საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1005
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პოლიციის შესახებ 04.10.2013
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა"
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№1005
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული რედაქციით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა“ .
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
1.
ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი;
ბ) სასიგნალო პისტოლეტი;
გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი;
დ) ტყვიამფრქვევი;
ე) ხელის ტყვიამფრქვევი;
ვ) შაშხანა;
ზ) სასიგნალო შაშხანა;
თ) სნაიპერის შაშხანა;
ი) ყუმბარმტყორცნი;
კ) ლულქვედა ყუმბარმტყორცნი;
ლ) საზენიტო ტყვიამფრქვევი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);
მ) საზენიტო დანადგარი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე);
ნ) ქვემეხი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე).
2.
საბრძოლო მასალა:
ამ ნუსხის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა.
3.
ტექნიკის ნუსხა:
ა) საავტომობილო ტექნიკა;
ბ) საინჟინრო შეიარაღების საშუალებები;
გ) კავშირგაბმულობის ტექნიკა და ავტომატური მართვის სისტემები;
დ) საფრენი აპარატები;
ე) მცურავი საშუალებები;
ვ) ტოპოგრაფიული ტექნიკა;
ზ) მეტროლოგიის ტექნიკური საშუალებები;
თ) უზრუნველყოფის ტექნიკა.