თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვლადიმერ ხუჭუას ბრძანებით დადგენილია თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი თამაზი სხილაძე.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.
2013 წლის განმავლობაში თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 16 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 9 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ დაკმაყოფილდა 7 მოთხოვნა, ვინაიდან 5 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელსაც თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო არ ფლობს, ხოლო 2 მოთხოვნის არ დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლი.
მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:
თამაზი სხილაძე - სასამართლოს მენეჯერი - 2012 წლის 20 დეკემბრიდან თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -
სასამართლოს მენეჯერი თამაზი სხილაძე