„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1733-Iს
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.017242
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 59. საიდუმლოს დაცვა

  საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსამსახურე ვალდებულია როგორც სამსახურებრივი ურთიერთობისას, ისე სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოება, სხვა პირთა ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით.“.

     2. 733 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. საჯარო მოსამსახურემ უნდა მიიღოს საჭირო ზომები ინფორმაციის (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, საჯარო მოსამსახურის რეპუტაციასთან დაკავშირებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომლის ჩამონათვალი განისაზღვრება შესაბამისი ქცევის კოდექსით) კონფიდენციალობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული წესი მოქმედებს მისი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგაც.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 დეკემბერი 2013 წ.

N1733-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.12.2013.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1733-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.017242.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1733-Iს, 11.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.017242 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2138512/