წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის
ა ნ გ ა რ ი შ ი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე–3 თავის „ინფორმაციის თავისუფლება“ შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტით განისაზღვრულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილია საჯარო მონაცემთა ბაზა, სადაც ხდება მონაცემების შეგროვება და შენახვა. საანგარიშო პერიოდში შემოსულია 1955 დოკუმენტი, მათ შორის სამინისტროებიდან–104, სამხარეო ადმინისტრაციიდან–16, სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციიდან–1128, მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები 707 (აქედან სოციალურ საკითხებზე 85). დოკუმენტებზე რეაგირება ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 14 სხდომა, ყველა სხდომა იყო ღია.
საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2013 წელს სულ შემოვიდა 35 განცხადება. ყველა ინფორმაცია გაიცა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილ ვადაში. ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
საკრებულოში შეგროვებული, დამუშავებული და შენახულია 34 პირის პირადი საქმე. პერსონალური მონაცემების თაობაზე ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა მიმდინარე წელს არ შემოსულა.
საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად არ ყოფილა პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა.
საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“?
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2013. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საჯარო დაწესებულების ანგარიში „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2013 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2148140/