„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №205/ნ |
|
2013 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016645) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
|
1.
მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“ |
2.
მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
3.
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 12 წევრისაგან. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი, რომელიც არის დოქტორანტი, არჩევნებში მონაწილეობს როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.“. |
4.
მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
5.
მე-15 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: ,,51. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი.“. ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,13. რექტორის მოადგილედ შეიძლება დანიშნულ იქნეს სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი.“ |
6.
მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,გ“ „დ” და ,,ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; დ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) ხელმძღვანელობს სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას.“. ბ) პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი: ,,ვ1) რექტორთან შეთანხმებით იღებს და ათავისუფლებს დამხმარე პერსონალს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს;“; გ) პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე; ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება; გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.“. |
7.
23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ფაკულტეტის საბჭო ფაკულტეტის დეკანს ირჩევს ოთხი წლის ვადით. დეკანად შეიძლება აირჩეს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. |
8.
24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.“ |
9.
26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 26. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. 2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნება პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი. 3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ. 4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.“ |
10.
27-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ- პროფესორისა და ასისტენტის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა გამოვლენის მიზნით, კონკურსს ატარებს სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომლის შექმნის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, აკადემიური საბჭო, ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას, კანდიდატის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ. 7. კონკურსის ჩატარების პროცედურებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“ |
11.
28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 წლის ვადით“. |
12.
30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი:
,,მუხლი 301. აკადემიური წოდებები 1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება. 2. სასწავლო უნივერსიტეტს უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს ემერიტუსის წოდება. 3. ემერიტუსის წოდების მინიჭება ხდება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. აკადემიური საბჭოს წარდგინებით წარმომადგენლობით საბჭოს უფლება აქვს ემერიტუსის წოდების მქონე პირს დაუნიშნოს ანაზღაურება. 4. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობა“. |
13.
39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2. ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტებთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|