⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2014)

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 08.06.2007
ძალის დაკარგვა 12.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4922
სარეგისტრაციო კოდი 120.160.040.05.001.002.880
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 19/06/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,758 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2007 მიღება
12.06.2014 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (4)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt; font-weight:bold;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin-top:26.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:13.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} (ძალადაკარგულია - 29.05.2014, №2467) საქართველოს კანონი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან  მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საგანგებო სიტუაცია – ობიექტზე, გარკვეულ ტერიტორიაზე ან აკვატორიაში ბუნებრივი მოვლენების, სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურებების, აგრეთვე დაზიანების საბრძოლო საშუალებათა გამოყენების შედეგად წარმოქმნილი სიტუაცია, როდესაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრებისა და საქმიანობის ნორმალური პირობები, საფრთხე ემუქრება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზარალდება მოსახლეობა და ზიანდება ბუნებრივი გარემო; ბ) საგანგებო სიტუაციის ზონა – განსაზღვრული ტერიტორია ან აკვატორია, სადაც წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია; გ) საგანგებო სიტუაციის რისკი – საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შესაძლებლობა ან სიხშირე, რომელიც განისაზღვრება რისკის შესაბამისი მაჩვენებლებით; დ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება – სამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, სანიტარიულ-ჰიგიენურ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა კომპლექსი, რომლებიც ხორციელდება ბუნებრივ გარემოსა და საშიშ საწარმოო ობიექტზე მონიტორინგისა და კონტროლის ორგანიზების, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის, საგანგებო სიტუაციისათვის მომზადების, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში – ზარალის შემცირების მიზნით; ე) საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია – საგანგებო სიტუაციების გაერთიანებული სალიკვიდაციო ძალების მიერ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისა და მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების, მატერიალური ზიანის და ბუნებრივი გარემოს დაზიანების შემცირების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის ზონის ლოკალიზებისა და საგანგებო სიტუაციის წყაროს დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების შემცირების მიზნით საგანგებო სიტუაციის ზონაში და მის მიმდებარე რაიონებში ყველა სახის სადაზვერვო, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება, ასევე ამ ძალების პირადი შემადგენლობის სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება; ვ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ერთიანი სისტემა (შემდგომში – ერთიანი სისტემა) – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილება, ხოლო მისი წარმოქმნის შემთხვევაში – საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეკონომიკის ობიექტებისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა და მატერიალური ზიანის შემცირება; ზ) უსაფრთხოების დეკლარაცია – საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის შეფასების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი ინფორმაცია საშიში საწარმოო ობიექტის შესახებ; თ) დარგი – დაკისრებული კომპეტენციის ფარგლებში რეგულირებადი სფერო; ი) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები – ცენტრალური, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები, რომლებიც შედგება საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისაგან, სახანძრო ან/და სამაშველო დანაყოფებისაგან; კ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფები – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსადმი დაქვემდებარებული სახანძრო დაცვისა და სამოქალაქო თავდაცვის სამსახურების გაერთიანების შედეგად შექმნილი ძალები; ლ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმა (შემდგომში – ეროვნული რეაგირების გეგმა) – ერთიან სისტემაში მყოფ სამინისტროთა, მათი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა რეაგირების გეგმების ერთობლიობა, რომლებიც ითვალისწინებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვას. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.146 მუხლი 2🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის, იურიდიული პირის, აგრეთვე საქართველოს საზღვრებში – სახმელეთო (მიწისქვეშა), საზღვაო და საჰაერო სივრცის ფარგლებში არსებული სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების, ასევე ბუნებრივი გარემოს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან (შემდგომში – საგანგებო სიტუაციებისაგან) დაცვის ზოგად ორგანიზაციულ-სამართლებრივ წესებს. 2. ეს კანონი არეგულირებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში არსებული ამოცანების გადაწყვეტისას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს. 3. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას გამოიყენება „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები, ხოლო საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას – „საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146     მუხლი 3🔗. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სამართლებრივი საფუძვლები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს სხვა კანონები, აგრეთვე საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები. მუხლი 4🔗. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზნებია: ა) საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისა და გავრცელების თავიდან აცილება; ბ) საგანგებო სიტუაციით გამოწვეული ზარალის შემცირება; გ) საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია ერთიანი სისტემის მეშვეობით. 2. საკითხები, რომლებიც არ შეეხება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მიზნებს, მათ შორის, საგანგებო სიტუაციისაგან დაზიანებული ტერიტორიის აღდგენა, არ განეკუთვნება ამ კანონის რეგულირების სფეროს. მუხლი 5🔗. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ძირითადი პრინციპები 1. საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების, მოსალოდნელი ზარალის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ტარდება პრევენციული ღონისძიებები. 2. იმ ტერიტორიაზე, სადაც არსებობს საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რეალური საფრთხე, საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისას და განხორციელებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ეკონომიკური, ბუნებრივი და სხვა მახასიათებლები. 3. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის დროს განსახორციელებელ ღონისძიებათა მოცულობა და მათი განხორციელების მეთოდები დგინდება არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გათვალისწინებით. 4. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე იურიდიული პირები, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, მათ ხელთ არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით. თუ აღნიშნული ძალებითა და საშუალებებით შეუძლებელია საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია, სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობენ ერთიან სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოები. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.146 მუხლი 6🔗. ერთიანი სისტემა 1. ერთიანი სისტემის ძირითადი ამოცანებია: ა) საგანგებო სიტუაციის პროგნოზირება და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შეფასება; ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ნორმების შემუშავება და განხორციელება; გ) საგანგებო სიტუაციის რისკის ფაქტორის დროულად გამოვლენისა და მისი თავიდან აცილების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს სამრეწველო და სოციალური დანიშნულების ობიექტების სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით მიზნობრივი და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების განხორციელება; დ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სპეციალურად უფლებამოსილი მართვის ორგანოების, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებისა და საშუალებების მზადყოფნის უზრუნველყოფა; ე) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გაცემა; ვ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაბამისი ძალების სწავლება და გადამზადება, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა მომზადება; ზ) საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შესაბამის მატერიალურ ფასეულობათა მარაგის შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაცია; ი) საგანგებო სიტუაციისაგან დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის მიზნით ჰუმანიტარულ და სოციალური დაცვის ღონისძიებათა განხორციელება; კ) საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის სფეროში მოსახლეობისა და საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში უშუალოდ მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების რეალიზება; ლ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. 2. მმართველობის ყველა დონეზე ერთიანი სისტემა ეფუძნება ამ კანონს, ეროვნული რეაგირების გეგმას, სამოქალაქო თავდაცვის გეგმებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.146 მუხლი 7🔗. საგანგებო სიტუაციის ზონის საზღვრების დადგენა საგანგებო სიტუაციის ზონის საზღვრებს ადგენს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საგანგებო სიტუაციათა კლასიფიკაციის მიხედვით. მუხლი 8🔗. საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა 1. საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს საგანგებო სიტუაციის და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული საინჟინრო, რადიაციული, ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური, სახანძრო, ეკოლოგიური ვითარებების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის და მათი უსაფრთხოების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე. 2. საგანგებო სიტუაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომლის გავრცელებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და იურიდიული პირის ადმინისტრაცია ვალდებული არიან მოსახლეობას ოპერატიულად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით, მათ შორის, ინტერნეტით). 4. აკრძალულია საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის დაფარვა, მისი დაგვიანებით ან განზრახ გაყალბებული სახით წარდგენა. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.146 თავი II. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ., მუხ.146 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1465 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.     მუხლი 9🔗. საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტი: ა) განსაზღვრავს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ბ) ახორციელებს საკანონმდებლო რეგულირებას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; გ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს მათ განხორციელებას.      