საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1007
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,487 სიტყვა · ~17 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2013 მიღება
01.01.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

კანონი (1)

🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
  • პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვი"

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №1007 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული რედაქციით  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის თაობაზე დროებითი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1999 წლის 14 იანვრის №12 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის დროებითი ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  (შემდგომში–სამინისტრო) მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი)  თანამშრომელთა მიერ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირების დაცვის თაობაზე დროებითი ინსტრუქცია მოიცავს როგორც ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას  (შემდგომში - ინკასაცია), ასევე ტრანსპორტით მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილებას (შემდგომში – არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილება). 2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ინკასაციას ახორციელებს, თავისი სტრუქტურული დანაყოფის - დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს III სამმართველოს (შემდგომში - სამმართველო) მეშვეობით, ხოლო არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილებას  სტრუქტურული დანაყოფის – დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოსა და შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.  3. ინკასაცია და არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილება  ხორციელდება დეპარტამენტსა და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება) საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული პროცედურების მოთხოვნათა დაცვით. 4. ინკასაციასა და არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილებას  ახორციელებს სპეციალური წოდების მქონე პირი – პოლიციელი (შემდგომში – ინკასატორი და გამცილებელი), რომელსაც  სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ –  პოლიციის აკადემიაში გავლილი აქვს საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსი. 5. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ინსტრუქციით ან/და სხვა სამართლებრივი აქტებით, რეგულირდება დეპარტამენტის უფლებამოსილ დანაყოფსა და დამკვეთს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით. თავი II ინკასირების განხორციელების წესი მუხლი 2🔗. საინკასაციო  ჯგუფი 1. ინკასაციას უზრუნველყოფს საინკასაციო ჯგუფი (შემდგომში - ეკიპაჟი), რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ სამი ინკასატორისაგან (მძღოლი, გადამტანი და დამზღვევი). გადასაზიდი ფასეულობის მოცულობისა (რაოდენობა) და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება გაიზარდოს ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა. ასეთ შემთხვევებში, ინკასაციის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპეცტრანსპორტის დაცვა-გაცილების ჯგუფი/ჯგუფები. 2. ინკასატორი უზრუნველყოფილია და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს სპეციალური აღჭურვილობით - ჯავშანჟილეტით, ცეცხლსასროლი იარაღით, ინდივიდუალური რადიო და სატელეფონო კავშირით. 3. ინკასაცია ხორციელდება ეკიპაჟის ყველა წევრის თანდასწრებით (მძღოლის გარდა), რომლებიც უზრუნველყოფენ ინკასაციის უსაფრთხოებას. 4. ინკასაციის განხორციელების პროცესში მძღოლის გარდა უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ ორი ინკასატორი, რომელთაგან ერთი (გადამტანი) უშუალოდ ახორციელებს ინკასაციის ოპერაციას ანუ გადააქვს ფასეულობა, ხოლო მეორე (დამზღვევი) იცავს უსაფრთხოებას. 5. ინკასაციის განხორციელების პერიოდში კატეგორიულად იკრძალება: ა) სპეცტრანსპორტის შეჩერება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამას მოითხოვს მოძრაობის წესები და უსაფრთხოება); ბ) უცხო პირებთან კონტაქტი; გ) რადიოკავშირით ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გადატანასთან დაკავშირებული ცნობების გადაცემა; დ) ტელეფონით სარგებლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მხოლოდ კოდირებული ტექსტით); ე) სპეცტრანსპორტში  გარეშე პირების შეშვება; ვ) ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც  არ არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან; ზ) სპეცტრანსპორტის კარის გახსნა. 6. ინკასაციის განხორციელებისას ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ სპეცტრანსპორტიდან გადმოსვლა და ისეთ ინციდენტში ჩარევა, რომელიც უშუალოდ არ ეხება შესასრულებელ სამუშაოს (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სხვა). თუ ეს შემთხვევა სერიოზულია და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს  ბაზას, რომელიც თავის მხრივ  ასევე დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას სამმართველოს პასუხისმგებელ პირს. 7. სპეცტრანსპორტის არაგეგმური გაჩერების შემთხვევაში (გზის ჩახერგვა, საცობში მოხვედრა, სპეცტრანსპორტის მწყობრიდან  გამოსვლა ან მათზე (ეკიპაჟზე თავდასხმა და სხვა), როდესაც შეუძლებელია გზის გაგრძელება, ეკიპაჟი დახმარების აღმოჩენის მიზნით მომხდარი ფაქტისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს ბაზას, საიდანაც დაუყოვნებლივ ეცნობება დანაყოფის პასუხისმგებელ პირს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, მიწოდებული ინფორმაცია, ასევე  დაუყოვნებლივ აცნობოს სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს. 8. ეკიპაჟის წევრებს თავდასხმის ან თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში უფლება აქვთ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. დაუშვებელია სპეცტრანსპორტის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენება როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან თავისუფალ დროს. 10. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მძღოლი ვალდებულია სპეცტარნსპორტზე ჩართული ჰქონდეს ფარები და სპეციალური სიგნალები (ლურჯი და წითელი ფერის შუქურები). 11. ეკიპაჟის წევრი ვალდებულია: ა) სამორიგეო დანაყოფის იარაღის საცავში სამსახურებრივი პროცედურის დაცვით ჩაბარების გარდა, არ მიატოვოს უყურადღებოდ თავისზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი იარაღი და არ გადასცეს  სხვა პირს; ბ) რადიოსადგურით სარგებლობისას მკაცრად დაიცვას სასაუბრო ეთიკა; გ) უზრუნველყოს რადიოსადგურით ინფორმაციის ლაკონურად, მკაფიოდ და  გარკვევით გადაცემა; დ) რადიოეთერი გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულების ინფორმაციის გადასაცემად; ე) არ შეაფერხოს სხვა ეკიპაჟების რადიოკავშირი საკუთარი ინფორმაციის გადაცემით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას; ვ) მუდმივი კავშირი იქონიოს სამმართველოს სადისპეტჩერო ჯგუფთან (შემდგომში - ბაზა) და სისტემატურად მიაწოდოს ინფორმაცია ოპერაციის თანამიმდევრობის,  ეკიპაჟის ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ; ზ) ბაზის ან ხელმძღვანელის რადიოეთერში გასვლისას ვალდებულია შეწყვიტოს რადიოგადაცემა და მოისმინოს გადმოცემული ინფორმაცია; თ) ინკასაციის პერიოდში სპეცტრანსპორტით გადაადგილებისას ვალდებულია იმყოფებოდეს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სრული საბრძოლო აღჭურვილობით; ი) საიდუმლოდ შეინახოს საინკასაციო დავალების თარიღი, დრო, ობიექტის ადგილმდებარეობა, ოპერაციის თანამიმდევრობა და მარშრუტი. მუხლი 3🔗. ინკასაციის განხორციელების მოთხოვნის წესი 1. ინკასაციის  დაწყების საფუძველს წარმოადგენს დამკვეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში,  კომუნიკაციის საშუალებების მეშვეობით  სამმართველოში წარდგენილი შესაბამისი განაცხადი. 2. განაცხადში აღინიშნება: ინკასაციის განხორციელების თარიღი და სავარაუდო დრო, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გამგზავნი და მიმღები ობიექტის დასახელება, მისამართები, თანხის მიღებასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირი/პირები და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით). 3. განაცხადი დასტურდება გამგზავნი ობიექტის უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით. მუხლი 4🔗. ინკასაციის ოპერაციის შესრულების წესი 1. ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული განაცხადის საფუძველზე, სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ დგება დავალება ცალ-ცალკე ბანკებისა და სვლაგეზების მიხედვით. 