საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების სამხედრო მოსამსახურეები, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;“.
2. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ საპატიმრო სასჯელი მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.“.
3. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ქუთაისი, 13 დეკემბერი 2013 წ. N1788-Iს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1788-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 010190020.04.001.016099.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, №1788-Iს, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2149627/