გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1011
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 156 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1011 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრის შესახებ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ: ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული სტრუქტურული დანაყოფის/ტერიტორიული ორგანოს კურატორი მინისტრის მოადგილე; ბ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის უფროსი და ამ ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი; გ) კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი; დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი; ე) ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი; ვ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; თ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი; ი) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დირექტორი; კ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. მუხლი 2🔗 გადაუდებელი აუცილებლობისას სპეციალური საპოლიციო კონტროლის ჩატარებაზე გამოიცემა ზეპირი განკარგულება, რომელიც  მისი გამომცემი პირის მიერ წერილობით უნდა გაფორმდეს 24 საათის განმავლობაში. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან .შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე