ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

2013 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის საკითხებთან დაკავშირებით

 

 

            1. 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოსულია 24 განცხადება.

            საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არცერთი განცხადება არ შემოსულა.

            მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა ერთი გადაწყვეტილება, ხოლო ერთ შემთხვევაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე.        

            2. მოთხოვნის მთლიანად დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 22 გადაწყვეტილება, 1 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის თაობაზე მიღებულ იქნა ერთ შემთხვევაში.

            საჯარო ინფორმაციის გაცემა ხორციელდებოდა საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 31 დეკემბრის №279 ბრძანებით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის _ საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლის (საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში) ნინო ბიჩინაშვილის მიერ.

            ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის განმავლობაში არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

            3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მონაცემთა ბაზის ფორმირება (ინფორმაციის  შეგროვება, დამუშავება და შენახვა) ხდება საკრებულოს აპარატის მიერ. საჯარო მონაცემთა ბაზა განთავსებულია საკრებულოს შენობაში (ქალაქი ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №49) სპეციალურად გამოყოფილ არქივის ოთახში.

            საჯარო მონაცემთა ბაზა შედგება შემდეგი სექციებისაგან:

            ა) ადგილობრივი ორგანიზაციებიდან შემოსული დოკუმენტები;

            ბ) ადგილობრივ ორგანიზაციებში გაგზავნილი დოკუმენტები;

            გ) სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული დოკუმენტები;

            დ) სხვადასხვა ორგანიზაციებში გაგზავნილი დოკუმენტები;

            ე) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან შემოსული დოკუმენტები;

            ვ) სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაგზავნილი დოკუმენტები;

            ზ) მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შემოსული პროექტები;

            თ) მოქალაქეთა და იურიდიული პირების განცხადებები;

            ი) მოქალაქეებისა და იურიდიული პირებისათვის გაგზავნილი დოკუმენტები;

            კ) საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები;

            ლ) გაცემული საჯარო ინფორმაციები;

            მ) ადგილობრივი შესყიდვები;

            ნ) ოფიციალურად დამოწმებული დოკუმენტების რეესტრი;

           

            ო) საკრებულოს სხდომის ოქმები, საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებები, განკარგულებები და სხვა დოკუმენტები;

            პ) საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები;

            ჟ) საკრებულოს კომისიების სხდომის ოქმები;

            რ) საკრებულოს ფრაქციების სხდომის ოქმები.

            საკრებულოს აპარატის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ინახება როგორც მატერიალური (დედნის სახით), ისე ელექტრონული ფორმით.

            პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა.

            4. საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და, შესაბამისად, პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელის დადება არ მომხდარა.

            5. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მთლიანად უარის თქმა განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო ნაწილობრივ უარის თქმის შემთხვევაში - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის, 44-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

            6. საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, საკრებულოს მიერ გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდას ადგილი არ ჰქონია.

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                         დავით იმერლიშვილი