შპს „ტრანსფორდი“ის განცხადება სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ფოთის გემთსაშენის“,  ს/კ 215080604  აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე

 

სს „ფოთის გემთსაშენის“ (ს/ნ 215080604) ხმის უფლების მქონე აქციათა 99,89  პროცენტის მესაკუთრე შპს „ტრანსფორდი“ (ს/კ 404386151) აცხადებს, რომ მას სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა 100 პროცენტის შეძენის მიზნით, განზრახული აქვს ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის უფლებით და დანარჩენი აქციონერებისაგან გამოისყიდოს მათ საკუთრებაში არსებული სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციები. აღნიშნულთან დაკავშირებით, შპს „ტრანსფორდი“ წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოდში) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად განცხადებით მიმართავს სასამართლოს.

სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა სავალდებულო გამოსყიდვა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლიან ფასად.

სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ შპს „ტრანსფორდი” ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, რის შესახებაც კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ სს „ფოთის გემთსაშენის“ დარჩენილ აქციონერებს, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა, სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

სს „ფოთის გემთსაშენის“ აქციათა გამოსყიდვის მიზანს წარმოადგენს სს „ფოთის გემთსაშენის“  მართვის ეფექტურად განხორციელება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ შპს „ტრანსფორდის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე ნადირაშვილს, ქ. ფოთი, აღმაშენებლის 61, ტელ:  597292630, ყოველდღე, დასვენების დღეების გარდა 12:00 საათიდან 17:00 საათამდე;

აქციონერებს მათი უფლების გადამოწმება შეუძლიათ ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან, მის: ქ. თბილისი, მოსაშვილის 11, „საქწყალპროექტის“ შენობა,VII სართული/ჭავჭავაძის გამზ. 74 , ტელ: 2225351, 2251560.

 

შპს „ტრანსფორდის“ დირექტორი:  აპალონ ბჟალავა