თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 18.12.2013
ძალის დაკარგვა 21.04.2015
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №24/35
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა | თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს
დადგენილება
№24/35
2013 წლის 18 დეკემბერი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულო აღნიშნავს რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსების მართვის, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების სრულყოფის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს დაფინანსების ერთიანი კრიტერიუმის შემოღება, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
1.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესი თანახმად დანართი №1-ისა.
2.
პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი გავრცელდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (გარდა სკოლამდელი აღზრდისა და ობოლ ბავშვებზე მზრუნველობისა) საქმიანობას - სპორტის, კულტურის, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დარგში.
მუხლი 2🔗
1.
2013 წლის ასიგნებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდება 2014 წლის საბიუჯეტო წელიწადში და იგი მხედველობაში არ მიიღება 2014 წლის დაფინანსების განსაზღვრისას.
2.
დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა
დანართი N1
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების
წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში- „ააიპ“) დაფინანსების წესს და პირობებს;
2.
ამ წესის რეგულაციის სფეროს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული ის „ააიპ“-ები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი (გარდა სკოლამდელი აღზრდისა და ობოლ ბავშვებზე მზრუნველობისა) - სპორტის, კულტურის, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დარგში.
მუხლი 2🔗.
ინფორმაციის წარდგენის ვადები
1.
თითოეული „ააიპ“ ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო საბიუჯეტო კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვისა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა)
მონაცემები მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ (დასწრების დინამიკის გათვალისიწინებით მოსწავლეთა რაოდენობა გაყოფილი დამსწრეთა რაოდენობაზე),
ბ)
მონაცემები დირექციისა და დამხმარე პერსონალის რაოდენობის შესახებ,
გ)
მონაცემი საკუთარი კვარტალური შემოსულობების შესახებ.
2.
თითოეული „ააიპ“ ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო საბიუჯეტო წლის 10 იანვრისა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია წინა წლის აგრეგირებული სახელფასო ფონდის მოცულობის შესახებ (პრემიების და დანამატების გარეშე).
მუხლი 3🔗.
დაფინანსების განსაზღვრის წესი
1.
„ააიპ“-ის დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი ფორმულით D=A+F+C+B; სადაც:
A - ერთჯერადად გაცემული წლიური საბიუჯეტო დაფინანსებაა,
F–წინა საბიუჯეტო წლის წლიური აგრეგირებული სახელფასო ფონდის მოცულობის შესაბამისად გაცემული საბიუჯეტო დაფინანსება,
C - თითოეულ მოსწავლეზე გაცემული საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობა თვეში,
B - ბონუს დაფინანსება საკუთარი შემოსულობების კვალობაზე.
2.
„ააიპ“-ის დაფინანსების კომპონენტები იანგარიშება შემდეგნაირად:
ა)
A - კომპონენტისათვის:
ა.ა)
A=12,0 ათ. ლარს (როცა არაუმეტეს 70 მოსწავლე),
ა.ბ)
A=14,0 ათ. ლარს (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე),
ა.გ)
A=16,0 ათ. ლარს (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე),
ა.დ)
A=18,0 ათ. ლარს - (სხვა დანარჩენ შემთხვევაში).
ბ)
Fკომპონენტისათვის -30% პლიუს დირექცია და დასაქმებული პერსონალის 8 მოსამსახურის ზევით ყოველ 1 მოსამსახურეზე - 1%.
გ)
C - კომპონენტებისათვის:
გ.ა)
C=X*40 ლარი (არაუმეტეს 70 მოსწავლე),
გ.ბ)
C=X*35 ლარი (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე),
გ.გ)
C=X*30 ლარი (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე),
გ.დ)
C=X*20 ლარი (სხვა დანარჩენ შემთხვევაში).
დ)
B კომპონენტისათვის - ბონუს დაფინანსება საკუთარი კვარტალური შემოსულობის (ყოველი კონკრეტული კვარტლისათვის) 20%
შენიშვნა:C კომპონენტის ფორმულისათვის სადაც: X წარმოადგენს მოსწავლეთა რაოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კვარტალების შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
სხვა დებულებანი
1.
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კონკრეტული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული კვარტლისათვის ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2.
დაფინანსების კონკრეტული მოცულობის განსაზღვრისას-თუ იგი აღემატება წინა საბიუჯეტო წლის დაფინანსების მოცულობას, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას წინა საბიუჯეტო წელს გამოყოფილი დაფინანსების ზედა ზღვარი ან/და აღნიშნულ ზედა ზღვარს (წინა საბიუჯეტო წლის დაფინანსების მოცულობა) დამატებული დაფინანსება 10% ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
4.
გარდა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული „ააიპ“ დაფინანსების წესით განსაზღვრული დაფინანსების მოცულობისა, შეიძლება არსებობდეს საბიუჯეტო დაფინანსების სხვა კომპონენტებიც, კერძოდ:
ა)
არაფინანსური აქტივების ზრდა (მიმდინარე და კაპიტალური დანახარჯებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, რომელიც ძირითად ნაწილს შეადგენს მშენებლობასთან ან/და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები);
ბ)
სხვა ღონისძიებების, თუ კონფერენციების ორგანიზებისათვის და ასევე საჭირო დამატებითი დანახარჯები.
5.
ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების პირობები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის შესაბამისი ნორმებით.