პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1787-Iს
სარეგისტრაციო კოდი
100030010.05.001.017276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პატიმრობის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას ახორციელებენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოები.

4. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) უფლება აქვს, გამოსცეს ბრძანება ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.“.

2. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტი არის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანო, რომელიც შედის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახით.“.

3. 122-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“.

4. 1241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1241. ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელების მიზნით სამინისტრომ არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყოს საჭირო პირობების შექმნა და ხანგრძლივი პაემნის უფლების განხორციელება ქალთა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 დეკემბერი 2013 წ.

N1787-Iს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 13.12.2013.
როდის იქნა მიღებული „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.12.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1787-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.017276.
რამდენი მუხლისგან შედგება „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1787-Iს, 13.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.017276 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2150237/