2. დავალებაში უნდა მიეთითოს: დავალების ნომერი, საფუძველი, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის გამგზავნი და მიმღები ობიექტების დასახელება, მისამართები, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემის დრო, ინკასირებაზე, მიღებასა  და გაცემაზე უფლებამოსილი პირი/პირები, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით),  ლუქის ნომრები და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები. 3. ინკასაციის ოპერაციის განხორციელებამდე სამმართველოს უფლებამოსილი პირი ატარებს ინსტრუქტაჟს დავალების შესრულების შესახებ. 4. დავალება დასტურდება სამმართველოს უფროსის ხელმოწერითა  და ბეჭდით. 5. სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ დავალების გადამტანისათვის გადაცემა ხორციელდება ინკასაციის ოპერაციის დაწყებამდე, ჟურნალში  რეგისტრაციის შემდეგ. 6. გადამტანი დავალების მიღებას ადასტურებს ჟურნალში ხელმოწერით. 7. გადამტანი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღებამდე ფასეულობის გამცემ ობიექტის უფლებამოსილ პირს იდენტიფიცირების მიზნით წარუდგენს  დავალებას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. 8. იდენტიფიცირების შემდეგ ფასეულობის გამცემი ობიექტის უფლებამოსილი პირი გადამტანს გადასცემს იარლიყის მქონე დალუქულ ჩანთა/ტვირთს,  რომელზეც აღინიშნება: გამგზავნი და მიმღები ობიექტის დასახელება, გამოცხადებული თანხა, თარიღი და ლუქის ნომერი. იარლიყი დადასტურდება გამგზავნი ობიექტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. 9. დალუქვის შემდგომ ფასეულობის გამცემი ობიექტის უფლებამოსილი პირი ავსებს გასავლის ორდერს, რომელშიც მიეთითება: გამგზავნი და მიმღები ობიექტების დასახელება, ინკასატორი და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანხა ან ფასეულობის სახე, თარიღი, ჩანთების რაოდენობა, ლუქის ნომერი/ნომრები. 10. გასავლის ორდერისა და დალუქული ჩანთის/ტვირთის მიღების შემდგომ გადამტანი ამოწმებს ჩანთის/ტვირთის და ლუქის მთლიანობას, ლუქისა და იარლიყის  მონაცემების მკაფიოობას, ადარებს გასავლის ორდერში არსებულ მონაცემებთან და ორდერზე ხელმოწერით ადასტურებს დალუქული ჩანთის/ტვირთის მიღებას. 11. ჩანთების  მიღების შემდეგ გადამტანი ხელმოწერილ გასავლის ორდერს უბრუნებს გამცემი ობიექტის უფლებამოსილ პირს, დავალებაში ახორციელებს დალუქული ჩანთების აღრიცხვას, რომლის სისწორესა და ჩანთების გადაცემას  ხელმოწერით ადასტურებს ობიექტის უფლებამოსილი პირი, რომელმაც ასევე დავალებაში უნდა დააფიქსიროს ჩანთის/ტვირთის გადაცემის დრო. 12. გადამტანი უფლებამოსილი არ არის, ფასეულობის გამცემი ობიექტის უფლებამოსილი პირისგან მიიღოს დაზიანებული ჩანთები ან/და ლუქი. მუხლი 5🔗. მიღებული ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა  დანიშნულების ადგილამდე გადატანის  წესი 1. ეკიპაჟი პასუხისმგებელია ობიექტიდან ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ გადაზიდვისათვის, ასევე სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისა და ტექნიკის და შეიარაღების გამართულობისათვის. 2. ინკასაციის განხორციელებისას, სპეცტრანსპორტის კარი უნდა იყოს დაბლოკილი და ურდულით ჩაკეტილი, ხოლო ფარები და სპეციალური სიგნალები (ლურჯი და წითელი ფერის შუქურები) – ჩართული. 3. სპეცტრანსპორტით გადაადგილებისას  მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ეკიპაჟისა და ფასეულობის უსაფრთხო და ოპერატიული გადაადგილება, არ დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები  გამოუვალი და ექსტრემალური სიტუაციების გარდა და მინიმუმამდე შეამციროს გზებზე მოძრაობისა  და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხება. 4. ობიექტზე მისვლისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სპეცტრანსპორტის უსაფრთხო პარკირება ობიექტთან მინიმალური დაშორებით ისე, რომ მაქსიმალურად განახორციელოს გარშემო პერიმეტრის ვიზუალური კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს სპეცტრანსპორტის დაუყოვნებლივი ევაკუაცია. სპეცტრანსპორტის ძრავა და  ფარები და სპეციალური სიგნალები (ლურჯი და წითელი ფერის შუქურები) მოწყობილობა რჩება ჩართულ მდგომარეობაში.  მძღოლი ნებისმიერ შემთხვევაში რჩება სპეცტრანსპორტში. 