„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ობიექტი, გარდა განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებისა, ვალდებულია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას მისივე მოთხოვნით წარუდგინოს უსაფრთხოების დეკლარაცია, რომლის ფორმას შეიმუშავებს და წარდგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოთა მოთხოვნის შესაბამისად მათთვის უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენა.“;
ბ) მე-3 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურული დანაყოფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფები – ხანძრის თავიდან აცილებისა და მისგან გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის, აგრეთვე საგანგებო სიტუაციაში მოქალაქეთა მომზადების, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის სფეროებში;“;
ბ.ბ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს უსაფრთხოების დეკლარაცია;“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4923–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4923. სარეგისტრაციო კოდი — 300.190.000.05.001.002.881.
- სად არის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №4923, 08.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.05.001.002.881 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21508/