შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა“-ს დებულება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ტერმინთა განმატება

1. შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა “ (შემდგომში „საარბიტრაჟო პალატა“) – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.

2. ,,არბიტრაჟი’’ – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;

3. ,,არბიტრი” –შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს არბიტრაჟში განსახილველად შემოსული საქმე.

4. „არბიტრთა კოლეგია“ – კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟი სამი არბიტრის შემადგენლობით;

5. „არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე“ – არბიტრთა კოლეგიის წევრი, რომელიც უძღვება არბიტრთა კოლეგიის სხდომას და ახორციელებს კოლეგიის სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას;

6. ,,საარბიტრაჟო პალატი ს თავმჯდომარე“ – შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის “ დირექტორი, რომელიც არბიტრაჟში შემოსულ საქმეებს ანაწილებს განსახილველად. იმავდროულად იგი უფლებამოსილია თვითონ განიხილოს, ან მიიღოს მონაწილეობა საარბიტრაჟო საქმის განხილვაში;

7      „კანონი” – საქართველოს კანონი „არბიტრაჟის შესახებ“;

8.    „სასამართლო” – ამ დებულების მე-3, მე-9, მე-12, და მე–13 მუხლებისათვის – ის რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მიმდინარეობდა, მიმდინარეობს ან უნდა მოხდეს სარბიტრაჟო განხილვა; მე-18 და 21-ე მუხლებისათვის – სააპელაციო სასამართლოები.

9. „ელექტრონული შეტყობინება“ – ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც მხარეები გადასცემენ საინფორმაციო შეტყობინების სახით. საინფორმაციო შეტყობინება არის ინფორმაცია, რომელიც მომზადებულია, გაგზავნილია, მიღებულია ან შენახულია ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური ან მსგავსი საშუალებით, მათ შორის, მონაცემთა ელექტრონული გადაცემით, ელექტრონული ფოსტით, ტელეგრამით, ტელექსით ან ტელეფაქსით;

10. ,,დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა საარბიტრაჟო პალატას;

11.საარბიტრაჟო წარმოება – საარბიტრაჟო პალატ ი ს შესაბამისი კოლეგიის ან არბიტრის მიერ დავის განხილვისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის პროცედურა;

12.საარბიტრაჟო განხილვა – არბიტრაჟის მიერ დავის განხილვ ა ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, ან მხარეთა შეთანხმებით სხვა ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები თ.

13. ,,მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე, საარბიტრაჟო მოპასუხე და მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით;

14. ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;

15. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის წინააღმდეგ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;

16. „მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით“ – პირი, რომელიც აღიარებს არბიტრაჟის კომპეტენციას და აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომელიც სარგებლობს საარბიტრაჟო მოსარჩელის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. მესამე პირის მიერ არბიტრაჟის კომპეტენცია აღიარებულად ჩაითვლება, თუ იგი ამ დებულებით დადგენილი წესის მიხედვით, დავის საგანთან დაკავშირებით დამოუკიდებელი მოთხოვნით მიმართავს შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატას“;

17. „მესამე პირი“ – არბიტრაჟის ინიციატივით ან მხარის მოთხოვნით საქმეში ჩართული დაინტერესებული პირი, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე და რომლის უფლება-მოვალეობებზეც შეიძლება გავლენა მოახდინოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ.

18. „საარბიტრაჟო სარჩელი“– მხარის მიერ წერილობითი ფორმით შედგენილი განცხადება, რომელიც მიმართულია მოსარჩელის უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად;

19. „შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი“  – მოწინააღმდეგე მხარის მიერ წერ ი ლობითი ფორმით შედგენილი გა ნ ცხადება, რომელიც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის წინააღმდეგ და გამორიცხავს მის მთლიან ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას;

20. ,,მტკიცებულება” – ნებისმიერი მონაცემი, რომლის მეშვეობითაც არბიტრაჟი ადგენს მხარეთა მოთხოვნებისა და განცხადებების კანონიერებასა და დასაბუთებულობას;

21.  „საარბიტრაჟო განხილვა” – არბიტრაჟის მიერ მხარეთა შორის დავის განხილვა;

22.  „საარბიტრაჟო შეთანხმება” (საარბიტრაჟო დათქმა) –„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ფორმითა და წესით მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ.

23. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები;

24. საარბიტრაჟო მოსაკრებელი – საარბიტრაჟო პალატაში დავის განხილვისათვის დაწესებული თანხა;

25. კანონმდებლობა – საქართველოს კანონმდებლობა და/ან ნებისმიერი ქვეყნის მატერიალური სამართალი, რომელიც მხარეებმა აირჩიეს დავის გადასაწყვეტად.

26.  „დებულება” –  საარბიტრაჟო პალატის დებულება.

 

მუხლი 2. ზოგადი დებულებები

1. საარბიტრაჟო პალატა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

2. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ს აარბიტრაჟო შეთანხმებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი თა და წინამდებარე დებულებით.

3. საარბიტრაჟო პალატა ხელმძღვანელობს დებულების იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს  საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის დროს.

4. საარბიტრაჟო პალატა ში მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას საარბიტრაჟო სარჩელის შეტანის გზით, ამ დებულებისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. საარბიტრაჟო საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შორის თანასწორობის ა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტი უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტი. 

6.    დავის სწრაფად და ობიექტურად გადაწყვეტის ინტერესებიდან გამომდინარე, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე (არბიტრაჟი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და დებულებით აუკრძალავი ან პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი საპროცესო მოქმედება. არბიტრაჟი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ დებულებით ა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმის განხილვის პროცედურებით. დებულებით გაუთვალისწინებელი საკითხის გადაწყვეტისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დებულებებით, ანალოგიის წესით.

7.    თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, არბიტრაჟი იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, არბიტრაჟი ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

8.    საქმის გარემოებათა გასარკვევად არბიტრაჟს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. არბიტრაჟის წევრი ვალდებულია დაიცვას საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა, თუ საქართველოს კანონმდებლობიდან ანდა მხარეთა შეთანხმებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 10. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით და ამ საკითხის განხილვისას არბიტრაჟი ხელმძღვანელობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით, მხარეთა შეთანხმებით და წინამდებარე დებულებით.

11.  მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ დროს საქმე დაამთავრონ მორიგებით. საარბიტრაჟო მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელზე, ხოლო მეორე მხარეს – ცნოს საარბიტრაჟო სარჩელი.

12. არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს საარბიტრაჟო პალატი ს სახელით.

13.  კანონიერ  ძალაში შესული არბიტრაჟის გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად.

14. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრების შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

15. არბიტრაჟი 25 000 ლარამდე ღირებულების დავის საგნის არსებობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

16. საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარეს (არბიტრს), საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს განხილვის ფორმა და მიიღოს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენის შესახებ, რის თაობაზეც მხარეებს უნდა გაეგზავნოთ შესაბამისი შეტყობინება.

17. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსახილველი საქმის სირთულის გათვალისწინებით, გამონაკლის შემთხვევებში, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის ფორმის თაობაზე (ზეპირი მოსმენით, ან ზეპირი მოსმენის გარეშე) მიუხედავად დავის საგნის ღირებულებისა.

18.მხარე/საარბიტრაჟო პალატა უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მუხლი 3. საარბიტრაჟო შეთანხმება, არბიტრაჟის კომპეტენცია

1. საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მათ შორის, ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.

2. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით.

3.  საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

4. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ მისი შინაარსი დაფიქსირებულია ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების ფორმისა.

5. საარბიტრაჟო შეთანხმების წერილობითი ფორმით დადების შესახებ მოთხოვნა სრულდება ელექტრონული შეტყობინებით, თუ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისი შემდგომი გამოყენებისათვის.

6. საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობას.

