პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1010
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016260
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პოლიციის შესახებ 04.10.2013
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „პოლიციელის ფიცის ტექსტი"
დოკუმენტის ტექსტი
პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№1010
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
პოლიციელის ფიცის დამტკიცების თაობაზე
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს პოლიციელის ფიცი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
პოლიციელის ფიცი
მე, საქართველოს მოქალაქე, შევდივარ რა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურში, ვფიცავ:
- ვიყო ერთგული და ღირსეული, დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო და ვემსახურო საზოგადოებას;
- დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, სამსახურებრივი და სამხედრო წესდებები, ბრძანებები;
- მტკიცედ დავიცვა სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოება;
- დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;
- ვიყო გამბედავი, დამნაშავეობასთან შეურიგებელი და დისციპლინებული თანამშრომელი;
- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;
- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლეც კი, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, საკუთრებისა და მართლწესრიგის დაცვისათვის.
ხელმოწერა
___________________ ___________________