მუხლი 10🔗. (ამოღებულია) საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1465 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. მუხლი 11🔗. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება საქართველოს მთავრობა: ა) აკონტროლებს სამინისტროთა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ბ) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას და შეიმუშავებს სამთავრობო პროგრამას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; გ) უზრუნველყოფს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; დ) გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ე) საგანგებო სიტუაციის დროს ქვეყნის თავდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იღებს აუცილებელ ზომებს; ვ) ორგანიზებას უწევს ქალაქებისა და ეკონომიკის ობიექტების სამოქალაქო თავდაცვის თანახმად პოტენციური საშიშროების ხარისხის, ადმინისტრაციულ-სტრატეგიული და სასიცოცხლო მნიშვნელობების კატეგორიებად დაყოფას; ზ) ქმნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიას, რომელიც არის ერთიანი სისტემის კოორდინატორი; თ) ამტკიცებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულებას; ი) ახორციელებს საკანონმდებლო ინიციატივას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; კ) იღებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ლ) ამტკიცებს ეროვნული რეაგირების გეგმას და სამოქალაქო თავდაცვის გეგმებს. საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1465 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. მუხლი 11🔗 ​1 . სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის უფლებამოსილება სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ბ) კოორდინაციას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების საქმიანობას და ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას; გ) ეროვნული რეაგირების გეგმითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის გამგებლობაში არსებული საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების გამოყენებას; დ) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციაში მოსახლეობის ევაკუაციას; ე) კოორდინაციას უწევს ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით უზრუნველყოფის მიზნით ღონისძიებების განხორციელებას; ვ) იღებს და ამუშავებს შესაბამის ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ზ) კოორდინაციას უწევს და ზედამხედველობს ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას დაზარალებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის; თ) კოორდინაციას უწევს საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელ სამუშაოთა შესრულებას; ი) კოორდინაციას უწევს საგანგებო სიტუაციაში ორგანიზაციების უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით ღონისძიებების განხორციელებას; კ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146 მუხლი 12🔗. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილებანი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) იღებენ ნორმატიულ და სხვა სამართლებრივ აქტებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ბ) საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით ქმნიან საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალებითა და საშუალებებით, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღიარებულია საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ მათ მომზადებასა და მუდმივ მზადყოფნას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს აუცილებლობის შემთხვევაში იღებენ გადაწყვეტილებას მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, ევაკუირებულ მოსახლეობას უზრუნველყოფენ სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებელი სადგომებით; დ) იღებენ და ამუშავებენ შესაბამის ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ე) უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დახმარებების განაწილებას დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის; ვ) ორგანიზებას უწევენ საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელ სამუშაოთა შესრულებას და ასრულებენ მათ; ზ) საგანგებო სიტუაციის დროს აფინანსებენ მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ღონისძიებებს; თ) საგანგებო სიტუაციის დროს დახმარებას უწევენ ორგანიზაციებს უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით; ი) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის სფეროში ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი III. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და იურიდიულ პირთა უფლებამოსილებანი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუხლი 13🔗. საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები 1. საგანგებო სიტუაციების პრევენციის, საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის, ეროვნული რეაგირების გეგმის განხორციელებისა და საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, მართვის დონეების მიხედვით, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის შემდეგი ორგანოები: ა) ცენტრალური – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი; ბ) ავტონომიური – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოები; გ) რეგიონული – საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; დ) ადგილობრივი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში. 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახანძრო-სამაშველო ძალების სწავლებასა და გადამზადებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელთა და სპეციალისტთა მომზადებას. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურად უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მხარდაჭერის მიზნით ხელშეკრულება დადონ შესაბამის პირებთან, თუ მათი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალები და საშუალებები არ არის საკმარისი. