რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 360090000.10.003.017519
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/12/2013
matsne.gov.ge 244 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №353 2013 წლის 23 დეკემბერი    ქ. თბილისი რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტისა და 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული რადიოფარმპრეპარა­ტების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავ­ლე­ბის სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს­თან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისი­ისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა. მუხლი 2🔗  შემოსავლების სამსახურის მიერ ამ დადგენილების და­ნართით გათვალისწინებული ინფორმაციის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თა­ვ­დაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუ­დ­მივმოქმედი კომისიისთვის წარდგენა განხორციელდეს რადიოფარმ­პრეპარატების საქართველოში იმპორტიდან 5 სამუშაო დღეში.  მუხლი 3🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რადიოფა­რ­მ­პრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შე­მოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებ­რივი რესურსების სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამი­ნის­ტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმე­დი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №146 დადგე­ნილება. მუხლი 4🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განხორციელების შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა 1. რადიოფარმპრეპარატების საქართველოში იმპორტის განმახორ­ცი­ე­ლებელი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. 2. რადიოფარმპრეპარატების თანმხლები დოკუმენტების ასლები.