5. ობიექტთან სპეცტრანსპორტით პარკირების შემდეგ ხორციელდება გარე პერიმეტრის პირველადი დათვალიერება, საფრთხისა და რაიმე საეჭვო სიტუაციის არარსებობის შემთხვევაში სპეცტრანსპორტიდან პირველი გადმოდის დამზღვევი, აფასებს მდგომარეობას სპეცტრანსპორტის ირგვლივ და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რწმუნდება ვითარების უსაფრთხოებაში და მხოლოდ ამის შემდეგ  იძლევა ნიშანს (ნებართვა) სპეცტრანსპორტიდან გადამტანის გადმოსვლისათვის და უზრუნველყოფს ობიექტამდე მის უსაფრთხო მიცილებას. ობიექტში შესვლამდე დამზღვევი ვალდებულია არ დაუშვას გადამტანთან გარეშე პირების ახლო მანძილზე მისვლა. 6. ინკასატორები ობიექტამდე და უკან სპეცტრანსპორტამდე გადაადგილდებიან ერთმანეთისაგან მცირე დისტანციის დაცვით, ჭადრაკული განლაგებით, შემდეგი სქემის მიხედვით: გადამტანი - დამზღვევი. გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღი მოყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში. 7. ოთხი წევრისგან შემდგარი ეკიპაჟის (მძღოლი, გადამტანი და ორი დამზღვევი)  შემთხვევაში, სპეტრანსპორტიდან გადმოსვლა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: წინა კარიდან გადმოდის ერთ-ერთი დამზღვევი (შემდგომში – პირველი დამზღვევი), აფასებს მდგომარეობას სპეტრანსპორტის ირგვლივ და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რწმუნდება უსაფრთხოებაში და მხოლოდ ამის შემდეგ აღებს უკანა კარს, საიდანაც გადმოდიან მეორე დამზღვევი და გადამტანი. ავტომანქანიდან გადმოსვლის შემდეგ პირველი დამზღვევი კეტავს უკანა კარს და ჭადრაკული განლაგებით, სხვებთან ერთად შემდეგი სქემის მიხედვით: მეორე დამზღვევი - გადამტანი - პირველი დამზღვევი, მიემართება ობიექტისკენ და ამავე სქემით ბრუნდება სპეცტრანსპორტთან. 8. ობიექტთან მისვლისას დამზღვევი რჩება  შესასვლელ კართან და უზრუნველყოფს სივრცის (პერიმეტრი) დაცვას, ხოლო გადამტანი შედის ობიექტში და ახორციელებს ფასეულობის გადაცემას. 9. ინკასაციის განხორციელების პროცესში დამზღვევს ეკრძალება ყურადღების გადატანა და კერძო საუბარი გარეშე პირებთან. გადამტანი მიმღებ ობიექტში ჩანთის/ტვირთის გადაცემამდე დავალების შესაბამისად ახორციელებს მიმღები ობიექტის უფლებამოსილი პირის იდენტიფიკაციას და გადასცემს ჩანთა/ტვირთს; 10. ობიექტის უფლებამოსილი პირი ამოწმებს ჩანთის/ტვირთის და დასალუქი საშუალების მთლიანობას, დავალებაში აფიქსირებს მიღების დროს, ჩანთის/ტვირთის მიღებას ადასტურებს დავალების შესაბამის გრაფაში ხელმოწერით და ხელმოწერილ დავალებას გადასცემს გადამტანს. 11. ჩანთის მიღების შემდეგ ობიექტის უფლებამოსილი პირი გამოწერს შემოსავლის ორდერს, რომელშიც მიეთითება: გამგზავნი და მიმღები ობიექტების დასახელება, ინკასატორი და მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები, თანხა, თარიღი, ჩანთის რაოდენობა, ლუქის ნომერი/ნომრები. 12. მიმღები ობიექტის უფლებამოსილი პირი შემოსავლის ორდერს ხელმოსაწერად გადასცემს გადამტანს, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს   მის  სისწორეს და უბრუნებს მიმღები ობიექტის უფლებამოსილ პირს. 13. ნაღდი ფულით დატვირთული ჩანთის მიღების ოპერაციის დასრულების შემდეგ, მიმღები ობიექტის უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს გამომგზავნისათვის ოპერაციის დასრულების თაობაზე ინფორმაციის გადაცემას. 14. გადამტანის მიერ შემოტანილი შეფუთვა დაზიანებული ჩანთის/ტვირთის ან დაზიანებული ლუქების შემთხვევაში, მოლარის მიერ ჩანთის/ტვირთის გახსნა და ფორმირებული ნაღდი ფულის/ფასეულობის მიღება უნდა მოხდეს გადამტანი ინკასატორის თანდასწრებით, სამეთვალყურეო კამერების ქვეშ, კონებით, ნეკნებით ან პაკეტებით, ხოლო კონების, ნეკნებისა და პაკეტების დაზიანების  შემთხვევაში –  ფურცლობით  და ცალობით. 15. გადათვლის შედეგებზე დგება აქტი სამ ეგზემპლარად, რაც დასტურდება გადათვლის პროცესში მონაწილე ყველა პირის ხელმოწერით. 16. აქტში დეტალურად უნდა აღინიშნოს დაზიანების სახე და გადათვლის შედეგები. აქტის ერთი ეგზემპლარი რჩება მიმღებთან, მეორე გადაეცემა ბანკ-გამომგზავნს, ხოლო მესამე  - გადამტანს. 17. გადათვლისას რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს როგორც ობიექტს, ასევე სამმართველოს. 18. ობიექტიდან გამოსვლისას გადამტანი რადიოსადგურის მეშვეობით უკავშირდება მძღოლს და დამზღვევს, აზუსტებს ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე და სპეცტრანსპორტთან არსებულ ოპერატიულ ვითარებას და უსაფრთხო სიტუაციაში გამოდის გარეთ. 19. სპეცტრანსპორტისკენ მოძრაობა ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით. სპეცტრანსპორტთან მისვლისას დამზღვევი აღებს უკანა კარს, ხოლო  გადამტანი ადის სპეცტრანსპორტში. დამზღვევი კეტავს უკანა კარს, ადის წინა კარიდან და კარების ურდულით დაბლოკვის შემდეგ იწყება სპეცტრანსპორტით გადაადგილება. 