7. ხელშეკრულებაში არსებული მითითება ნებისმიერ დოკუმენტზე, რომელიც მოიცავს საარბიტრაჟო დათქმას, არის წერილობითი ფორმის საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ ამგვარი მითითება აღნიშნულ დათქმას ხდის ხელშეკრულების ნაწილად.

8. თუ ხელშეკრულების ან საარბიტრაჟო შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა ფიზიკური პირი ან ადმინისტრაციული ორგანო, საარბიტრაჟო შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. ასეთ შეთანხმებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის 4-7 პუნქტები.

9. არბიტრაჟი უფლებამოსილია, მიიღოს დადგენილება თავისი კომპეტენციის შესახებ, საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის თუ ნამდვილობის დადგენის ჩათვლით. ამ მიზნით საარბიტრაჟო დათქმა, რომელიც ხელშეკრულების ნაწილია, განიხილება საარბიტრაჟო შეთანხმებად, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების სხვა პირობებზე. არბიტრაჟის მიერ ხელშეკრულების ბათილად ცნობა არ გამოიწვევს საარბიტრაჟო დათქმის ბათილობას.

10. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს საარბიტრაჟო შესაგებლის წარდგენამდე. მხარის მიერ არბიტრის დანიშვნა ან არბიტრის დანიშვნაში მონაწილეობა არ ართმევს ამ მხარეს უფლებას, გააკეთოს ასეთი განცხადება.

11. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამისი გარემოებების შეტყობიდან 7 დღის ვადაში.

12. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შეიძლება გაკეთდეს ამ მუხლის მე–11 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.

13. თუ არბიტრაჟი განსაზღვრავს, რომ მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, მხარეებს შეუძლიათ ეს გადაწყვეტილება გამოტანიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ სასამართლოში. სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საარბიტრაჟო განხილვა შეიძლება დაიწყოს, გაგრძელდეს და გამოტანილ იქნეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

 

მუხლი 4. არბიტრაჟის შემადგენლობა, აცილება

1. არბიტრაჟი შედგება ერთი ან რამდენიმე არბიტრისაგან, რომელთა რაოდენობასაც, განსახილველი დავის სირთულიდან გამომდინარე, განსაზღვრავს და ნიშნავს საარბიტრაჟო პალატისთავმჯდომარე.

2. არბიტრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი განისაზღვრება საარბიტრაჟო შეთანხმებით, ხოლო ასეთი დათქმის არარსებობის შემთხვევაში არბიტრაჟი იქმნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით არბიტრთა რაოდენობა ლუწი რიცხვით განისაზღვრება, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე საქმის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან 5 დღის ვადაში ნიშნავს კიდევ ერთ არბიტრს საარბიტრაჟო პალატის არბიტრთა სიიდან.

4. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრულია არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა, მაშინ არბიტრაჟი იქმნება ამ შეთანხმების შესაბამისად, ხოლო სხვა შემთხვევებში, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, დავის სირთულის გათვალისწინებით.

5. სამი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში თითოეული მხარე ნიშნავს ერთ არბიტრს შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატასთან“ შრომით ურთიერთობაში მყოფ არბიტრთაგან, ხოლო კოლეგიის თავმჯდომარეს კი, ნიშნავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე. თუ ერთ-ერთი მხარე, რომელსაც ჩაბარდა შეტყობინება პირადად ან თავის იურიდიულ მისამართზე, საცხოვრებელ ან უკანასკნელ სამუშაო ადგილას და არ დანიშნავს არბიტრს მეორე მხარის ან არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში, არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში. თუ მხარე დებულების ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ დანიშნავს არბიტრს, ეს ჩაითვლება მხარის მიერ არბიტრის დანიშვნაზე უარის თქმად;

6. ერთი არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის შემთხვევაში, არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო პალატ ი ს თავმჯდომარე, არბიტრაჟის მიერ დავაზე თავისი კომპეტენციის ცნობიდან 5 დღის ვადაში.

7. პირი, რომელიც უნდა დაინიშნოს არბიტრად, ვალდებულია არბიტრის მოვალეობის შესრულების დაწყებამდე საარბიტრაჟო წარმოების მხარეებს და არბიტრაჟს, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს წერილობითი ინფორმაცია განათლებისა და არბიტრად მუშაობის გამოცდილების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). არბიტრის დანიშვნისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს მხარეთა მიერ შეთანხმებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის დანიშვნის უზრუნველსაყოფად.

8. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ მხარეები წერილობით აცნობებენ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს.

9. მხარეს შეუძლია არბიტრაჟის წევრის დანიშვნის უფლება გადასცეს სხვა პირს. თუ საქმეში რამდენიმე მოპასუხეა, ერთ-ერთი მოპასუხის მიერ დანიშნული არბიტრი ჩაითვლება ყველა მოპასუხის მიერ დანიშნულად.

10. მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან სხვა რაიმე მიზეზით უმოქმედობის შემთხვევაში არბიტრს შეიძლება შეუწყდეს უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე ან მხარეთა შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევებში ახალი არბიტრი (არბიტრები) ინიშნება ამ მუხლით დადგენილი წესით.

11. ყოველი პირი მის არბიტრაჟის წევრად დანიშვნაზე იძლევა წერილობით თანხმობას. დაუშვებელია პირის არბიტრად დანიშვნა მისი თანხმობის გარეშე.

12. არბიტრის (არბიტრების) დანიშვნის შესახებ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე იღებს დადგენილებას (განკარგულებას).

13. მხარეს უფლება არა აქვს ერთპიროვნულად შეცვალოს მის მიერ დანიშნული არბიტრი.

14. მხარეს შეუძლია მოითხოვოს არბიტრის აცილება, თუ:

ა) იგი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულქმედუნარიანი პირი;

ბ) არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ან მოხელე:

გ) არის მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენისათვის და არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობა;

დ) არის მხარის ან მისი წარმომადგენლის მეუღლე, შვილი, დედა, მამა, და ან ძმა;

ე) არ გააჩნია მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია;

ვ) თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც დასაბუთებულ ეჭვს იწვევენ არბიტრის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში.

15. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი დანიშნული არბიტრის აცილება მხოლოდ იმ გარემოებათა გამო, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.

16. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ, მხარე, რომელსაც განზრახული აქვს აცილება მისცეს არბიტრაჟის წევრს, ვალდებულია წერილობითი განცხადება აცილების შესახებ წარადგინოს 3 დღის ვადაში შესაბამისი არბიტრაჟის წევრის დანიშვნიდან ან იმ დღიდან, როდესაც მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა.

17. თუ განცხადებას აცილების შესახებ ეთანხმება მეორე მხარეც, არბიტრაჟი ვალდებულია დააკმაყოფილოს იგი.

18. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის ერთ წევრს და არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც დაისვა, თვითონ არ ამბობს უარს არბიტრაჟის წევრობაზე და მეორე მხარეც არ არის თანახმა აცილებაზე, მაშინ აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი საარბიტრაჟო კოლეგიის დარჩენილი წევრები.

19. თუ აცილება განუცხადეს არბიტრს, რომელიც ერთპიროვნულად იხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს არბიტრი; აცილების მიღების შემთხვევაში არბიტრი საქმეს გადასცემს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს, რომელიც ამ საქმეს განსახილველად გადასცემს სხვა არბიტრს.

20. თუ აცილება განუცხადეს კოლეგიური არბიტრაჟის მთელ შემადგენლობას ან მის უმრავლესობას, აცილების საკითხს გადაწყვეტს ამავე არბიტრაჟის სრული შემადგენლობა ხმების უმრავლესობით; კოლეგიური არბიტრაჟის მთელი შემადგენლობის ან მისი უმრავლესობის – აცილების შემთხვევაში საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე საქმეს განსახილველად გადასცემს კოლეგიური არბიტრაჟის სხვა შემადგენლობას, რომელიც დაინიშნება საერთო წესით.

