სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2013
ძალაში შესვლა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №1000
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.034.016250
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე | შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს წარჩინებული გამომძიებელი“ დაწესების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.03.2003
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
- პოლიციის შესახებ 04.10.2013
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი „სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშები და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი"
დოკუმენტის ტექსტი
სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№1000
2013 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის, მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1);
ბ) სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონის და მედლის თანდართული ნიმუშები (დანართი №2);
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშნის თანდართული ნიმუში (დანართი №3);
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამკერდე ნიშნისა და მედლისა თანდართული ნიმუშები (დანართი №4).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის ნიმუშების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით პირთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №740 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე
დანართი №1
სამკერდე ნიშნის, სამინისტროს მედალიონისა და მედლის ნიმუშების და სამკერდე ნიშნით, სამინისტროს მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი
თავი I
დაჯილდოების წესი
მუხლი 1🔗
ეს ბრძანება განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამკერდე ნიშნების, მედალიონის და მედლის სახეებსა და მათი გადაცემის წესს.
მუხლი 2🔗
1. გადაწყვეტილებას სამკერდე ნიშნებით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტით.
2. სამინისტროს თანამშრომელთა გარდა მედალიონითა და მედლით შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირებიც.
მუხლი 3🔗
1. პირები ჯილდოვდებიან როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ასევე ნამსახური წლების ან საიუბილეო თარიღის გამო.
2. დაჯილდოებული პირები ახალი დამსახურების გამო შეიძლება კვლავ დაჯილდოვდნენ იმავე ან სხვა სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით.
3. პირის დაჯილდოება შეიძლება სიკვდილის შემდეგაც.
მუხლი 4🔗
1. სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე პირის წარდგენა ხდება მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელთა მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.
2. დაჯილდოებულს ჯილდოსთან ერთად გადაეცემა დაჯილდოების ფურცელი.
3. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე თანამშრომლის წარდგენა სამკერდე ნიშნის, მედლის ან მედალიონის მისაღებად.
მუხლი 5🔗
1. დაჯილდოებულ პირს შესაძლებელია ჯილდო გადაეცეს საზეიმო ვითარებაში.
2. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.
3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამინისტროს.
4. სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.
მუხლი 6🔗
1. დაჯილდოებულ პირებს აქვთ ჯილდოების ან მათი აღმნიშვნელი ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალს ან მედალიონს ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.
2. დაუშვებელია სამკერდე ნიშნის, მედლის ან მედალიონის ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ.
თავი II
ჯილდოს სახეები
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „უმწიკვლო სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.
2. სამკერდე ნიშნის – „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (10, 15, 20 წლის ნამსახურობისათვის) ჩამორთმევა ხდება მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
მუხლი 8🔗
სამინისტროს სამკერდე ნიშნით – „დამსახურებული პოლიციელი“ ჯილდოვდებიან ზღვრულ ასაკს მიღწეული სამინისტროს თანამშრომლები და ღვაწლმოსილი ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას გამოირჩეოდნენ საქმის კეთილსინდისიერი შესრულებით.
მუხლი 9🔗
სამინისტროს მედალიონით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით სამინისტროს წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაში, ასევე საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.
მუხლი 10🔗
სამინისტროს მედლით – „მამაცობისათვის“, ასევე სამინისტროს I და II ხარისხის მედლით – „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ ჯილდოვდებიან სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პირები, რომელთაც დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც სამინისტრომ მიაღწია წარმატებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.
თავი III
სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ჯილდო
მუხლი 11🔗
სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომელთაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაში.
თავი IV
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ჯილდოები
მუხლი 12🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნითა და მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.