ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №344
სარეგისტრაციო კოდი 130050000.10.003.017511
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №344
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესის შესახებ
მუხლი 1🔗
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე‑3 დღეს.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და
სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესი
1. ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას და კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი (შემდგომში ‑ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი).
2. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურების (შემდგომში ‑ სპეციალური სამსახურები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.
3. კონტრდაზვერვითი საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მითითებები და მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სპეციალური სამსახურებისათვის.
4. სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრდაზვერვის დეპარტამენტს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის“ შესაბამისად.
5. კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სპეციალურ სამსახურებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მათი ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
6. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ კომპეტენტურ სამსახურს (სამსახურებს), რომელიც განახორციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრდაზვერვით საქმიანობას.
7. კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი მასალები სპეციალური სამსახურებიდან და სხვა სახელმწიფო ორგანოებიდან.
8. კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორმაციის მიღებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტი განსაზღვრავს სპეციალური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.
9. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი ქვეყანაში განხორციელებული კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით, წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს მთავრობას.