21. არბიტრისმიერ საქმის განხილვაზეუარისთქმის, შეცვლისანაცილებისშემთხვევაშიახალიარბიტრიინიშნებაამ მუხლით დადგენილი წესით.

22. ექსპერტის, თარჯიმნის, სპეციალისტის, სხდომის მდივნის აცილება დასაშვებია დებულებით გათვალისწინებული საერთო საფუძვლით.

23. ექსპერტის, თარჯიმნისა და სპეციალისტის აცილების საფუძვლად არ ჩაითვლება ამავე მუხლის მე–14 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.

24. საარბიტრაჟო პალატას უფლება აქვს პატივსადები მიზეზების არსებობისას განაცხადოს თვითაცილება დავის განხილვაზე, რის შესახებაც საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს გამოაქვს დადგენილება (განკარგულება), ხოლო მხარეს უბრუნდება მის მიერ შეტანილი მასალები და საარბიტრაჟო მოსაკრებელი სრულად.

 

მუხლი 5. საარბიტრაჟო განხილვის ხარჯები, დავის საგნის ღირებულება

1.    საარბიტრაჟო განხილვის ხარჯებს შეადგენს არბიტრაჟის ხარჯები და არბიტრაჟის გარეშე ხარჯები.

2.    არბიტრაჟის ხარჯებს შეადგენს საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

3. არბიტრაჟის გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებისთვის გაწეული ხარჯები, ადგილობრივ დათვალიერებაზე გაწეული ხარჯები, ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯები, მოწმეების, მგზავრობის, საცხოვრებელი სადგომის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები, ექპერტების სპეციალისტების, თარჯიმნების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯები, საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები,  აგრეთვე, მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

4.    საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ხარჯს გაიღებს დაინტერესებული მხარე. არბიტრაჟი არ არის ვალდებული დავის განხილვასა ან თავისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გაწიოს რაიმე ხარჯი.

5.    საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდევინება წარმოებს:

ა)   საარბიტრაჟო სარჩელზე;

ბ)  შეგებებულ საარბიტრაჟო სარჩელზე;

გ)  დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის მქონე მესამე პირის საარბიტრაჟო სარჩელზე;

დ) განცხადებაზე საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ;

ე) განცხადებაზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესახებ და საჩივარზე გამოყენებული   უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ;

6     საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა გამოითვლება დავის საგნის ღირებულებიდან და შეადგენს მის 3%–ს.

7. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებ ებ ზე საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს 150 ლარს.

8. საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური 30000 ლარი.

9 დავის საგნის ფასს მიუთითებს საარბიტრაჟო მოსარჩელე. თუ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება დავის საგნის ნამდვილ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე.

10 სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი.

11.  თუ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება, საქმის გადაწყვეტისას დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელის ფასის შესაბამისად.

12. თუ ერთ საარბიტრაჟო სარჩელში სხვადასხვა ვალდებულებებიდან (ხელშეკრულებიდან) გამომდინარეობს სხვადასხვა მოთხოვნა, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება თითოეული მოთხოვნისათვის ცალ-ცალკე.

13.  ექსპერტების, სპეციალისტებისა და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც იშუამდგომლა ამის თაობაზე.

14.  საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს ცალკეულ შემთხვევებში შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს ან გაუნაწილვადოს არბიტრაჟის ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს მისი ოდენობა.

15. ერთი მხარის ნაწილობრივ გათავისუფლება საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან, მეორე მხარის საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

16.  მოსაკრებლის ოდენობა განახევრდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა თავის საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე (არბიტრის დანიშვნამდე), ხოლო თუ მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის (არბიტრის დანიშვნის) შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო შენატანის ოდენობა შემცირდება 30%-ით (ოცდაათი პროცენტით) და მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს.

17.  მხარეთა მორიგების შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა შემცირდება 25%-ით (ოცდახუთი პროცენტით), რაც წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკან დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს.

18. სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება საქმის განხილვისათვის გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50% (ორმოცდაათი პროცენტი).

19. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე საარბიტრაჟო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, მოსარჩელეს უბრუნდება საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

20. ამ მუხლის მე–17 - მე–19 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში არბიტრაჟის დარჩენილი მოსაკრებელი არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.

21.  თუ საარბიტრაჟო სარჩელზე უარის თქმა, საარბიტრაჟო სარჩელის ცნობა ან მხარეთა მორიგება სადავო საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, მაშინ საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის განხილვით გამოწვეული ხარჯებით.

22.  არბიტრაჟის ხარჯები (საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), დებულებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საარბიტრაჟო მოქმედების შესრულება მოითხოვა. თუ ასეთი მოქმედების შესრულება არბიტრაჟის ინიციატივით ხდება, მაშინ ეს თანხა ორივე მხარეს შეაქვს თანაბარწილად.

23.  თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, იმ მხარის მიერ გაღებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების გადახდას, რომლის სასარგებლოდაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არბიტრაჟი აკისრებს მეორე მხარეს მხოლოდ მოგებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე. თუ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც საარბიტრაჟო მოსარჩელეს უარი ეთქვა.

24. მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაინტერესებული მხარის შუამდგომლობით გადაწყვეტს არბიტრაჟი (არბიტრი).

25.  თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ საარბიტრაჟო მოსარჩელემ უარი თქვა საარბიტრაჟო სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ საარბიტრაჟო მოსარჩელის თხოვნით არბიტრაჟი მოპასუხეს დააკისრებს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ გაწეული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ანაზღაურებას.

26.  თუ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებით ან მორიგების დროს თვითონ გაითვალისწინეს საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების ურთიერთგანაწილების წესი, არბიტრაჟი ამ საკითხს წყვეტს მათი შეთანხმების შესაბამისად.

 

მუხლი 6. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები

1. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით და დებულებით დადგენილ ვადაში.

2. კანონით ან დებულებით დადგენილი დღეებით გამოსათვლელი ვადის დინება იწყება იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4. თუ საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა კანონით ან დებულებით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს არბიტრაჟი. საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას არბიტრაჟმა უნდა გაითვალისწინოს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის მხარეების ან კანონის მიერ დაწესებული ვადა და იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

5. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს ამ დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში.

6.    საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა გამოითვლება მხოლოდ დღეებით.

7. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

8.    ყველა დაუმთავრებელი საარბიტრაჟო-საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება არბიტრაჟის დადგენილების გამოტანის დღიდან, შეჩერებული ვადის დენა განახლდება წარმოების განახლების დღიდან.

9.    საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით, დებულებით ან არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

10.  არბიტრაჟის მიერ დანიშნული ვადა არბიტრაჟმა შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

11. საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის კანონით ან დებულებით განსაზღვრული ვადა, თუ კანონით ან დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, შეიძლება აღადგინოს არბიტრაჟმა, თუ ცნობს რომ საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

12.  განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლისშემდეგ არბიტრაჟში. საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადება არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ დებულების მე–13 მუხლის მე–8 პუნქტში მითითებული გარემოებები.

13.  ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანასთან ერთად უნდა შესრულდეს ის საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედება, რომლის ვადაც გასულია.

14.  განცხადება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ არბიტრაჟს წარედგინება წერილობით. მასში მითითებული უნდა იყოს მიზეზები, რომლებმაც განაპირობეს საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ვადაში შეუსრულებლობა, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები.

15.  განცხადებას ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს საქმის განმხილველი არბიტრი მხარეთათვის შეუტყობინებლად.

16.  საარბიტრაჟო-საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადების განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მხარე, რომელმაც დროულად ვერ შეასრულა საპროცესო მოქმედება, გარდა ისეთ ი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი შეუსრულებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიზეზით მოხდა.

