⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2015)
გაუქმებულია:

თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო თიღვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016052
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,005 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2013 მიღება
01.01.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჭავჭავაძე თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ  თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2013 წლის 23 დეკემბერი ქ. გორი თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა (შემდგომში პროგრამა) თანდართული დანართების შესაბამისად. მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის მიზანია თიღვის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მიზნობრივი ჯგუფებისათვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები, ომის მონაწილეები, მარჩენალდაკარგულები და აშ.) სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსება, ანგარიშსწორება და კონტროლი 1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა, წარმოადგენს სოციალურ დახმარებას ფულადი ფორმით. დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თიღვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტი, პროგრამით გათვალისწინებულ ბენეფიციარებზე ბენეფიტის გაცემა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. 2. ამ დადგენილების მე-2 და მე-10 დანართებით დამტკიცებული „კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამის“ და ,, კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს სოციალურ დახმარებას მატერიალური ფორმით, პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს სათბობი შეშის და საჩუქრების შესყიდვას, დასახლებებამდე ტრანსპორტირებას და ოჯახებზე/ბავშვებზე განაწილებას. 3. პროგრამის შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მუნიციპალიტეტის გამგეობა პროგრამის შესრულების შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს. მუხლი 4🔗. ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი როდესაც ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ბენეფიციარი ობიექტური მიზეზების გამო პირადად ვერ ახერხებს განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული/მოთხოვნილი (ბანკში ანგარიშის გახსნა და ა.შ) დოკუმენტაციის წარმოდგენა, შესაძლებელია მის ნაცვლად მუნიციპალიტეტთან ურთიერთობა აწარმოოს ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს), ასეთ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია სოციალური დახმარება ჩარიცხოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირად საბანკო ანგარიშზე. პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებაზე ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განაცხადს და პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დამატებით უნდა ახლდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი. მუხლი 5🔗. პროგრამის ადმინისტრირება 1. პროგრამის ადმინისტრირებას უზრუნველყობს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. 2. ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). 3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს სოციალური დახმარების კომისიას (შემდგომში – კომისია), ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. მუხლი 6🔗. კომისიის მიერ განცხადებების განხილვა 1. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი. 2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება მის სხდომებს. 3. კომისიის მდივანი პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე და კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება კომისიის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში კომისიის მდივანი უფლებამოსილია კომისიის სხდომის მდივნობა დააკისროს კომისიის რომელიმე წევრს. 4. კომისია მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ. 5. კომისიის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 6. სამსახური უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას თიღვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე. მუხლი 7🔗. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. 2. კომისიის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. მუხლი 8🔗. კომისიის ოქმები და დასკვნები 1. კომისიის ყველა სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. 4. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი. 5. კომისიის სხდომაზე მიღებული იქნება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას. 6. კომისიის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომისიის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მუხლი 10🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,თიღვის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის  №16 დადგენილება. მუხლი 11🔗 ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე დანართი №1 გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 01) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – ვეტერანთა და დევნილთა გარდაცვალებისას დაკრძალვის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან: ა) ამ დანართის პირველი მუხლით გათვალისწინებული გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრი; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის არარსებობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში პირი (ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი), რომელიც უზრუნველყოფს დაკრძალვის ორგანიზებას (მოცემულ პირზე ბენეფიტის გაცემის შესახებ კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს/გამგეობის რწმუნებულის წერილობითი დასკვნის საფუძველზე). მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა დაკრძლვისათვის დახმარების მოცულობა შეადგენს 500 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი. ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 30.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №2 კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 02) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზამთრის სეზონისათვის სათბობი შეშით ( თითოეულ ოჯახზე 2 კბ.მ) უზრუნველყოფილ იქნეს თიღვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რომელიც ჩასახლებულია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მოხისის, ახალსოფელის, ბებნისის მეურნეობის, ბრეთის მეურნეობის, საქაშეთის და დოღლაურის, აგრეთვე აგარის, ქ. გორის, ვარიანის მეურნეობის, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წინამძღვრიანთკარის (ე.წ. „ტელევიზიის I და II კორპუსები“) და ქ. თბილისის დიღმის ტურბაზის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში (გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ბუნებრივი აირის მიწოდებით). 2. იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამ­­თ­რის სეზონისათვის სათბობი შეშით მომარაგების მიზნით, თიღვის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი, შესაბამისი სახსრების განკარგვის უზრუნველსაყოფად, თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს: ა) 2014 წლის 15 სექტემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ოჯახისათვის გადასაცემი შეშის მოცულობას (გადასაცემი შეშის მოცულობა ყველა ოჯახისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2014 წლის 30 ნოემბრამდე უზრუნველყოფილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებისათვის სათბობი შეშის მიწოდება. 3. სათბობი შეშის შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 73.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №3 ყოველ ახალშობილთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 03) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ახალშობილთა პირველადი სოციალური პირობების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან ახალშობილის მშობლები, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დაბადებისას მშობლების ქორწინება შეწყვეტილია ან ბავშვი დაიბადა მარტოხელა დედის მიერ, დახმარების მიმღებია მხოლოდ ბავშვის დედა. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა დახმარების მოცულობა ყოველ ახალშობილზე შეადგენს 300 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი; გ) მშობლებ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №4 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 04) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია 80 წლისა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცთა სოციალური პირობების გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან 80 წლისა და 80 წელს გადაცილებული პირები. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 200 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების ან მისი ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 25.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №5 დედ-მამით ობოლ (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 05) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია დედ-მამით ობოლ ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან დედ-მამით ობოლი (18 წლამდე ასაკის) ბავშვები. დახმარება გაიცემა ბავშვების მეურვეზე/მზრუნველზე. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა შეადგენს 300 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად დახმარების მიმღების მეურვის/მზრუნველის მიერ თიღვის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებელის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ან მზრუნველის ვინაობის შესახებ; დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლი; ე) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1.5 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №6 მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 07) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეთა  სოციალური პირობების გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ მე–2 მსოფლიო ომის მონაწილეები. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა  შეადგენს 200 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად,  განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №7 ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 08) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა  შეადგენს 200 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად, განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №8 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 09) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა პროგრამის ბენეფიციარზე დახმარების მოცულობა  შეადგენს 200 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად,  განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8.0 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №9 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში 2008 წლის ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 06 01 11) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვა. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ ოჯახები. მუხლი 3🔗. დახმარების მოცულობა თითოეულ ოჯახზე დახმარების მოცულობა  შეადგენს 300 ლარს. მუხლი 4🔗. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი 1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად,  განმცხადებელმა თიღვის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით განსაზღვრული - ოჯახის წევრების უფლების დამადასტურებელი     მოწმობის ასლი; დ) დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. 2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. მუხლი 5🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1.5 ათასი ლარის ოდენობით. დანართი №10 კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების პროგრამის (ორგანიზაციული კოდი 06 01 06) მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ 1-დან 16 წლამდე დევნილთა ბავშვების საახალწლო დახმარების უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები თიღვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს: ა) 2014 წლის 25 ნოემბრამდე შექმნას კომისია, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვისათვის გადასაცემი საჩუქრის მოცულობას (გადასაცემი საჩუქრის მოცულობა თითოეული ბავშვისათვის განისაზღვროს თანაბარი ოდენობით); ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვებისათვის საჩუქრების მიწოდება. მუხლი 3🔗. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4.0 ათასი ლარის ოდენობით.