თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 20.12.2013
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.154.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი წიკლაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2013 წლის 20 დეკემბერი
დ. თიანეთი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგივი წიკლაური
დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამგზავრო გადაყვანის ხელშეწყობის სოციალური პროგრამა
მუხლი 1🔗.
პრობლემის განსაზღვრა
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე მაღალია, განსაკუთრებით მძიმეა მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის მდგომარეობა, მათი ძირითადი ნაწილი თვითდასაქმებულია და შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-რეალიზაციით მიღებული შემოსავალი. თუმცა კერძო სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის მაღალი ღირებულებისა და არარეგულარული მომსახურების გამო ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისა და საჭირო პროდუქტების შეძენის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დ. თიანეთში არსებულ სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებების მომსახურების მიღების მიზნით იქონიონ რეგულარული კავშირი მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ ცენტრთან.
2.
მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილთან არ არსებობს სამგზავრო მიმოსვლა.
მუხლი 2🔗.
პროგრამის მიზანი
მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობის ადმინისტრაციულ ცენტრთან მიმოსვლისა და ურთიერთდაკავშირების ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗.
პროგრამის არსი
1.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეღავათიანი ტარიფებით მგზავრობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად თიანეთის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ადმინისტრაციული ცენტრიდან დაშორებული დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის დაბა თიანეთისაკენ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების შესყიდვას.
2.
მიმწოდებელმა მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებით კვირაში ორჯერ მის მიერვე მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრული განრიგით და გრაფიკით უნდა უზრუნველყოს მგზავრთა დროული და უსაფრთხო გადაყვანა თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი მიმართულებებით:
ა)
სოფ.ვერხველი - სოფ.ჯიჯეთი - დ.თიანეთი;
ბ)
სოფ.ჭიაურა- სოფ.ჩაბანო- დ.თიანეთი;
გ)
სოფ. სხლოვანი - სოფ.დულუზაურები - დ.თიანეთი;
დ)
სოფ.ზემო არტანი- სოფ.ლიშო- დ.თიანეთი;
ე)
დ.თიანეთის შიდა მარშრუტი-სოფ ჟებოტა;
ვ)
სოფ.ქვემო ნაქალაქარი - სოფ.მაგრანეთი- დ.თიანეთი;
ზ)
სოფ. ღულელები - დ.თიანეთი;
თ)
სოფ. ბოჭორმა- დ.თიანეთი;
ი)
დ.სიონი - დ.თიანეთი;
კ)
სოფ. ჩეკურაანთგორი -სოფ.ევჟენტი -სოფ. ბოკონი - სოფ.ალოტი- დ.თიანეთი.
3.
მგზავრთა მიერ განხორციელდება მგზავრობის ღირებულების თანაგადახდა, რაც ცალკეული მიმართულების მიხედვით უნდა შეადგენდეს არაუმეტეს:
ა)
სოფ.ვერხველი - სოფ.ჯიჯეთი - დ.თიანეთი - 0,30 ლარისა;
ბ)
სოფ.ჭიაურა- სოფ.ჩაბანო- დ.თიანეთი- 0,50 ლარისა;
გ)
სოფ. სხლოვანი - სოფ.დულუზაურები - დ.თიანეთი - 0,50 ლარისა;
დ)
სოფ.ზემო არტანი- სოფ.ლიშო- დ.თიანეთი - 0,50 ლარისა;
ე)
დ.თიანეთის შიდა მარშრუტი-სოფ ჟებოტა -0,20 ლარისა;
ვ)
სოფ.ქვემო ნაქალაქარი - სოფ.მაგრანეთი- დ.თიანეთი- 0,70 ლარისა;
ზ)
სოფ. ღულელები - დ.თიანეთი -0,70 ლარისა;
თ)
სოფ. ბოჭორმა- დ.თიანეთი-1,0 ლარისა;
ი)
დ.სიონი - დ.თიანეთი-0,70 ლარისა;
კ)
სოფ. ჩეკურაანთგორი -სოფ.ევჟენტი -სოფ. ბოკონი - სოფ.ალოტი- დ.თიანეთი -0,30 ლარისა.
მუხლი 4🔗.
პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამა მოქმედებს 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 5🔗.
პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა
პროგრამის დაფინანსება ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან და მისი მოცულობა განისაზღვრება 98000 ლარით.
მუხლი 6🔗.
პროგრამის განხორციელების შედეგი
პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ცენტრიდან დიდი მანძილით დაშორებული სოფლების მოსახლეობას დ. თიანეთთან, როგორც ადგილობრივ ეკონომიკურ-სოციალურ ცენტრთან, რეგულარულად დასაკავშირებლად ისარგებლონ მგზავრობის დაბალი ტარიფებით.