 

მუხლი 7. საარბიტრაჟო განხილვის ადგილი

 საარბიტრაჟო განხილვის ადგილი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას, საარბიტრაჟო განხილვის  ადგილს განსაზღვრავს არბიტრაჟი. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ ადგილას მოიწვიოს სხდომა არბიტრთა შორის კონსულტაციების ჩასატარებლად, მოწმეების, ექსპერტების ან მხარეების მოსასმენად, მტკიცებულებათა შესამოწმებლად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

   მუხლი 8. საარბიტრაჟო შეტყობინება და დაბარება

1. მხარეებს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, წინასწარ, გონივრულ ვადაში უნდა ჩაბარდეთ წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის ყოველი სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ითვლება, თუ ის ადრესატს ჩაბარდა პირადად ან თავის იურიდიულ (საცხოვრებელ) მისამართზე მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, უკანასკნელ სამუშაო ადგილას ან ელექტრონულ მისამართზე. თუ შეუძლებელია ასეთი ადგილის დადგენა, წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება, თუ ის გაგზავნილია ადრესატის უკანასკნელ ცნობილ იურიდიულ, საცხოვრებელ, სამუშაო ადგილის ან ელექტრონულ მისამართზე, დაზღვეული წერილით ან სხვა საშუალებით, რომელიც ადასტურებს შეტყობინების მიწოდებისა და ჩაბარების მცდელობას. შეტყობინება ადრესატს შესაძლებელია ჩაბარდეს ასევე არბიტრაჟის სამუშაო ადგილზე.

2. საარბიტრაჟო უწყებით არბიტრაჟში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს და თარჯიმნებს.

3.  ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება დასტურდება:

ა) ტელეფონის შემთხვევაში – სატელეფონო საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;

ბ) ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი წერილობითი აქტით;

გ) დეპეშით დაბარების შემთხვევაში – უწყების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით.

4. თუ შეტყობინების ჩამბარებელმა ადრესატი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი შეტყობინებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ შეტყობინება ბარდება სამუშაო ადგილის მისამართზე – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი საქმეში მონაწილეობენ როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. შეტყობინების ჩაბარება ამ პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის, ჩაითვლება შეტყობინების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება შეტყობინების მეორე ეგზემპლარზე ან კურიერის (ფოსტის) სპეციალურ ბლანკზე მიმღების ხელმოწერით.

5. თუ პირველად გაგზავნისას ვერ ხერხდება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება, მისი გაგზავნა უნდა განხორციელდეს ხელმეორედ იმავე ან არბიტრაჟისათვის ცნობილ ადრესატის სხვა მისამართზე. ხელმეორედ შეტყობინების გაგზავნა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუ პირველად შეტყობინების გაგზავნის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ან არ მუშაობს იმ მისამართზე, რომელზეც გაგზავნილ იქნა შეტყობინება და ადრესატის სხვა მისამართის შესახებ არბიტრაჟისათვის უცნობია. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი ადრესატის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე ჩაბარების მცდელობის დღეს.

6. წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ ასევე შეიძლება ჩაბარდეს მხარის წარმომადგენელს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება ითვლება მხარისათვის ჩაბარებულად და წარმომადგენელი ვალდებულია შეტყობინების ჩაბარების შესახებ თავად აცნობოს მას.

7. თუ ადრესატმა ან ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტმა უარი განაცხადა წერილობითი შეტყობინების მიღებაზე, ამის შესახებ შეტყობინების მიმტანი აკეთებს სათანადო აღნიშვნას და უბრუნებს არბიტრაჟს. ასეთ შემთხვევაში წერილობითი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის ჩაბარების მცდელობის დღეს და არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს საქმე.

8. თუ საქმის წარმოება არბიტრაჟში მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, წერილობითი შეტყობინება არბიტრაჟის სხდომისა და მოსმენის ჩატარების შესახებ შეიძლება ჩაბარდეს მას. იგი ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სხვა თანამონაწილეებს. წერილობითი შეტყობინების ჩაბარება იმ თანამონაწილისათვის, რომელსაც მინდობილი აქვს საქმის წარმოება, ნიშნავს შეტყობინების ჩაბარებას ყველა თანამონაწილისათვის.

9. მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აცნობონ არბიტრაჟს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის (მათ შორის, ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის) შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობების უქონლობის შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება არბიტრაჟისათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდეს.

10. თუ საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მხარე, რომელიც გაფრთხილებული იყო ამ მუხლით დადგენილი წესით და არბიტრაჟისათვის არ უცნობებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, ასევე არ წარუდგენია თავისი პოზიცია და მტკიცებულებები, არბიტრაჟს შეუძლია განიხილოს დავა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, თუ მეორე მხარე არ მოითხოვს საქმის განხილვის გადადებას.

11.  საარბიტრაჟო შეტყობინება და საქმის მასალები ჩაბარებულად ითვლება, თუ ისინი ჩაბარებულ იქნა წინამდებარე დებულების მე-8 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

12. საარბიტრაჟო შეტყობინებასთან ერთად მოპასუხეს ეგზავნება საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად (გზავნილი). შეტყობინებაში მიეთითება საარბიტრაჟო პალატის დებულების ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნების ელექტრონული მისამართი. მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მას გადაეცემა დებულების ბეჭდური ვერსია.

13. საარბიტრაჟო შეტყობინების და გზავნილის სანიმუშო ფორმას და შინაარსს ადგენს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე. საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეცვალოს გზავნილის შინაარსი.

14.  თუ მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, მხარეს ეგზავნება საარბიტრაჟო პალატაში მეორე მხარისაგან შემოსული ყოველი განცხადების, დოკუმენტის, თხოვნის, ინფორმაციის ასლი, მიღებიდან 5 დღის ვადაში.

 

მუხლი 9. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

1. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საარბიტრაჟო შეთანხმებას.

2. მხარის მიმართვის საფუძველზე, გონივრულ ვადაში, არბიტრაჟი, ხოლო თუ დავის განმხილველი არბიტრაჟი შექმნილი არ არის, საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, წერილობითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ავალებს მხარეს:

ა) საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე პირვანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას ან აღდგენას;

ბ) ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც უკავშირდება მეორე მხარისთვის ან თვით საარბიტრაჟო წარმოებისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილებას;

გ) ღონისძიებების განხორციელებას იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც აღსრულდება შემდგომი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება;

დ) მტკიცებულებების შენახვასა და შენარჩუნებას, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს საარბიტრაჟო დავასა და მის გადაწყვეტას.

3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობით მიმართავს არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ უნდა დაასაბუთოს შემდეგი გარემოებების არსებობა:

ა) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ზიანი, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება მეორე მხარისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებით;

ბ) საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობით გამოწვეული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ზიანს, რომელიც შესაძლოა მიადგეს იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ღონისძიებების გამოყენების შემთხვევაში;

გ) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება. აღნიშნული ვარაუდი გავლენას არ ახდენს არბიტრაჟის მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

4. ამ დებულების მე–9 მუხლის მე–2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიების მიმართ ამავე მუხლის მე–3 პუნქტის ,,ა”-,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებშიც არბიტრაჟი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

5. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, აღნიშნულ უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

6. მხარეს, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებაზე, ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი ხარჯებისა და ზიანისათვის, რომლებიც გამოწვეულია მის მიერ მოთხოვნილი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით, თუ არბიტრაჟი შემდგომ დაადგენს, რომ აღნიშნულ გარემოებებში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მოცემული ღონისძიებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. არბიტრაჟი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯებისა და ზიანის ანაზღაურება საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.