20. ფეხით გადაადგილებისას ან ობიექტზე ყოფნისას რაიმე საფრთხის დაფიქსირების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბაზას და განხორციელდეს ევაკუაცია. 21. ფეხით გადაადგილებისას ან ობიექტზე ყოფნისას თავდასხმის შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ შეძლებისდაგვარად ოპერატიულად უნდა ეცნობოს ბაზას და განხორციელდეს ევაკუაცია უსაფრთხო მიმართულებით (სპეცტრანსპორტი, სალაროს ოთახი, სხვა დაცული ადგილი).  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და თავდასხმის მოგერიება განიხილება, როგორც ქმედების უკიდურესი ზომა და ამ შემთხვევაში ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან, მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოება. თავდასხმის მოგერიებისას ეკიპაჟის წევრთა ძირითად მიზანს ასევე წარმოადგენს უსაფრთხო ევაკუაცია. 22. სპეცტრანსპორტით გადაადგილებისას თავდასხმის დროს, აღნიშნულის შესახებ  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბაზას და მძღოლმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს სპეცტრანსპორტის შემდგომი გადაადგილება, შემთხვევის ადგილიდან ევაკუაციის განხორციელებისათვის. 23. სპეცტრანსპორტით გადაადგილებისას თავდასხმის დროს, თუ სპეცტრანსპორტი გამოვიდა მწყობრიდან ან დაბლოკილია და შეუძლებელია მისი შემდგომი გადაადგილება, ეკიპაჟის წევრებმა უნდა უზრუნველყონ თავდამსხმელთა მოგერიება ავტომანქანიდან გადმოუსვლელად საცეცხლე ნიშებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცეცხლის გახსნით. 24. ავტოსაგზაო შემთხვევისას აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ბაზას, ხოლო ეკიპაჟის წევრები არ გადმოდიან სპეცტრანსპორტიდან დამხმარე ძალის მოსვლამდე. ავტოსაგზაო შემთხვევა განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე. 25. მარშრუტზე მოძრაობისას ნაღდი ფულით ან სხვა ფასეულობით დატვირთული სპეცტრანსპორტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში რჩება დაკეტილ მდგომარეობაში, ხოლო ეკიპაჟის წევრები არ გადმოდიან ავტომანქანიდან, აღნიშნულის შესახებ ატყობინებენ ბაზას და ელოდებიან დამხმარე ჯგუფის მოსვლას. მუხლი 6🔗. ინკასაციის დაცვა-გაცილება 1. ინკასაციის დაცვა-გაცილების ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შედგება არანაკლებ სამი ინკასატორისაგან (მძღოლი  და ორი დამზღვევი). 2. ინკასაციის დაცვა-გაცილება სრულდება სპეციალური ნიშნებით,  ფარებით და სპეციალური სიგნალებით (ლურჯი და წითელი ფერის შუქურები), რადიოკავშირით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო  საშუალებით (შემდგომში - ავტომანქანა). 3. გამონაკლის შემთხვევებში, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, ინკასაცია შესაძლებელია განხორციელდეს დამკვეთის ავტომანქანით. 4. ავტომანქანით გადაადგილებისას მძღოლი ვალდებულია: ა)  უზრუნველყოს სპეცტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება; ბ) არ დაუშვას უცხო ავტოტრანსპორტის ჩაყენება სპეცტრანსპორტსა და ავტომანქანას შორის; გ) დაიცვას სპეცტრანსპორტთან უსაფრთხო მანძილი; დ) არ დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები, გარდა გამოუვალი და ექსტრემალური სიტუაციებისა და მინიმუმამდე შეამციროს გზებზე მოძრაობისა  და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხება. 5. სპეცტრანსპორტიდან გადამტანის გადმოსვლა ხორციელდება შემდეგი თანამიმდევრობით: ავტომანქანიდან გადმოდიან დამზღვევები (პირველი და მეორე დამზღვევები), აფასებენ ვითარებას სპეცტრანსპორტის ირგვლივ და ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რწმუნდებიან ვითარების უსაფრთხოებაში და მხოლოდ ამის შემდეგ სპეცტრანსპორტში მჯდომი დამზღვევი (მესამე დამზღვევი) აღებს  უკანა კარს, საიდანაც გადმოდის გადამტანი. 6. დამზღვევები უზრუნველყოფენ გადამტანის უსაფრთხო გადაადგილებას სპეცტრანსპორტიდან ობიექტამდე და ობიექტიდან სპეცტრანსპორტამდე. 7. სპეცტრანსპორტიდან გადამტანის გადმოსვლის შემდეგ, პირველი დამზღვევი კეტავს უკანა კარს და სხვებთან ერთად ჭადრაკული განლაგებით, შემდეგი სქემის მიხედვით: მეორე დამზღვევი - გადამტანი - მესამე დამზღვევი, მიემართება ობიექტისკენ და ამავე სქემით ბრუნდება სპეცტრანსპორტთან. გადაადგილებისას ცეცხლსასროლი იარაღი მოყვანილია საბრძოლო მდგომარეობაში. 