) ადგენს საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სტრუქტურების ტრა­ნ­­­ს­ფორმაციის აუცილებლობასა და შესაძლებლობას, შეიმუშავებს რეკო­მენდაციებს ახალი სტრუქტურების შექმნის ან არსებულის გარდა­საქ­მნელად; ზ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა სისტემაში არ­სე­ბული საორგანიზაციო სტრუქტურების ანალიზს და, საჭიროების შემ­თ­­ხვევაში, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს მათი სრულყოფის მიზ­­ნით; თ) შეიმუშავებს წინადადებებს საჯარო სამსახურის მართვის ახალი მეთოდებისა და ტექნიკის დანერგვის შესახებ; ი) ახორციელებს გარე ფაქტორების შეფასებას საჯარო სამსახურის სფე­როს სტრუქტურების საქმიანობის დაგეგმვისა და ორგანიზაციული   ცვლ­ი­­ლებების განხორციელებისათვის; კ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებათა საქმიანობის მე­თოდების ეფექტიანობის შესწავლას და ანალიზს; ლ) ახორციელებს საჯარო სამსახურის დაწესებულებების მართვის მე­თო­­დების, ორგანიზაციული და სტრუქტურული ხასიათის ცვლი­ლე­ბე­ბის გატარების პროცესის მონიტორინგს; მ) უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სისტემის სტრუქტურებში სხვა­­დასხვა მმართველობითი დონის ხელმძღვანელებისათვის მართვის თა­ნამედროვე მეთოდების მიზნობრივ სწავლებას; ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქცი­ებს. 3. დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ძი­რი­თად ფუნქციებს: ა) ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლა­რა­ციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნ­ველ­ყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას; ბ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის ფორმის დაუ­ბრკოლებლად მიღებას; გ) უზრუნველყოფს შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარაციის მიღებას, აღრიცხვას და შენახვას; დ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის საჯაროობას; ე) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარე­ო­ბის დეკლა­რირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრ­კოლებელ ხელ­­მისაწვდომობას; ვ) ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დგე­ნაზე; ზ) უზრუნველყოფს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკ­ი­ცებლად წარ­დგენას, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრე­თვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზა­დებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; თ) ახორციელებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დე­კ­­ლარაციის მონაცემთა ანალიზს; ი) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირ­თა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის მიზნით, სახელმწიფო ორგანოებიდან და თანამდებობის პირისა­გან გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქ­ცი­ებს. მუხლი 7🔗. ბიუროს დაფინანსება 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახ­სრები; ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღე­ბუ­ლი შემოსავლები; დ) გრანტები;                                                        ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, გა­ნახო­რციელოს ეკონომიკური საქმიანობა კანონმდებლობით დადგე­ნი­ლი წე­სით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთ­ლიანად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორ­ცი­ე­ლებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია. მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი ბიუროს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, „საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირ­ვე­ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახო­­რ­ციელებს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მუხლი 9🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციე­ლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.