7. არბიტრაჟი უფლებამოსილია, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს, შეცვალოს, შეაჩეროს, ან გააუქმოს მის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, მხარეთათვის წინასწარ შეტყობინების შემდეგ, თავისი ინიციატივით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების საკითხს განიხილავს და წყვეტს იგივე კოლეგია ან პირი, ვის მიერაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ, ხოლო, თუ აღნიშნული საკითხი დასმული იქნება დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნიდან (არბიტრის დანიშვნიდან) დავაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაშინ საკითხს განიხილავს და წყვეტს დავის განმხილველი არბიტრაჟი (არბიტრი).

8. არბიტრაჟი უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს იმ ინფორმაციის დაუყოვნებლივ განცხადება, რომელიც უკავშირდება იმ გარემოებათა არსებით ცვლილებებს, რომელთა საფუძველზედაც მოხდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნა ან გამოყენება.

9. არბიტრაჟი შუამდგომლობას საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ განიხილავს მოპასუხისათვის შეუტყობინებლად, მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.

10. სარჩელის უზრუნველყოფის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ არბიტრაჟს გამოაქვს განჩინება (დადგენილება). განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა მიეთითოს, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება (ღონისძიებები) იქნა გამოყენებული, ასევე უნდა მიეთითოს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიებები გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებებით.

11. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებულ არბიტრაჟის განჩინებას (დადგენილებას) აქვს სავალდებულო ძალა და უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, სასამართლოსათვის მისი ცნობა აღსრულების მიზნით მიმართვის გარეშე.

 

  მუხლი 10. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება

1. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, უფლება აქვს არბიტრაჟის დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს არბიტრაჟს ამ ღონისძიებების გაუქმების მოთხოვნით, თუ დაამტკიცებს, რომ:

ა) საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე ქმედუუნარო იყო;

ბ) საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია;

გ) უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია იმ დავაზე, რომელზეც არ არსებობს საარბიტრაჟო შეთანხმება;

დ) დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ე) არბიტრაჟის გადაწყვეტილება უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის შესახებ არ იქნა შესრულებული.

2. მხარეთა თხოვნით, საქმის წარმოების ყველა სტადიაზე, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

  3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის გამოხმობის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში არბიტრაჟი თავისი გადაწყვეტილებითაუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

 

მუხლი 11. მხარეთა საარბიტრაჟო-საპროცესო ქმედუნარიანობა

1.    არბიტრაჟი დავის განხილვას შეუდგება დაინტერესებული პირების საარბიტრაჟო სარჩელის და შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმების საფუძველზე, მის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობის შემდეგ. მხარეებად არბიტრაჟში შეიძლება გამოვიდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები.

2. ფიზიკურ პირთა სრული საპროცესო ქმედუნარიანობა წარმოიშობა 18 წლის ასაკიდან (სრულწლოვანებიდან), ხოლო იურიდიული პირის ქმედუნარიანობა – მისი რეგისტრაციის მომენტიდან. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

 3. თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ საარბიტრაჟო განხილვის ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა, არბიტრაჟი უფლებამოსილია განიხილოს დავა მხოლოდ მაშინ, თუ ქმედუუნარო პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგე ნ ელი.

4.    მხარეები სარგებლობენ თანაბარი საარბიტრაჟო-საპროცესო უფლებებით. მათ უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები (შესაბამისი ანაზღაურებით), განაცხადონ აცილებანი, წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადონ არბიტრაჟის წინაშე შუამდგომლობები, მისცენ არბიტრაჟს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში გაასაჩივრონ არბიტრაჟის გადაწყვეტილებები, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს, ისარგებლონ დებულებით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

5. საარბიტრაჟო მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს საარბიტრაჟო სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა.

6. დავის წინასწარი საარბიტრაჟო განხილვისათვის მომზადების შემდეგ საარბიტრაჟო სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ არბიტრაჟის თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს საარბიტრაჟო სხდომის გადადება სხვა დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა.

7. საარბიტრაჟო სარჩელის შეცვლად არ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელში მითითებული გარემოებების დაზუსტება, დაკონკრეტება და დამატება, აგრეთვე სასარჩელო მოთხოვნების ოდენობის შემცირება, ან ერთი ნივთის ნაცვლად მეორე ნივთის მიკუთვნება მისთვის, ანდა ამ ნივთის ღირებულების ანაზღაურება.

8. დაუშვებელია ისეთი ცვლილება, რაც სარჩელის, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებს აცილებს.

9. მხარეებს შეუძლიათ არბიტრაჟში დავა აწარმოონ როგორც უშუალოდ, ისე ადვოკატის ან უფლებამისილი წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობა დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

10 საქმისწარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

11.  საარბიტრაჟო სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ:

ა)     საარბიტრაჟო სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება;

ბ)    სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან;

გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

12.  თითოეული საარბიტრაჟო მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

13.  თანამონაწილენი სარგებლობენ კანონით და დებულებით მხარეებისათვის მინიჭებული ყველა უფლებებით.

14.  თანამონაწილეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო დავის (საქმის) წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანამონაწილე არასრულწლოვანია, ანდა მას ჰყავს მეურვე ან მზრუნველი.

 

მუხლი 12. საარბიტრაჟო განხილვის დაწყება და საარბიტრაჟო სარჩელი

1. თუ მხარეთა შორის არ არსებობს შეთანხმება საარბიტრაჟო განხილვის წესის შესახებ, მაშინ დავა განიხილება ამ დებულებით დადგენილი წესით, კანონის მოთხოვნათა დაცვით.

2. საარბიტრაჟო დავის განხილვა იწყება არბიტრაჟში ამ დავის გადაცემის შესახებ შეტყობინების საარბიტრაჟო მოპასუხის მიერ მიღების დღეს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. მხარეებს შეუძლიათ საარბიტრაჟო შეთანხმებით განსაზღვრონ საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო განხილვა ხორციელდება ქართულ ენაზე. პირს, რომელმაც საარბიტრაჟო განხილვის ენა არ იცის, დაენიშნება თარჯიმანი. არბიტრაჟი ასევე უფლებამოსილია საარბიტრაჟო წარმოების ენა ან ენები დაადგინოს ყველა შესაბამისი გარემოების, მათ შორის, ხელშეკრულების ენის ჯეროვანი გათვალისწინებით. მხარეთა შეთანხმება ან არბიტრაჟის ასეთი გადაწყვეტილება, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ეხება აგრეთვე მხარეთა ნებისმიერ წერილობით განცხადებას, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, განჩინებას, დადგენილებასა და საარბიტრაჟო წარმოებაში გამოყენებულ ნებისმიერ სხვა საბუთს. არბიტრაჟმა შეიძლება დაადგინოს, რომ ყოველგვარ დოკუმენტურ მტკიცებულებას თან უნდა ახლდეს თარგმანი საარბიტრაჟო წარმოების ენაზე (ენებზე).

4. საარბიტრაჟო განხილვის დაწყების საფუძველია მხარის საარბიტრაჟო სარჩელი (სარჩელი), რომელიც მოსარჩელემ წერილობითი ფორმით უნდა წარმოუდგინოს საარბიტრაჟო პალატას, სადაც უნდა მიეთითოს:

ა) საარბიტრაჟო პალატ ი ს დასახელება;

ბ) საარბიტრაჟო მოსარჩელის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

გ) ინფორმაცია საარბიტრაჟო მოსარჩელის წარმომადგენლ(ებ)ის შესახებ (სახელი, მისამართი,  ტელეფონის ა და  ფაქსის (შესაძლებლობის შემთხვევაში) ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება), თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვს წარმომადგენელს;

დ) საარბიტრაჟო მოპასუხის სახელი (სახელწოდება), მისამართი (იურიდიული მისამართი), სასურველია ტელეფონის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება;

ე) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე დავის განხილვისათვის საარბიტრაჟო სარჩელის შედგენისას;

ვ) დავის შინაარსი და ის მოთხოვნები, რომლებიც გააჩნია საარბიტრაჟო მოსარჩელეს საარბიტრაჟო მოპასუხის მიმართ;

ზ) მტკიცებულებები და ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლებსაც საფუძვლად უდებს საარბიტრაჟო მოსარჩელე თავის მოთხოვნებს;

თ) დავის განხილვის პროცესთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის (დავის განხილვის ადგილი, განხილვის ენა, არბიტრთა რაოდენობა) აღწერა, თუკი მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნულზე საარბიტრაჟო შეთანხმებით და რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს საარბიტრაჟო მოსარჩელე;

კ) იმ საპროცესო მოქმედებების ჩამონათვალი, რომელთა შესახებ შუამდგომლობასაც აყენებს მოსარჩელე საარბიტრაჟო სარჩელით (საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება; საარბიტრაჟო მოპასუხეზე იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალება, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზეც საარბიტრაჟო მოსარჩელე ამყარებს თავის საარბიტრაჟო სარჩელს; მტკიცებულებათა გამოთხოვა; მოწმეების დაბარება და ა.შ.).