8. ობიექტთან მისვლისას შესასვლელ კართან რჩებიან პირველი და მეორე დამზღვევები და უზრუნველყოფენ პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვას, ხოლო მესამე დამზღვევი და გადამტანი შედიან ობიექტში და ახორციელებენ ფასეულობის გადაცემას. 9. სპეცტრანსპორტისკენ მოძრაობა ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით. სპეცტრანსპორტთან მისვლისას პირველი დამზღვევი აღებს უკანა კარს, მეორე დამზღვევი კი აკონტროლებს პერიმეტრს. სპეცტრანსპორტში ადიან გადამტანი და მესამე დამზღვევი, ხოლო პირველი დამზღვევი კეტავს სპეცტრანსპორტის უკანა კარს და ბრუნდება ავტომანქანაში. 10. ობიექტზე ყოფნისას, ფეხით ან ავტომანქანით გადაადგილებისას რაიმე საფრთხის დაფიქსირების ან თავდასხმის შემთხვევაში, ასევე ავტოსაგზაო შემთხვევისას, ჯგუფი ვალდებულია იმოქმედოს ამ წესის მე-5 მუხლის მე-20, 21–ე, 22–ე, 23–ე და 24-ე პუნქტების მიხედვით. 11. ჯგუფის წევრები ვალდებული არიან დაიცვან ამ წესის მე-2  მუხლის მე-4, მე–5, მე–6, მე–7, მე–8, მე–9 და 10-ე პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. თავი III არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილების განხორციელებისა  და უსაფრთხოების  დაცვის  წესი მუხლი 7🔗. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილების განხორციელების წესი 1. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილებას უზრუნველყოფს ჯგუფი (შემდგომში – ეკიპაჟი), რომელიც უნდა შედგებოდეს მინიმუმ ორი წევრისაგან: მძღოლისა და გამცილებლისაგან. დასაცავი ობიექტის მოცულობიდან და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე შესაძლებელია გაიზარდოს როგორც ჯგუფის წევრების, ასევე ეკიპაჟის რაოდენობა. 2. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი)  და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა დაცვა–გაცილების ოპერაციები ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც, მითითებული უნდა იყოს დაცვა–გაცილების განხორციელების მარშრუტი, ტარიფი, მოქმედების ვადა და სხვა პირობები. 3. არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების და ფიზიკურ პირთა დაცვა-გაცილება ხორციელდება  სპეციალური აღჭურვილობისა (ხმამაღლა მოლაპარაკე, სანათი და ხმოვანი ხელსაწყოები) და შეფერილობის მქონე, რადიოკავშირით აღჭურვილი ავტომანქანით (შემდგომში – სპეცავტომანქანა). 4. არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დამკვეთი წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემულ რეკომენდაციას (ნებართვა) შესაბამის მარშრუტზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებით. 5.  საშიში ტვირთების დაცვა-გაცილების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  დამკვეთი წარმოადგენს საპატრულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვას შესაბამის მარშრუტზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ასევე  დაცვა-გაცილების შესახებ წერილობით მიმართავს სამმართველოს   გრიფით ,,საიდუმლო“. 6. დაცვა-გაცილების დაწყებამდე ეკიპაჟის წევრებს უტარდებათ შესაბამისი ინსტრუქტაჟი. ერთ-ერთი წევრი ინიშნება ეკიპაჟის ხელმძღვანელად, რომელიც  უზრუნველყოფს ეკიპაჟის მუშაობის ორგანიზებულად წარმართვას დაცვა-გაცილების განხორციელების პერიოდში. 7. დაცვა-გაცილების დაწყებიდან დამთავრებამდე, მთელი ღონისძიების განმავლობაში ეკიპაჟის წევრები უკავშირდებიან უშუალო უფროსსა და სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს და გადასცემენ ინფორმაციას ოპერაციის თანამიმდევრობის, ეკიპაჟის ადგილსამყოფელის და გადაადგილების შესახებ. 8. არაგაბარიტული, ზენორმატიული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილების დაწყებამდე გამცილებლები აზუსტებენ საპატრულო პოლიციის მიერ გაცემულ ნებართვას (გასაცილებელი ავტომანქანის გაბარიტები, რაოდენობა, მარშრუტი, მოქმედების ვადები, ტექნიკური პირობები) და ამოწმებენ სხვადასხვა სპეციალური დოკუმენტაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. 9. სპეცავტომანქანით არაგაბარიტული ტვირთების გაცილება უნდა განხორციელდეს, თუ: – ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმაღლე ტვირთით ან ტვირთის გარეშე აღემატება 4,0 მეტრს, ხოლო ავტომზიდისა და კონტეინერის გადაზიდვის შემთხვევაში – 4,30 მეტრს; –   ავტოსატრანსპორტო საშუალების სიგანე აღემატება 3,0 მეტრს; –  ავტომატარებლის სიგრძე აღემატება 24 მეტრს; – ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობის დროს იძულებულია, ნაწილობრივ მაინც დაიკავოს შემხვედრი მოძრაობის ზოლი; – მოძრაობის პროცესში საგზაო მოძრაობის რეგულირებისათვის წარმოიქმნება დამატებითი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა გადაადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სხვა შემთხვევებში საკითხი გაცილების აუცილებლობის შესახებ წყდება საპატრულო პოლიციის მიერ, საგზაო პირობების ინტენსივობისა და მოძრაობის შემადგენლობის გათვალისწინებით. 10. არაგაბარიტული, საშიში ნივთიერებებით და ზენორმატიულად დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დასაშვებ სიჩქარეს ადგენს საპატრულო პოლიციის  დეპარტამენტის თანხმობის (რეკომენდაცია) გაცემის დროს, რომელიც დამოკიდებულია გაბარიტებზე, წონაზე, გადასაზიდი ტვირთის განსაკუთრებულობასა და საგზაო პირობებზე. მაქსიმალური დადგენილი სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50 კმ/სთ-ს. 11. დაცვა-გაცილების განხორციელებისას ავარიული სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით სპეცავტომანქანამ დროულად უნდა უზრუნველყოს მოძრაობის გადაკეტვა ქუჩებისა და გზების გადაკვეთებზე, ასევე აუცილებლობის შემთხვევაში გვირაბში მოძრაობის დაწყების წინ. 12. დაცვა-გაცილების დროს სპეცავტომანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს მოციმციმე შუქურა, რაც მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს ინფორმაციის დამატებით საშუალებას და არ ანიჭებს უპირატესობას გავლისას. დღისით დაცვა-გაცილების განხორციელებისას სპეცავტომანქანას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო მაშუქი ფარები. 13. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო გადაადგილებისათვის, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მდორე და შეუჩერებელი მოძრაობა სავალი ნაწილის ღერძულა ხაზზე (ამ საგზაო-საექსპლუატაციო ორგანიზაციის მითითების წინასწარ დატანილი სპეციალური ხაზის გასწვრივ) არა უმეტეს 10 კმ/სთ სიჩქარით. 14. ხელოვნურ ნაგებობაზე ზენორმატიული დატვირთვით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლის მომენტში უნდა აიკრძალოს მასზე  სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობა. 15. იძულებითი გაჩერების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი ზომების მიღება ხელოვნური ნაგებობიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაყვანად. 16. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების დაცვა-გაცილების პერიოდში, ხელოვნურად წარმოქმნილი საცობის შემთხვევაში ეკიპაჟი ვალდებულია არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს გზებზე სპეციალურად გამოყოფილ ჯიბეებში საცობის აღმოფხვრის მიზნით. 17. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების დაცვა–გაცილების შემთხვევაში სპეცავტომანქანა უნდა მოძრაობდეს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების წინ. ამასთან, სპეცავტომანქანა მარცხენა მხარეს უნდა მოძრაობდეს ისე, რომ მისი გაბარიტი სიგანეში გამოშვერილი იყოს გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაბარიტთან შედარებით. 18. არაგაბარიტული, ზენორმატიული და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ნარკოტიკული საშუალებების დაცვა-გაცილების შემთხვევაში ეკიპაჟი უზრუნველყოფს აღნიშნული ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას და თავდასხმისგან  დაცვას. 19. დაცვა-გაცილებისას, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, სპეცავტომანქანა დგება გასაცილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ან კოლონის წინ ან/და უკან, ეკიპაჟი არ ტოვებს დასაცავ ობიექტს და უზრუნველყოფს მის უსაფრთხო გადაადგილებას. 20. დაცვა-გაცილების დამთავრების შემდეგ ეკიპაჟი ადგენს შესაბამის დოკუმენტაციას და ატყობინებს უშუალო ხელმძღვანელს. მუხლი 8🔗. უსაფრთხოების წესების დაცვა არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი), ზენორმატიული (მძიმეწონიანი) და საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფიზიკურ პირთა  დაცვა–გაცილებისას 1. საშიში ტვირთების, სამუზეუმო ექსპონატების, ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე ფიზიკური პირების დაცვა-გაცილებაში მონაწილე პირები საიდუმლოდ ინახავენ დაცვა-გაცილების თარიღს, დროს, ობიექტის ადგილმდებარეობასა და მარშრუტს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტვირთებისა და პირების დაცვა-გაცილების განხორციელების პერიოდში ეკიპაჟი ვალდებულია იმყოფებოდეს ინსტრუქციით გათვალისწინებული სრული საბრძოლო აღჭურვილობით – სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღით, რადიო და სატელეფონო კავშირით. სპეცავტომანქანა უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში. 3. სპეცავტომანქანით მოძრაობისას მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს ეკიპაჟის უსაფრთხო გადაადგილება, არ დაარღვიოს საგზაო მოძრაობის წესები, გარდა გამოუვალი და ექსტრემალური სიტუაციებისა. 