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146 მუხლი 14🔗. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მოვალეობანი 1. საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ერთიანი სისტემის აქტიური ფუნქციონირებისათვის, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ქმნიან საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფებს; ბ) ორგანიზებას უწევენ საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მათ მიერ რეგულირებადი დარგების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულებას; გ) საგანგებო სიტუაციის დროს დარგის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით გეგმავენ ორგანიზაციულ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ და ადგენენ საგანგებო სიტუაციის დროს წარმოების ტექნოლოგიური პროცესების, პროდუქციის უსაფრთხოების ნორმებსა და წესებს, აგრეთვე ორგანიზაციების თანამშრომელთა დაცვის ნორმებს; ე) საგანგებო სიტუაციის დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებენ საჭირო ღონისძიებებს და ახორციელებენ მათ რეალიზებას; ვ) საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებენ საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების ღონისძიებებს, ასრულებენ საავარიო-სამაშველო და სხვა სახის სამუშაოებს; ზ) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე ორგანიზებას უწევენ სამეცნიერო-კვლევით, საცდელ-საკონსტრუქტორო, საგამოცდო და საპროექტო სამუშაოთა ჩატარებას; თ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევენ დარგის იურიდიულ პირებს საგანგებო სიტუაციებისაგან საკუთარი თანამშრომლების დაცვის საკითხების გადაწყვეტისა და საგანგებო სიტუაციის დროს ორგანიზაციათა უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. 3. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების დროს დასახული ამოცანების გადაწყვეტისა და ფუნქციების შესრულებისათვის. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, რომლებსაც ჰყავთ არსებული წესით მომზადებული და ატესტირებული ძალები და საშუალებები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების ან ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, აღნიშნულ ძალებსა და საშუალებებს გამოიყენებენ ერთიანი სისტემის ფარგლებში. 5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, როგორც ერთიანი სისტემის სუბიექტები, თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ეროვნული რეაგირების გეგმისა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმების საფუძველზე. მუხლი 15🔗. ინდივიდუალურ მეწარმეთა, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა მოვალეობანი 1. ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან: ა) მონაწილეობა მიიღონ საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში დასახულ ღონისძიებებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) იმოქმედონ ერთიან სისტემაში შემავალი შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციათა და მითითებათა გათვალისწინებით; გ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. 2. სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები ვალდებული არიან: ა) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმონ და განახორციელონ საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებები; ბ) საგანგებო სიტუაციის დროს საწარმოს უსაფრთხო ფუნქციონირებისა და მის თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმონ და განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები; გ) საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების და ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნან საჭირო ძალები და საშუალებები (არსებული ან დამატებითი შტატების მეშვეობით), ხოლო საგანგებო სიტუაციის დროს – უზრუნველყონ მათი მზადყოფნა; დ) შეატყობინონ სპეციალურად უფლებამოსილ ორგანოებს საგანგებო სიტუაციის საფრთხის შესახებ; ე) უზრუნველყონ მათდამი დაქვემდებარებულ ობიექტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე საგანგებო სიტუაციების დროს სახანძრო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელ სამუშაოთა ორგანიზება ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღონ საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში; ზ) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 16🔗. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენება საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შესაბამისი ქვედანაყოფები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი IV. საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის უფლება-მოვალეობანი საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუხლი 17🔗. საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებები საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო სიტუაციებისაგან დაცვის მიზნით, ნებაყოფლობით დააზღვიონ საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ქონება; ბ) საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ეროვნული რეაგირების გეგმის შესაბამისად ისარგებლონ კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების ქონებით. კერძო სამართლის იურიდიული პირის კუთვნილ ქონებასა და მატერიალურ საშუალებებს გამოიყენებს მხოლოდ სახელმწიფო სათანადო ანაზღაურებით, ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე; გ) საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე ყოფნის რისკისა და უსაფრთხოების აუცილებელი ზომების შესახებ მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია; დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღონ საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების ან ამ სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში; ე) გაერთიანდნენ მოხალისეთა სამაშველო ფორმირებებში და შეისწავლონ საგანგებო სიტუაციის დროს მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის ძირითადი მეთოდები. მუხლი 18🔗. საქართველოს მოქალაქის, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მოვალეობანი საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებული არიან: ა) შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში; ბ) დაიცვან უსაფრთხოების ზომები ყოფაცხოვრებასა და ყოველდღიურ სამსახურებრივ საქმიანობაში, აგრეთვე საწარმოო და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნები; გ) შეასრულონ საგანგებო სიტუაციის დროს მოქმედების დადგენილი წესები; დ) აუცილებლობიდან გამომდინარე და საკუთარ შესაძლებლობათა ფარგლებში დაეხმარონ მაშველებს საავარიო-სამაშველო და სხვა სახის გადაუდებელ სამუშაოთა შესრულებაში; ე) საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებით განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებანი. თავი V. მოსახლეობის მომზადება და საგანმანათლებლო პროპაგანდა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუხლი 19🔗. მოსახლეობის მომზადება საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მოსახლეობის მომზადებას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146 მუხლი 20🔗. საგანმანათლებლო პროპაგანდა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში 1. საგანმანათლებლო პროპაგანდას საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უზრუნველყოფენ ამ კანონის პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანოები. 2. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროპაგანდის მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები (მასობრივი ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი). თავი VI. ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის წესები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში     მუხლი 21🔗. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების დაფინანსება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ცენტრალური და რეგიონული ძალები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ძალები – შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯზე. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146 მუხლი 22🔗. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები და მიზნობრივი დაფინანსება 1. საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ფინანსდება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სახსრებით, რომელთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზედაც მათივე ბრალეულობით წარმოიქმნა საგანგებო სიტუაცია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, სადაზღვევო ფონდებისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროების ხარჯზე. 2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის, იგი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყოს სარეზერვო ფონდებიდან. 3. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის მიზნობრივი პროგრამები ფინანსდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VII. სახელმწიფო ექსპერტიზა და უსაფრთხოების დეკლარაცია საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის მუხლი 23🔗. სახელმწიფო ექსპერტიზა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში სახელმწიფო ექსპერტიზა საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 24🔗. უსაფრთხოების დეკლარაცია საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში უსაფრთხოების დეკლარაცია გამოიყენება საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა განხორციელება ევალება ერთიან სისტემას. მუხლი 25🔗. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თავი VIII. საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში მუხლი 26🔗. საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებები საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში 1. საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებიდან გამომდინარე ვალდებულებები საგანგებო სიტუაციის, მასზე საერთაშორისო რეაგირებისა და თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული რეაგირების გეგმაში. 2. საგანგებო სიტუაციის დროს საერთაშორისო დახმარების შესახებ მოთხოვნას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციაზე საერთაშორისო რეაგირებაში მონაწილეობის თაობაზე მიმართვას საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად წარადგენს საქართველოს მთავრობა. ზემოაღნიშნული მოთხოვნისა და მიმართვის წარდგენის წესი განსაზღვრულია ეროვნული რეაგირების გეგმაში. 3. თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულია ისეთი წესები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, მაშინ მოქმედებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილი წესი. თავი IX. გარდამავალი დებულებანი მუხლი 27🔗. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის რეგულირების სფეროში გამოსაცემი ნორმატიული აქტები 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოსცეს დადგენილებები: ა) საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაციის განსაზღვრის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ. 2. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს დადგენილებები: ა) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ; ბ) უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე. 3. 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ეროვნული რეაგირების გეგმა და სამოქალაქო თავდაცვის გეგმები. საქართველოს 2009 წლის 31 ივლისის კანონი №1566 - სსმ I, №24, 13.08.2009 წ.,  მუხ.146 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1465 - ვებგვერდი, 16.10.2013წ. თავი X. დასკვნითი დებულება მუხლი 28🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი თბილისი, 2007 წლის 8 ივნისი. №4922–Iს