ლ) დავის საგნის ღირებულება;

მ) დოკუმენტების ნუსხა, რომელსაც საარბიტრაჟო მოსარჩელე თან ურთავს საარბიტრაჟო სარჩელს;

5. საარბიტრაჟო მოპასუხე მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელში მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებზე.  შესაგებლის წარდგენისათვის დანიშნული ვადა არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს.

6. ამ მუხლის მე–4 და მე–5 პუნქტები გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეთა შეთანხმებით სხვა მოთხოვნები არ არის დადგენილი საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის მიმართ, ან როდესაც ასეთი შეთანხმება არ არსებობს.

7.    საარბიტრაჟო სარჩელს აუცილებლად უნდა ერთოდეს ის დოკუმენტი, სადაც მითითებულია საარბიტრაჟო შეთანხმების შესახებ და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

8.    საარბიტრაჟო სარჩელი და თანდართული საბუთები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმდენი დამატებითი ასლით, რამდენიც მოპასუხეა.

9.    საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე ვალდებულია სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის განმავლობაში თავისი დადგენილებით (განკარგულებით) ცნოს არბიტრაჟის კომპეტენცია და მიიღოს დავა წარმოებაში ან არ ცნოს დავაზე არბიტრაჟის კომპეტენცია და უარი თქვას მის მიღებაზე. არბიტრაჟის მიერ დავაზე კომპეტენციის ცნობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 16.5 მუხლის შესაბამისად.

10. საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის ამ მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრული ფორმის დაუცველად წარდგენის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვა არ დაიწყება. თუ საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილია ამ მუხლის 4–8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით, საარბიტრაჟო პალატა (საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე) არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს და საარბიტრაჟო მოსარჩელეს მისცემს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სარჩელი შეტანილად არ ჩაითვლება და დაუბრუნდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%.

11. მიღებული საარბიტრაჟო სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს მოპასუხეს, მისი წარმოებაში მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

12. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარმოადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარმოუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს საარბიტრაჟო სარჩელის ცნობად.

13. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საარბიტრაჟო სარჩელი უნდა გაეცნოს არბიტრაჟის თავმჯდომარეს და დავის განმხილველ არბიტრებს.

14.  მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის საარბიტრაჟო სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას საარბიტრაჟო მოსარჩელის მიმართ შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. არბიტრაჟი მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:

ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;

ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;

გ)  შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად გადაწყდება.

15.  ამ დებულების მე–14 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო პაექრობის დამთავრებამდე, თუ არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს ვადის გაშვებას.

16.  შეგებებული საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა შეიძლება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად არბიტრაჟს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება.

17. საარბიტრაჟო პალატა არ მიიღებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა)     არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსამართლის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

ბ)  საქმე ამ არბიტრაჟის განსჯადი არ არის;

გ)  სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

დ) დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.

18. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება (დადგენილება).

19. სარჩელის მიუღებლობის შესახებ საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარის განჩინება (დადგენილება)  ჩაბარდება საარბიტრაჟო მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი საბუთები და შეტანილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 75%.

20. თუ საარბიტრაჟო შეთანხმებიდან ან შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის განხილვა შესაძლებელია როგორც არბიტრაჟის მიერ, ასევე საერთო სასამართლოების წესით და მითითებული არ არის, რომ არჩევა ხდება მოსარჩელის მიერ, ან პირდაპირ არ არის მითითებული, რომ არბიტრაჟის შემთხვევაში დავას განიხილავს შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატა“, მოწინააღმდეგე მხარის მიერ საარბიტრაჟო სარჩელით მომართვის შემთხვევაში, არბიტრაჟი შესთავაზებს მოპასუხე მხარეს დავის შპს „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის“ მიერ განხილვას. თუ მოპასუხე მხარე არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადებს თანხმობას არბიტრაჟის კომპეტენციასა და უფლებამოსილებაზე,  არბიტრაჟი განიხილავს საქმეს წინამდებარე დებულებით დადგენილი წესების შესაბამისად.  იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე დადგენილ ვადაში უარს განაცხადებს, ან საერთოდ არ გამოეხმაურება არბიტრაჟის მიმართვას მისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ცნობაზე კონკრეტული დავის მიმართ,  არბიტრაჟი საარბიტრაჟო სარჩელს ტოვებს განუხილველად და აღნიშნულზე იღებს განჩინებას (დადგენილებას), ასეთ შემთხვევში საარბიტრაჟო მოსარჩელეს უკან დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 85%. ამასთან, ასეთ შემთხვევებში მოსაკრებლის ნაწილი, რომელიც არ ბრუნდება არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები.

 24. მხარეს უფლება აქვს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამოითხოვოს საქმე უკან. საქმის გამოთხოვის შემთხვევაში საარბიტრაჟო კოლეგიას, ხოლო თუ საარბიტრაჟო კოლეგია შექმნილი არ არის საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარეს, გამოაქვს დადგენილება საქმის განუხილველად დატოვების შესახებ. მხარის განცხადების საფუძველზე, დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნამდე საქმის გამოთხოვის შემთხვევაში მხარეს უბრუნდება მის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 50%, ხოლო დავის განმხილველი არბიტრაჟის შექმნის შემდგომ საქმის გამოთხოვის შემთხვევაში – გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 30%.

 

მუხლი 13. საარბიტრაჟო განხილვის ფორმა და მხარეთა გამოუცხადებლობა

1. თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის საარბიტრაჟო განხილვის ფორმა, არბიტრაჟი უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟი ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე. არბიტრაჟი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით, მიუხედავად საარბიტრაჟო შეთანხმებაში განსაზღვრული წესისა.

2. საქმის ზეპირი განხილვისას დგება საარბიტრაჟო სხდომის ოქმი, რომელსაც ადგენს სხდომის მდივანი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ან/და ცალკეული საარბიტრაჟო-საპროცესო მოქმედების ძირითად მომენტებს. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს საარბიტრაჟო სხდომის ჩატარების თარიღი, სხდომის დაწყებისა და  დამთავრების დრო. ოქმს ხელს აწერს არბიტრი და მდივანი, ხოლო თუ საქმეს განიხილავს არბიტრაჟი კოლეგიური შემადგენლობით – არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე და მდივანი.

3. არბიტრაჟს შეუძლია ოქმის შედგენისთვის გამოიყენოს მაგნიტოფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნიკური საშუალება, რომელთა მეშვეობით ჩანაწერებიც ოქმს თან ერთვის. არბიტრის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომის მდივანი უზრუნველყოფს ტექნიკური ჩანაწერის ან მისი ნაწილის გაშიფვრას. მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ტექნიკური ჩანაწერის ასლი ელექტრონული ფორმით, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. ასლის გადაღების საფასური გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე სააბიტრაჟო სარჩელის წარდგენის შემდეგ ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობებათ წერილობით, შესაბამისი საფუძვლის მითითებით. საჭიროებიდან გამომდინარე საქმის განმხილველ არბიტრს ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს საქმის განხილვის ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ფორმა და დანიშნოს ზეპირი მოსმენა. 

5. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა საარბიტრაჟო განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი საბუთი, მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული ან გადაცემული და გამოყენებული სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. არბიტრი და საარბიტრაჟო წარმოების მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებული არიან, დაიცვან საარბიტრაჟო განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

7. არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს მხარეთა მიერ არჩეული სამართლის ნორმების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში საარბიტრაჟო განხილვისას გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა. ნებისმიერი მითითება რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობაზე ან სამართლებრივ სისტემაზე გულისხმობს ამ ქვეყნის მატერიალურ სამართალს და არა მის საპროცესო და კოლიზიურ ნორმებს.

8. ამ დებულების მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა,  რაც გამოწვეულია ავადმყოფობით,  ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც   მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის არბიტრაჟისსხდომაზეგამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.  წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

9. თუ ამ კანონის რომელიმე მოთხოვნა, რომლისგანაც მხარეებს შეუძლიათ გადაუხვიონ, ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების რომელიმე მოთხოვნა არ იქნა დაცული და მხარე აგრძელებს საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილეობას ისე, რომ ამგვარი დარღვევის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ ან/და, თუ ამ კანონით, მხარეთა შეთანხმებით ან არბიტრაჟის მიერ განსაზღვრულია რაიმე ვადა, ამ ვადის განმავლობაში წერილობით არ წარადგენს თავის შესაგებელს, მაშინ ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა შეპასუხების უფლებაზე.

10.  არბიტრაჟის დანიშვნამდე საქმეს ამზადებს საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე, ხოლო არბიტრაჟის დანიშვნის შემდეგ არბიტრაჟის თავმჯდომარე ან ერთი არბიტრის მიერ საქმის განხილვისას, შესაბამისი არბიტრი.

11. საჭიროების შემთხვევაში, მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ საქმის განმხილველი არბიტრაჟი იღებს დადგენილებას, ხოლო საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე – განკარგულებას. ასეთი დადგენილებით (განკარგულებით) შეიძლება საარბიტრაჟო-საპროცესო ვადები შეჩერდეს შესაბამისი მტკიცებულებების მიღებამდე.

 

მუხლი 14. საარბიტრაჟო განხილვა

1. საარბიტრაჟო განხილვა იწყება განსახილველ საქმეზე პირველი საარბიტრაჟო სხდომის დღეს. არბიტრაჟში საქმეები განიხილება ამ დებულებითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

3. საარბიტრაჟო სხდომის თავმჯდომარე ხსნის და უძღვება სხდომას, აცხადებს არბიტრაჟის შემადგენლობას, იმას, თუ ვინ გამოცხადდა სხდომაზე გამოძახებულ პირთაგან, მხარეებს განუმარტავს აცილების უფლების შესახებ.

4. მხარეთა განცხადებები და შუამდგომლობები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის თუ გამოთხოვის, აგრეთვე, საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ, არბიტრაჟმა შეიძლება დააკმაყოფილოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შუამდგომლობები და განცხადებები მიზნად არ ისახავს საქმის განხილვის გაჭიანურებას. ასეთ შემთხვევაში მხარეთა თხოვნით ან არბიტრაჟის ინიციატივით საქმის განხილვა შეიძლება გადაიდოს.

5. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის არსის შესახებ სხდომის თავმჯდომარის (კოლეგიური შემადგენლობის შემთხვევაში – ერთ-ერთი წევრის) მოკლე მოხსენებით, რის შემდეგაც არბიტრაჟი მოისმენს მოსარჩელის და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირის ახსნა-განმარტებებს. მოსარჩელის შემდეგაც, სიტყვა ახსნა-განმარტებისათვის ეძლევა მოპასუხესა და მის მხარეზე მონაწილე მესამე პირს.

6. ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ იწყება შეკითხვების სტა დ ია. შეკითხვებს პირველად სვამს მოსარჩელე, ხოლო შემდეგ მოპასუხე. თუ შეკითხვა უადგილო ან შეუფერებელია და არ ემსახურება საქმის გ ა რემოების გამოკვლევასა და დადგენას, არბიტრაჟს, მხარის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოხსნას ასეთი შეკითხვა. არბიტრაჟს შეუძლია ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს შეკითხვები.

7. შეკითხვების შემდგომ, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით არბიტრაჟს შეუძლია გამოაქვეყნოს და გამოიკვლიოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შემდგომაც იწყება მხარეთა პაექრობა. პაექრობისათვის სიტყვა ეძლევა მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს, ხოლო შემდგომ მოპასუხეს და მის წარმომადგენელს. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნით და მისი წარმომადგენელი გამოდიან მხარეების შემდეგ. მესამე პირი დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე და მისი წარმომადგენელი, გამოდიან იმ მოსარჩელის ან მოპასუხის შემდეგ, რომლის მხარეზეც მესამე პირი მონაწილეობს საქმეში.

8. მას შემდეგ, რაც პაექრობის ყოველი მონაწილე წარმოთქვამს სიტყვას, მათ შეუძლიათ ხელმეორედ გამოვიდნენ წარმოთქმულ სიტყვასთან დაკავშირებით.

9. მხარეთა პაექრობის შემდეგ არბიტრაჟი გადის გადაწყვეტილების მისაღებად. სხდომაზე გამოცხადდება მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. არბიტრაჟს შეუძლია გადაწყვეტილების გამოცხადება გადადოს არაუმეტეს 14 დღით, რის შესახებაც უნდა აცნობოს მხარეებს.

 

მუხლი 15. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

1. რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარ არბიტრაჟს გადაწყვეტილება გამოაქვს არბიტრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.  არბიტრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.

3. გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეიძლება გადაწყვიტოს არბიტრაჟის თავმჯდომარემ, თუ მას შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული ექნება მხარეების ან ყველა არბიტრის მიერ. 

4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს საარბიტრაჟო განხილვის დაწყებიდან 180 დღის ვადაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გააგრძელოს არბიტ რ მა არა უმეტეს 180 დღით.

5. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სავალდებულოა საარბიტრაჟო შეთანხმების მხარეთათვის. იგი გამოტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და მას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრმა (არბიტრებმა). საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი არბიტრაჟის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი.

6.    გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

6.1. გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და ადგილი;

ბ) გადაწყვეტილების გამომტანი არბიტრაჟის დასახელება და სა არბიტრაჟ ო კოლეგიის შემადგენლობა;

გ) არბიტრაჟის სხდომის მდივანი;

დ) საარბიტრაჟო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა არბიტრაჟი;

ე) მხარეები, მათი წარმომადგენლები;

ვ) დავის საგანი.

6.2. გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას მოსარჩელის მოთხოვნასა და მოპასუხის შესაგებელზე;

6.3. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა)     არბიტრაჟის მიერ დადგენილი გარემოებანი;

ბ)    მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება არბიტრაჟის დასკვნები და გადაწყვეტილება;

გ)    მოსაზრებანი, რომლებითაც არბიტრაჟი უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას;

დ)   კანონი ან/და სხვა სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც არბიტრაჟი ხელმძღვანელობდა.

7.    გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს არბიტრაჟის დასკვნას სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ასევე მითითებას საარბიტრაჟო ხარჯების განაწილების თაობაზე.

8. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოტანილ იქნეს სამოტივაციო ნაწილის გარეშე იმ შემთხვევებში, როდესაც საარბიტრაჟო შეთანხმება ითვალისწინებს სამოტივაციო ნაწილის არარსებობას, ან ამის შესახებ მხარეები განაცხადებენ თანხმობას პროცესზევე, ან როდესაც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო მორიგების დამტკიცების თაობაზე.

