სსიპ – ქალაქ ქარელის №1 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4-126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ანგარიში

წარმოგიდგენთ სსიპ – ქალაქ  ქარელის №1 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის „ინფორმაციის თავისუფლების‘“ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით  დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის  სტატისტიკასთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ  სსიპ –ქალაქ ქარელის №1 საჯარო სკოლის  2013 წლის  ანგარიშს.

 

ა) სკოლაში  სულ  88  მოთხოვნა  შემოვიდა საჯარო  ინფორმაციის  გაცემის   მოთხოვნის თაობაზე .

საჯარო ინფორმაციაში  შესწორების თაობაზე სკოლაში   მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე  გადაწყვეტილება არ ყოფილა  მიღებული.

 

ბ) დაკმაყოფილდა 88 მოთხოვნა საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  და არ ყოფილა  მიღებული არცერთი გადაწყვეტილება  მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ

 

გ) საჯარო  მონაცემთა ბაზების თაობაზე   მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების  მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების , დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის  გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

 

დ) 2013  წლის  საანგარიშო პერიოდში სკოლაში დასაქმებულთა მიერ საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ  დარღვეულა და პასუხისმგებელ პირზე  შესაბამისი დისციპლინარული სახდელი არ დადებულა.

 

ე) სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუქვეყნებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

 

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით  მოგახსენებთ, რომ სკოლის ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ  მიღებული  გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სკოლის მიერ ინფორმაციის  გაცემაზე უარის თქმის

შესახებ  გადაწყვეტილება არ  მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების  და მათ შორის მხარის სასარგებლოდ  გადახდილი თანხების თაობაზე.

 

ამასთან სკოლის 2013 წლის წლიურ ანგარიშს წარმოგიდგენთ ცხრილის  ფორმით:

 

 

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

88

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე  მოთხოვნა                       

                                                                                                                                                              0

 

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული  გადაწყვეტილება

0

საჯარო  მონაცემთა ბაზის თაობაზე მოთხოვანა

 

0

პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე მოთხოვნა

0

მოთხოვნა  პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

88

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების  გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ  ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან  დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0

 

 

სსიპ - ქალაქ ქარელის №1 საჯარო

სკოლის დირექტორის მ.შ.                                              ასმათ გოდერძიშვილი