წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის

ანგარიში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით

    საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“–ს 49–ე მუხლის (საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით  „ანგარიშის წარდგენა“ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის) შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასთან  (საჯარო ინფორმაციის გაცემა და სხვა.) დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე მოგახსენებთ, რომ  2013 წელს  მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარეობდა გარკვეული საქმიანობა „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“–ს მოთხოვნათა განხორციელებისათვის. ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის–მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი ( პასუხისმგებელი პირი საჯარო ინფორმაციის ხელმისა–წვდომობის უზრუნველყოფაზე) აწარმოებდა საჯარო მონაცემთა ბაზის დამუშავებას, არსებული (შექმნილი) ინფორმაციის დაცვას და უზრუნველყოფდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 2013 წლის იანვარ–დეკემბერში გამგეობაში შემოსულია 4964 (ოთხიათას ცხრაას სამოცდაოთხი) დოკუმენტი მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, მთავრობის დადგენილებები და განკარგულებები –15, სხვა კორესპოდენცია; საქართვე–ლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, სამინისტროებიდან, სამხარეო სტრუქტუ–რებიდან, ორგანიზაციებიდან 1867, მოქალაქეთა განცხადებები–საჩივრები – 3082 (მათ შორის ზემდგომიდან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამხარეო ადმინისტრაცია 40) აქედან დასაქმებაზე –145,   ძირითადად სოციალურ საკითხებზე 80%–ი.  განხილულ იქნა განცხადებები ბინების პრივატიზაციის, სამოქალაქო დავების და სხვადასხვა  საკითხებზე, იმ საკითხებზე რომელიც სცილდებოდა გამგეობის კომპეტენციას განცხადებები გადაე–გზავნა შესაბამის ორგანოებს.

 დოკუმენტებზე რეაგირება განხორციელდა დადგენილი წესის – ვადების დაცვით. ამასთან საჯარო ინფორმაციის მიღებაზე შემოსულ განცხადებებზე უარის თქმის, ჩატარებული სხდომების (გამგეობის თათბირები, კომისიების სხდომები) დახურვის შესახებ გადაწყვეტილება  არ ყოფილა მიღებული. ამავე პერიოდში გაგზავნილია (გაცემულია გასულია) 1455 (ათასოთხასორმოცდათხუთხმეტი) გამგეობაში დაცული ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შექმნილი დოკუმენტაცია. 

  პერსონალური მონაცემების თაობაზე  განცხადება არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსულია 31 (ოცდათერთმეტი) განცხადება მათ შორის ფიზიკური პირისგან 4  (ოთხი)  ხოლო იურიდიული პირისგან ( არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამეწარმეო  არკომერციული იურიდიული პირები) – 27 (ოცდაშვიდი), განცხადებეზე პასუხი დაგზავნილია „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“–თ განსაზღვრული ვადების დაცვით.                                                                                                                                                                                                                                                                        

  გამგეობაში მოქალაქეთა მოსახურეობის ბიუროს (მმბ) მეშვეობით ხორციელდებოდა   მოსახლეობაზე ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამსახურების შესახებ, მათი განცხადებების, საჩივრების მიღება, განცხადებებზე მიღებული პასუხების მოქალაქეებზე გაცნობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის თაობაზე დაინტერესებულ პირთა ინფორმირება, მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალის მიწოდება, უძრავი ქონების საკუთრების ლეგალიზებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის შეგროვებაში დახმარების გაწევა და ინფორმაციის მიწოდება, იურიდიული კონსულტაციების გაწევა მოქალაქეთათვის ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში.  ძირითადი ნაწილი მოქალაქეებისა მოითხოვს სოციალური დახმარებებისა და ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი სოციალური პროგრამების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. აქვე ხორციელდება სოციალურ დახმარებებზე საჭირო დოკუმენტაციის შედგენა, მოქალაქეთათვის ვიზიტების  მოწესრიგება ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან.                                                                                                                                                

 ყოველთვიურად მმბ–დან ინფორმაციას იღებს /გარდა თანამდებობის პირებთან ვიზიტებისა/ 100–120 მოქალაქე, მათშორის: სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით 50%, უძრავი ობიექტის ლეგალიზებასთან დაკავშირებით 20, იურიდიულ კონსულტაციას ღებულობს 10%, სხვა ორგანოში ეძლევა მიმართულება დაახლოებით –7%–ს, მშენებლობის ნებართვების თაობაზე 3%–ს, სხვა დანარჩენი10.

    სანგარიშო წლის განმავლობაში (10 დეკემბრისათვის) რეგისტრირებულია 807 (რვაასშვიდი) ინდივიდუალურ – სამართლებრივი აქტი – მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება, ბრძანებების გაცნობა, გამოცხადება ხორციელდება კანონით განსაზღვრული წესით. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქაართველოს ორგანული კანონის 44–ე მუხლის შესაბამისად,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსა–ზღვრული წესით ძალადაკარგულად გამოცხადდა 1 ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი – გამგებლის ბრძანება (ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევის შესახებ N2–050 07.03.13წ.), გასაჩივრდა სასამართლოში 1 ბრძანება (სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ N2–607 06.08.13წ. სასარჩელე მოთხოვნა ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა).

  საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“–ს მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ქონია, შესაბამისად არ ყოფილა პასუხისმგებელი პირებისათვის დისიპლინარული სახდელის დადების შემთხვევა.

  საჯარო დაწესებულების მიერ (გამგეობა) ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ მომხდარა.