9.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერილი ასლები უნდა გადაეცეთ მხარეებს.

10.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებისთანავე.

11. თუ საარბიტრაჟო განხილვისას მხარეები მორიგდნენ, არბიტრაჟი შეწყვეტს განხილვას. არბიტრაჟი, მხარეთა თხოვნის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაამტკიცებს მხარეთა მორიგებას შეთანხმებული პირობებით.

12. არბიტრაჟი ვალდებულია გამოიტანოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ მხარეთა მიერ მორიგების თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში.

13. მორიგების შესახებ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ასეთ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც დავის არსებითად განხილვის შედეგად გამოტანილ ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 16. გადაწყვეტილების განმარტება, შესწორება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:     

ა) მოსთხოვოს არბიტრაჟს, გაასწოროს შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მოცემულ გაანგარიშებებში, აგრეთვე მისი წერითი, ბეჭდური ან სხვა ამგვარი შეცდომები;

ბ) მხარეთა შეთანხმების არსებობისას მოსთხოვოს არბიტრაჟს, მისცეს განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების რომელიმე კონკრეტულ საკითხთან ან ამ გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით.

2. არბიტრაჟმა, თუ იგი მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა შეიტანოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შესაბამისი შესწორება ან უნდა მისცეს შესაბამისი განმარტება. ასეთი განმარტება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნაწილია.

3. არბიტრაჟი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში თავისი ინიციატივით გაასწოროს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული შეცდომა.

4. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, თითოეულ მხარეს მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ უფლება აქვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში მოსთხოვოს არბიტრაჟს, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობისას, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებდან 60 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.

5. არბიტრაჟს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეუძლია არა უმეტეს 30 დღით გააგრძელოს ვადა, რომლის განმავლობაშიც მან უნდა გაასწოროს შეცდომა, უნდა მისცეს განმარტება ან უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება ამ მუხლის შესაბამისად. თუ მხარეთა ან არბიტრაჟის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, უკვე გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში რჩება შესწორების შეტანის, განმარტების მიცემის ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის განმავლობაში.

 

მუხლი 17. საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტა

1. საარბიტრაჟო განხილვა წყდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერისა და მხარეთათვის გადაცემის შემდეგ ან ამავე მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, არბიტრაჟის დადგენილების საფუძველზე.

2. არბიტრაჟი უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის შესახებ შემდეგ შემთხვევებში:

ა)     თუ საარბიტრაჟო მოსარჩელე უარს აცხადებს საარბიტრაჟო სარჩელზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარბიტრაჟო მოპასუხე წინააღმდეგია საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტისა და არბიტრაჟი მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო მოპასუხეს აქვს საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტის კანონიერი ინტერესი;

ბ)    თუ მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტაზე;

გ) თუ არბიტრაჟი დაადგენს, რომ საარბიტრაჟო განხილვის გაგრძელება რაიმე სხვა მიზეზით არ არის აუცილებელი ან შეუძლებელია.

 

მუხლი 18. გადაწყვეტილების აღსრულება

გადაწყვეტილების აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 19. საქმის წარმოების შეჩერება და განუხილველად დატოვება

1.    საარბიტრაჟო კოლეგია (საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე) უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს ან გადადოს საქმის განხილვა შემდეგ შემთხვევებში:

ა)     მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომლის საქმეში მხარეს წარმოადგენს;

ბ)    მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არ აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით;

გ)    მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში;

დ) გამოცხადებულია მოპასუხის ძებნა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით, ან თუ საარბიტრაჟო განხილვისას აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საკითხზე, რომელიც საარბიტრაჟო განხილვის საგანია და რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს განხილვის შედეგებზე;

ვ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა;

ზ) სხვა აუცილებლობის შემთხვევაში.

2.    საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება.

3. არბიტრაჟი განუხილველად დატოვებს საარბიტრაჟო სარჩელს, თუ:

ა) საარბიტრაჟო სხდომაზე საარბიტრაჟო მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხე თანახმაა საარბიტრაჟო სარჩელის განუხილველად დატოვებისა;

ბ) არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;

გ) საარბიტრაჟო სარჩელი დაინტერესებული პირის სახელით შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე;

დ) საარბიტრაჟო მოსარჩელემ არბიტრაჟის მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;

ე) დებულებით და კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4.სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არ შეწყდება. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს საარბიტრაჟო პალატას საერთო წესის დაცვით.

 

მუხლი 20. საარბიტრაჟო განხილვის განახლება

1. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე სასამართლოში გაასაჩივრებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას და სასამართლო შეაჩერებს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განხილვას იმ მიზნით, რათა არბიტრაჟს მიეცეს საშუალება განხილვის განახლებისა გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, არბიტრაჟი განაახლებს დავის საარბიტრაჟო განხილვას.

2.საარბიტრაჟო საქმის განხილვის განახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არბიტრაჟს ამის თაობაზე გამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.

3. განახლებული საარბიტრაჟო განხილვის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი უგზავნის როგორც მხარეებს, ისე სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოფხვრის დამამტკიცებელ დოკუმენტთან ერთად.

4. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ცნო არბიტრაჟის გადაწყვეტილება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის „ა.გ“, „ა.ე“ ან/და „ბ.ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით, არბიტრაჟი, საქმის სასამართლოდან არბიტრაჟში დაბრუნების შემდეგ, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაახლებს საქმის წარმოებას და განიხილავს საქმეს ზემოაღნიშნული საფუძვლების აღმოფხვრის მიზნით.

5. საქმის განხილვის განახლების თაობაზე არბიტრაჟსგამოაქვს დადგენილება, რომლითაც ამავდროულად აუქმებს არბიტრაჟის წინა გადაწყვეტილებას.

6. განახლებული საქმის განხილვას აგრძელებს, როგორც წესი, იგივე არბიტრი, რომელიც მონაწილეობდა საქმის წინა განხილვაში. იმ შემთხვევაში, თუ ი მა ვე არბიტრის მონაწილეობა საქმეში შეუძლებელია, საქმის განმხილველ არბიტრს ნიშნავს არბიტრაჟის თავმჯდომარე არბიტრაჟის არბიტრთა სიიდან.

 

  მუხლი 21. სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობა

1. სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლე ხდება ასევე საარბიტრაჟო შეთანხმების მხარე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ერთ-ერთი მხარის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია არ იწვევს საარბიტრაჟო შეთანხმების გაუქმებას ან უკვე დანიშნული არბიტრის შეცვლას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უფლებამონაცვლისათვის საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამონაცვლეობის დადგენისათვის, არბიტრაჟს განცხადებით მიმართავს ერთ-ერთი მხარე უფლებამონაცვლის მიმართ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. განცხადების წარდგენის შემდეგ, არბიტრაჟი უფლებამოსილია:

ა) განცხადების შეტანიდან 5 დღის ვადაში საქმის განმხილველმა არბიტრმა ან მისი არყოფნის შემთხვევაში არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ  დანიშნულმა სხვა არბიტრმა, მიიღოს დადგენილება განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე და დანიშნოს საარბიტრაჟო განხილვა;

ბ) მოიწვიოს მხარეები საარბიტრაჟო სხდომაზე  ამ დებულების მე-7 მუხლით დადენილი წესით;

გ) მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა  საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება  განცხადების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე.

 

 მუხლი 22 . არბიტრაჟის შექმნისა და საქმიანობის შეწყვეტის წესი

არბიტრაჟი იქმნება და წყვეტს საქმიანობას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებლის გადაწყვეტილებით. იგი ასევე იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პალატ ი სთავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

 

მუხლი 23.  არბიტრაჟის დებულების დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი

საარბიტრაჟო პალატ ი ს დებულებას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამოქალაქო საქმეთა საარბიტრაჟო პალატის“ დამფუძნებელს.