საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1009
სარეგისტრაციო კოდი 120260000.22.034.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,815 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1009 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 ივნისის N770 ბრძანება „პოლიციაში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. მუხლი 3🔗 ბრძანება გამოქვეყნდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ  თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს წვევამდელის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) გაწვევით  საკონტრაქტო ან/და სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისა და დაფინანსების წესს. 2. წვევამდელის მიერ სამინისტროში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოხდილ იქნეს გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან  საკონტრაქტო სამსახურის სახით. მუხლი 2🔗 1. წვევამდელზე, რომელიც იხდის სავალდებულო ვადიან სამხედრო სამსახურს და ჩარიცხულია სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვრცელდება  „სამხედრო  ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება, მათ შორის სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები. 2. წვევამდელზე, რომელიც სამინისტროში სამხედრო ვალდებულებას იხდის საკონტრაქტო სამსახურის სახით ვრცელდება ეს დებულება, სამინისტროს დისციპლინური წესდება  მინისტრის ბრძანებები და სხვა სამართლებრივი აქტები. მუხლი 3🔗 1. სამხედრო ვალდებულების მოსახდელად სამინისტროში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ კონტრაქტორზე), პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებს შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი. 2. სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო  სამსახურის მოხდის ვადა  და გაწვევის წესი განისაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗 სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხი კონტინგენტის რაოდენობა გათვალისწინებული იქნება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შემუშავებული „საქართველოს სამხედრო ძალებში მოქალაქეთა გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  დადგენილებით. მუხლი 5🔗 1. სამინისტროს ვადიან სამხედრო სამსახურში გასავლელად ჩასარიცხი წვევამდელები ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამედიცინო-საექსპერტო კომისიის გავლის შემდგომ (მათი ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში) გადიან გასაუბრებას სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში. 2. სამინისტროს მოსამსახურეების მიერ შეირჩევიან ის წვევამდელები, რომლებიც თავიანთი პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეძლებენ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობანი. 3. გასაუბრების შედეგებით შერჩეული წვევამდელი ავსებს ანკეტას. 4. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ახორციელებს კანდიდატების ნასამართლობისა და სხვა საკითხების შესწავლას. 5. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ვადიან სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს. 6. წვევამდელი სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით. 7. წვევამდელი დებს სამხედრო ფიცს. 8. წვევამდელმა ფიცის დადებამდე არ შეიძლება შეასრულოს საბრძოლო ამოცანები (საბრძოლო მოქმედება, საბრძოლო მორიგეობა, საბრძოლო სამსახური, საგუშაგო სამსახური). 9. შერჩეული კანდიდატები შემდგომი სამხედრო ვალდებულების მოსახდელად მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით ჩაირიცხებიან  სამინისტროს სისტემაში და მიენიჭებათ სამხედრო წოდება - „რიგითი“.  მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება  ჩარიცხვის დღიდან.  მუხლი 6🔗 1. სამინისტროში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად  ჩარიცხული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით ინიშნებიან დანაყოფებში შესაბამის თანამდებობებზე, აგრეთვე განთავსდებიან ყაზარმებში ან/და ნაწილდებიან დანაყოფებში. 2. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ხორციელდება ყაზარმული ან/და ცვლიანი სამსახურის სახით. 3. სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან როგორც ყაზარმული, ასევე ცვლიანი სამსახურის სახით.  სამსახურის გავლის პერიოდში მათ მეცადინეობები უტარდებათ დეპარტამენტის დირექტორის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამების მიხედვით. 4. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შეიძლება გადაყვანილ იქნენ ყაზარმულ ან დღეგამოშვებით მუშაობის რეჟიმზე. 5. დასაშვებია სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში ჩარიცხული წვევამდელების გადაადგილება აღნიშნული ქვედანაყოფების ფარგლებში. მუხლი 7🔗 1. ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს პატაკის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენით,  შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით: ა) დაოჯახების შემთხვევაში; ბ) წახალისების მიზნით; გ) ახლო ნათესავის (დედა, მამა, ცოლი, შვილი, და, ძმა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო; დ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი; ე) სხვა განსაკუთებულ შემთხვევებში. 2. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში თავისუფალ ცვლაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის დანაყოფში. თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს და  იმოქმედოს ბრძანების შესაბამისად. მუხლი 8🔗 1. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება გაიგზავნონ სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სამხედრო შეკრებებისა და საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების მომსახურების მიზნით; ბ) სამხედრო ტვირთის, საბრძოლო ტექნიკისა და ქონების დასაცავად და გასაცილებლად; გ) სპორტულ და კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; დ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; ე) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად; ვ) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში. 2. მივლინებაში გაგზავნისა და დაბრუნების თაობაზე გამოიცემა შესაბამისი ბრძანება. მუხლი 9🔗 1. ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე შეიძლება მივლენილ იქნენ მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით დანაყოფის შიგნით ან სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში. 2.  მივლენა განისაზღვრება გარკვეული ვადით და  მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ  გამოიცემა შესაბამისი ბრძანება. მუხლი 10🔗 1. ავადმყოფობის გამო ვადიანი სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ან სხვა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია. 2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო დათხოვნა ხორციელდება სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ცენტრალური სამხედრო-საექიმო კომისიის დასკვნის საფუძველზე. 3. ავადმყოფობის გამო სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლება ხდება არა უმეტეს 30 დღისა. მუხლი 11🔗 1. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ვადიანი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირთა ნამსახურობის ბარათი ეგზავნება შესაბამის სამსახურს კადრების მთავარი სამმართველოს მიერ 30 დღის ვადაში.  მუხლი 12🔗 ვადიანი სამხედრო სამსახურის  მოსამსახურეების უფლება-მოვალეობანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება „სამხედრო  ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. თავი II საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესი მუხლი 13🔗 1. სამინისტროს კადრების მთავარ სამმართველოში ტარდება გასაუბრება ვადიანი საკონტრაქტო სამსახურის მოსახდელად ჩასარიცხ წვევამდელებთან, რომლებსაც გააჩნიათ წვევამდელის მოწმობა.  2. გასაუბრების გავლისას მოწმდება წვევამდელის პიროვნული თვისებები, ზოგადი განათლება და ინტელექტუალური მონაცემები. 3. გასაუბრების შედეგებით შერჩეული წვევამდელი ავსებს ანკეტას. 4. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო ახორციელებს კანდიდატების ნასამართლობისა და სხვა საკითხების შესწავლას. მუხლი 14🔗 1. წვევამდელები, რომლებიც სამხედრო ვალდებულების მოსახდელად უნდა ჩაირიცხონ სამინისტროს ვადიან საკონტრაქტო სამსახურში, წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ გადიან სსიპ – სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურში ცენტრალურ სამხედრო-საექიმო კომისიას. 2. სამინისტროში საკონტრაქტო სამსახურის სახით სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შერჩეული წვევამდელები მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით ჩაირიცხებიან  სამინისტროს სისტემაში და მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება – „პოლიციის რიგითი“, შესაბამისი უფლებამოსილი პირის ბრძანებით უფორმდებათ კონტრაქტი თანდართული ნიმუშის შესაბამისად (დანართი N2). მათ მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდა აითვლება  ჩარიცხვის დღიდან. 3. საკონტრაქტო მოსამსახურე გადის სპეციალურ თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებას 15 დღემდე ვადით, რის შემდეგაც ისინი ნაწილდებიან დაცვის ობიექტებზე. 4. სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველო საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სიას აცნობებს შესაბამის სამსახურებს. მუხლი 15🔗 1. საკონტრაქტო მოსამსახურეს დაცვის ობიექტზე განაწილებისას უშუალო ხელმძღვანელის მიერ უტარდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი. 2. საკონტრაქტო სამსახურში მყოფ პირს სამსახურის გავლის მთელ პერიოდში, წახალისების სახით, უშუალო ხელმძღვანელის შუამდგომლობის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი 5-დღიანი შვებულება, გარდა ამისა, მოკლევადიანი შვებულება ათ დღემდე ვადით, შემდეგ განსაკუთრებულ შემთხვევებში: ა) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, ძმა, და, ბებია, პაპა) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო; ბ) სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზარალდა საკონტრაქტო მოსამსახურის ოჯახი. 3. შვებულება ფორმდება დადგენილი წესით, შესაბამისი საკადრო დანაყოფის მიერ. 4. სამსახურებრივი რეჟიმის გაძლიერებისა და განგაშის (გარდა სასწავლო) შემთხვევაში, შვებულებასა და მივლინებაში მყოფი საკონტრაქტო მოსამსახურე ვალდებულია სასწრაფოდ გამოცხადდეს თავის სამუშაო ადგილზე, თუ ეს შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს თავის უშუალო უფროსს. მუხლი 16🔗 1. საკონტრაქტო სამსახურის გავლისას, მოსამსახურე შეიძლება გაიგზავნოს სამსახურებრივ მივლინებაში შემდეგ შემთხვევებში: ა) სპეციალურ სწავლებებსა და შეკრებებზე; ბ) მისი მუდმივი სამსახურებრივი ადგილისაგან მოწყვეტით სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; გ) სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად; დ) სპორტულ და კულტურულ-პრაქტიკულ სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. 2. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის უფროსის პატაკის საფუძველზე. მისავლინებელ პირს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მივლინება პირდაპირ არ უკავშირდება სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებას) მიეცემა სამივლინებო ბარათი და სამივლინებო თანხა, საჭიროების შემთხვევაში – მშრალი ულუფა ან სასურსათო და ფულადი კომპენსაცია. მუხლი 17🔗 1. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების უფლების მქონე პირი, რომელიც პირადი სურვილით იხდის სამხედრო ვალდებულებას საკონტრაქტო სამსახურში, კარგავს კანონით მინიჭებული შეღავათის უფლებას, თუ მას სამსახურის გავლის პერიოდში არ წარმოექმნება შეღავათის მინიჭების ახალი გარემოება. საკონტრაქტო მოსამსახურეს უფლება აქვს, უარი თქვას შეღავათის მინიჭების ახალი გარემოებით სარგებლობაზე. 2. ავადმყოფობის გამო საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სსიპ - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ან სხვა ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო სამედიცინო დოკუმენტაცია. 3. ავადმყოფობის გამო საკონტრაქტო მოსამსახურის სამსახურიდან დროებით გათავისუფლება ხდება არა უმეტეს 30 დღისა. 4. საკონტრაქტო მოსამსახურე ავადმყოფობის დროს ვალდებულია თავისი მდგომარეობის შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. 5. საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად), ავადმყოფობით ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. დანართი N2 ხელშეკრულება N     საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ ერთი მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო -------------------------------------------------------------------------------------- სახით და, მეორე მხრივ ------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ (შემდგომში – მოსამსახურე) საქართველოს კანონების, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ” დებულებისა და ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე კონტრაქტს შემდეგი პირობებით: I. ხელშეკრულების საგანი 1.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამინისტროს მიერ საქართველოს მოქალაქის საკონტრაქტო სამსახურში მიღება. II. ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობები 2.1. სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადაში ჩასათვლელად სამსახურში ჩარიცხული მოსამსახურის ნამსახურობის ვადის ათვლა დაიწყება ჩარიცხვის დღიდან. III. მხარეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 3.1. სამინისტროს ------------------------------------------------------------------------------ --------------------------------------------------------------------------------------------------- ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მოსამსახურე საქართველოს კანონმდებლობითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სოციალური გარანტიებით, შესაბამისი ფორმის ტანსაცმლით, სპეციალური აღჭურვილობითა და ფულადი ანაზღაურებით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით დადგენილი ოდენობით; ბ) გააცნოს მოსამსახურეს ნორმატიული აქტებითა და ინსტრუქციებით, ასევე მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები; გ) განახორციელოს კონტროლი მოსამსახურის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულებაზე; დ) მოსამსახურის მიერ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, უზრუნველყოს შესაბამის სამსახურებში ცნობების გაგზავნა ამ მოსამსახურის ნამსახურობის აღნიშნული პერიოდის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ჩათვლის მიზნით. 3.2. მოსამსახურე ვალდებულია: ა) გაიაროს სამსახურის სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების საკარანტინო პერიოდი; ბ) მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი; გ) ზედმიწევნით უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. 3.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. IV. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები 4.1. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლებია: – ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლა; – ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა. 4.2. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: – კონტრაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა; – სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; – ფიცის გატეხა, მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენა; – დადგენილზე მეტი ვადის შემთხვევაში ავადმყოფობა; V. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის განსაკუთრებული პირობები 5.1. ხელშეკრულება ვადამდე შეიძლება შეწყდეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების მიზეზით, რითაც დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. 5.2. კონტრაქტორის მიერ საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად), ავადმყოფობით ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი). კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში წვევამდელს კონტრაქტით ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. VI. დამატებითი პირობები 6.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი თითოეული მხარისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა                            კონტრაქტორი სამინისტროს –––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––– „–––“ ––––––––––  20    წ.                                         „–-–“  –––––––––– 20   წ.  ბ.ა