წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

 

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  „საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის“ მე–3 თავის „ინფორმაციის  თავისუფლება“ შესაბამისად, საკრებულოს  თავმჯდომარის  ინდივიდუალურ–სამართლებრივი  აქტით  განისაზღვრულია  საჯარო  ინფორმაციის  გაცემაზე  პასუხისმგებელი  პირი, რომელიც  უზრუნველყოფს  საჯარო  ინფორმაციის  ხელმისაწვდომობას.

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში  შექმნილია  საჯარო  მონაცემთა  ბაზა,  სადაც  ხდება  მონაცემების  შეგროვება  და  შენახვა. საანგარიშო  პერიოდში შემოსულია 1955 დოკუმენტი, მათ  შორის  სამინისტროებიდან–104,  სამხარეო  ადმინისტრაციიდან–16, სხვადასხვა  დაწესებულებებიდან  და  ორგანიზაციიდან–1128,  მოქალაქეთა  განცხადებები  და  საჩივრები 707 (აქედან სოციალურ  საკითხებზე 85). დოკუმენტებზე  რეაგირება  ხორციელდება  კანონით  დადგენილი  წესით  და  დადგენილ  ვადაში.

  საანგარიშო  პერიოდში  ჩატარდა  საკრებულოს 14  სხდომა, ყველა  სხდომა  იყო  ღია.       

  საჯარო  ინფორმაციის  გაცემის  მოთხოვნით 2013 წელს  სულ  შემოვიდა 35 განცხადება. ყველა ინფორმაცია გაიცა  „საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსით“  დადგენილ  ვადაში.  ინფორმაციის  გაცემაზე  უარის  თქმის  თაობაზე  გადაწყვეტილება  არ  ყოფილა  მიღებული.

     საკრებულოში  შეგროვებული, დამუშავებული  და შენახულია 34 პირის  პირადი  საქმე.  პერსონალური  მონაცემების  თაობაზე  ინფორმაციის  გაცემის მოთხოვნა  მიმდინარე წელს არ  შემოსულა.

     საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არ ყოფილა პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა.

   საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.