⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.05.2018)
გაუქმებულია:

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.12.2013
ძალის დაკარგვა 03.05.2018
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.169.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,904 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2013 მიღება
03.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება
2 II.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ      დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2013 წლის 17 დეკემბერი ქ. დედოფლისწყარო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა (დანართი 1)   და პროგრამის ბიუჯეტი (დანართი 2). მუხლი 2🔗 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყოს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების  პროგრამის დაფინანსება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის  ბიუჯეტით გათვალისწინებული  ასიგნების ფარგლებში. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი დანართი 1 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა თავი I. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2014 წლის განმავლობაში. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა  საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება;  სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას;  სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.         მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი         პროგრამის მიზანია:  აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება;  სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა;  სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა;  მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა;  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება;  მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა;  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის, უსახლკაროებისათვის და ოჯახებისათვის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა;  უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში;  სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება. 10. ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია:  სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;  მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა;  სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება;  სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება;  სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება;  მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა;  ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II.  სოციალური დახმარების პრიორიტეტები და  სოციალური ღონისძიებები მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები სოციალური დახმარების პრიორიტეტებია:  მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი;  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი;  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  (18 წლამდე)  ოჯახი;  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე) ბავშვი;  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი;  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა  ოჯახი;  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს;  მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი; უპატრონო მიცვალებული. 11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები სოციალური ღონისძიებებია:  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება;  სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება;  სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა;  სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; 5. შრომითი მოვალეობის შესრულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავი III. სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა,  საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 100 000 (ასი ათასი) ლარი. მუხლი 8🔗. მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის). მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ე) სს -  კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: ა) განცხადება; ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა; დ) მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა; გ) დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში; დ) ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში); მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობა; დ) ბავშვების დაბადების მოწმობა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სს - კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობა; გ) მშობლის დაბადების მოწმობა; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ვ) სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა  ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი  და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის, უსახლკაროდ დარჩენის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია (ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის ან ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში). მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა; ე) ტერიტორიულ ორგანოებში გამგეობის რწმუნებულის ცნობა. უპატრონო მიცვალებული: ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია. 11. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობა; გ) საბანკო ანგარიში. მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (ინვალიდი) ბავშვთა (18 წლამდე)  ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახი,  რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 5. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – 400(ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; 5​/. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი არ აღემატება 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  – 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8  (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 7. მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12  (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 8.  მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; 9. მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად; 10.  ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარავად; კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძვეელზე; 11. მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი; 12. უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი. 13. 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად. მუხლი 11🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. 2.  სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას,  მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. 3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. თავი IV. დასკვნითი დებულებები მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:  სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად.  სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.  მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში,  მოქალაქის მიერ გახსნილ   ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგრიშზე.  არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.  მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. 6. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხაზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე - 4, მე-7, მე-9, მე-10  და მე-11 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია. 7. 2013 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში. მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან:  საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;  საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. მუხლი 14🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2014  წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 15🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის  მეშვეობით. მუხლი 16🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა; დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა; სოციალური დახმარების გაცემის ვადები. მუხლი 17🔗. პროგრამის განხორციელების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება: სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; უკიდურას გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა; დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება;  4. მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება. დანართი 2 დედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა № დასახელება სოციალური დახმარების  მოცულობა (ლარი) რეალიზაციის ვადა ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე სულ 1 I.  უფასო კვების ობიექტის დაფინანსება 170000 ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად 2 II.  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი 250 3000 III. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება 100000 ა) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი 8 ლარი ყოველთვიურად 2000 პროგრამის შესაბამისად ბ) ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი 12 ლარი ყოველთვიურად 3000 პროგრამის შესაბამისად გ) I ჯგუფის ინვალიდი 8 ლარი ყოველთვიურად 8000 პროგრამის შესაბამისად დ) ინვალიდი ბავშვი 8 ლარი ყოველთვიურად 1000 პროგრამის შესაბამისად ე) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი 8 ლარი ყოველთვიურად 3000 პროგრამის შესაბამისად ვ) მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი 12 ლარი ყოველთვიურად 1000 პროგრამის შესაბამისად ზ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი 8 ლარი ყოვეთვიურად 2000 პროგრამის შესაბამისად თ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი 12 ლარი ყოველთვიურად 6000 პროგრამის შესაბამისად ი)  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი 400 ლარამდე 25000 პროგრამის შესაბამისად კ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, დაჭრილი და დაზარალებული (დევნილი) ოჯახების დახმარება 1000 16000 პროგრამის შესაბამისად ლ) უპატრონო მიცვალებული 300 2000 პროგრამის შესაბამისად მ) სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება (თანადაფინანსება) 20000 პროგრამის შესაბამისად ნ) ხანძრით, მიწისძვრით , ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს 75 ლარამდე 10000 პროგრამის შესაბამისად ო) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა 0 პ) ხანდაზმული მოქალაქე 200 1000 პროგრამის შესაბამისად პ) 2013 წლის ვალდებულება 0 სულ 273000