კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №343
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.017510
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №343
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესის შესახებ
მუხლი 1🔗
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს:
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესი (დანართი №1).
2. ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‑3 დღეს.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესი
თავი I
ზოგადი ნაწილი
1. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს (შემდგომში - სამსახურები), აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს (შემდეგში - ორგანოები) შორის ინფორმაციის გაცვლის, საინფორმაციო ბანკის ფორმირების, ფუნქციონირებისა და წარმოების წესსა და პირობებს.
2. წესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
თავი II
ინფორმაციის გაცვლა
3. ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციისა და კოორდინაციის განხორციელების მიზნით, სამსახურები და ორგანოები, რომლებისთვისაც თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ცნობილი გახდება კონტრსადაზვერვო ხასიათის მონაცემები, ვალდებული არიან ამ დადგენილების პირველი მუხლის მე‑2 პუნქტით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხით“ (შემდგომში ‑ ნუსხა) გათვალისწინებული ნებისმიერი ინფორმაცია მიღებისთანავე მიაწოდონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს (შემდგომში ‑ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).
4. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი მფლობელი სახელმწიფო ორგანო (სამსახური) მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ იგი მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობისათვის.
5. სამსახურები და ორგანოები ნუსხით გათვალისწინებულ ინფორმაციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცემენ წერილობით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში - ზეპირად. ინიციატორმა ორგანომ ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაცია წერილობით უნდა დაადასტუროს არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში.
6. მიწოდებული ინფორმაცია უნდა აკმაყოფილებდეს ოპერატიული ინფორმაციისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (დროულობა, უტყუარობა, სისრულე).
7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შეფასებას, დამუშავებას, ანალიზს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისათვის გადაცემას (შემდგომში ‑ საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი).
თავი III
საინფორმაციო ბანკში ინფორმაციის განთავსება
8. საინფორმაციო ბანკის ორგანიზაციულ და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი.
9. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო ბანკის მეშვეობით ხორციელდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის აღრიცხვა, სტატისტიკური და ანალიზური საქმიანობისათვის გამოყენება.
10. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ბანკიდან ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ სამსახურებს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
დანართი №2
ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული
უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა
1. ინფორმაცია სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების, სხვა სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის მცდელობის ნიშნების შესახებ.
2. ინფორმაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე საზღვარგარეთ (დროებით) მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი ადგილის და/ან სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ტერორისტული ქმედებების მომზადების ან ჩატარების ნიშნების შესახებ.
3. ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს დელეგაციების და/ან იმ მოქალაქეთა (რომლებიც დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმიანობასთან) მიმართ ორგანიზებული და მიზანმიმართული ხასიათის პროვოკაციების, ძალადობრივი ქმედებების ან მათი წინაპირობების შესახებ.
4. ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, გაუჩინარების ან დაღუპვის შესახებ, თუ აღნიშნული ქმედება კავშირშია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.
5. მონაცემები საქართველოს საგარეო უშიშროების და/ან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფის მცდელობის შესახებ.
6. ინფორმაცია ჯაშუშობის ნიშნების გამოვლენის შესახებ.
7. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლის შესახებ.
8. ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლის შესახებ.
9. ინფორმაცია უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარების შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან პროვოცირება.
10. ინფორმაცია სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდების ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის მცდელობის შესახებ.
11. ინფორმაცია უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარების აღმოჩენის მცდელობის შესახებ.
12. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მცდელობის შესახებ.
13. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის ან სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების წინაპირობების შესახებ.
14. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ტექნიკური და სხვა საშუალებებით მოხსნის ფაქტების ან ნიშნების შესახებ.
15. ინფორმაცია სახელმწიფო საზღვარზე კონფლიქტებისა და ინციდენტების შესახებ.
16. ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მცდელობის შესახებ.
17. მონაცემები სეპარატისტებთან თანამშრომლობის შესახებ.