განჩინება შპს „ვანის საპენსიო ცენტრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

     საქმე №2/1522

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

გაუქმების შესახებ

2013 წელი  13 დეკემბერი

ქ. ქუთაისი

           ქუთაისის საქალაქო სასამართლო

     მოსამართლე გენადი მაკარიძე

  განმცხადებელი : შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრი’’;

წარმომადგენელი : შპს ,,რეაბილიტაცია’’ _ გიორგი ზღუდაძე;

მოთხოვნა : გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

   ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

     

    ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრის’’ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

   განმცხადებელი განმარტავს, რომ მისი კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო) შეადგენს 30757,97 ლარს. ვინაიდან მოვალეს ქონება არ გააჩნია და იგი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრი’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რომელიც შევსებულ იქნა 2013 წლის 04 ნოემბერს.

       2013წლის6 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრ ს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან   მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრი ს’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

     ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 11 ნოემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორ ს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებ ით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

    ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

     გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრი’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

   სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 

   

1.   შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრი’’ (ს/ნ 229722645) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,ვანის საპენსიო ცენტრის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

2.  განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11),განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

 

                        მოსამართლე                                          გენადი მაკარიძე