4. არაგაბარიტული და ზენორმატიული ტვირთების დაცვა-გაცილებისას არაგაბარიტული ავტომანქანის გაჩერების შემთხვევაში ეკიპაჟმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი ადგილი, რათა არ შეფერხდეს მოძრაობა. 5. საშიში ტვირთის, ნარკოტიკული საშუალებებისა და სამუზეუმო ექსპონატების დაცვა-გაცილების შემთხვევაში ეკიპაჟი არ ტოვებს დასაცავ ობიექტს, სანამ გასაცილებელი ტვირთი არ განთავსდება დაცულ ტერიტორიაზე. აღნიშნული ტვირთის დაცულ ობიექტზე შეტანისას ეკიპაჟის წევრები ქმნიან პერიმეტრს დასაცავი ავტომანქანის გარშემო და უზრუნველყოფენ მის უსაფრთხოებას. 6. დაცვა-გაცილების დროს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ეკიპაჟი იგერიებს თავდასხმას,  რეგიონის მიხედვით და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მიმართავს პოლიციის შესაბამის დანაყოფს და სამმართველოს სამორიგეო დანაყოფებს, ცდილობს დასაცავი ობიექტის გაყვანას თავდასხმის ადგილიდან, ხოლო უკიდურესი ღონისძიების სახით  უფლებამოსილია გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 7. ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში, ეკიპაჟი დაუყოვნებლივ მიმართავს სამინისტროს სსიპ - ,,112“-ს და სამმართველოს სამორიგეო დანაყოფს, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს პერიმეტრის დაცვას, მესამე პირებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების  პერიმეტრიდან უსაფრთხო მანძილზე გარიდებას. 8.  კატეგორიულად იკრძალება: ა)   დაცვა-გაცილების დროს უცხო პირებთან კონტაქტი; ბ) ტელეფონით სარგებლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია   სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის); გ) ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც დაკავშირებული არ არის სამსახურებრივ მოვალეობასთან; დ)   დაცვა–გაცილებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა; ე) რიცხული იარაღის, სპეციალური აღჭურვილობის, ავტოტრანსპორტისა და დოკუმენტაციის სხვა პირისათვის გადაცემა; ვ) სამსახურებრივი ავტომანქანის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება. 9. დაცვა-გაცილების დროს ეკიპაჟის წევრებს ეკრძალებათ  რაიმე ინციდენტში ჩართვა, რომელიც უშუალოდ არ ეხება შესასრულებელ სამუშაოს (ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სხვა), გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნულის შესახებ დაცვის თანამშრომლებმა უნდა აცნობონ პოლიციის შესაბამის და სამმართველოს სამორიგეო დანაყოფებს. 10. ეკიპაჟის წევრი ვალდებულია: ა) სამორიგეო დანაყოფის იარაღის საცავში სამსახურებრივი პროცედურის დაცვით ჩაბარების გარდა, არ მიატოვოს უყურადღებოდ თავისზე მიმაგრებული ცეცხლსასროლი იარაღი და არ გადასცეს სხვა პირს; ბ) რადიოსადგურით სარგებლობისას მკაცრად დაიცვას სასაუბრო ეთიკა; გ) უზრუნველყოს ინფორმაციის   ლაკონურად, მკაფიოდ და გარკვევით გადაცემა; დ) რადიოეთერი გამოიყენოს მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულების ინფორმაციის გადასაცემად; ე) არ შეაფერხოს სხვა ეკიპაჟების რადიოკავშირი საკუთარი ინფორმაციის გადაცემით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას; ვ) ნებისმიერი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია გადასცეს  უშუალო უფროსს და სამორიგეო დანაყოფს;  ზ) სამორიგეო დანაყოფის ან უშუალო უფროსის რადიოეთერში გასვლისას შეწყვიტოს რადიოგადაცემა და მოისმინოს გადმოცემული ინფორმაცია; თ) დაცვა-გაცილების პერიოდში სპეცავტომანქანით გადაადგილებისას იმყოფებოდეს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სრული საბრძოლო აღჭურვილობით; ი) მკაცრად დაიცვას დაცვა-გაცილების თარიღი, დრო, ობიექტის ადგილმდებარეობა, ოპერაციის თანამიმდევრობა, მარშრუტი და საპატრულო პოლიციის მიერ გაცემული წერილობითი რეკომენდაციით გათვალისწინებული ტექნიკური პირობები.