„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4926
სარეგისტრაციო კოდი
210.000.000.05.001.002.884
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 19/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998, გვ. 8) მე-5 მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოღების წესის მიხედვით მოსაკრებლები არის საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი.

2. საერთო-სახელმწიფოებრივი მოსაკრებლებია:

ა) საბაჟო მოსაკრებელი;

ბ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლები (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლებისა);

გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაკრებელი;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

ე) სახელმწიფო საექსპერტიზო მოსაკრებელი;

ვ) სახელმწიფო ბაჟი;

ზ) საკონსულო მოსაკრებელი;

თ) სატენდერო მოსაკრებელი;

ი) სააღსრულებო მოსაკრებელი;

კ) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი;

ლ) საკარანტინო მომსახურების მოსაკრებელი;

მ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი;

ნ) საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.

3. ადგილობრივი მოსაკრებლებია:

ა) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი;

ბ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებელი;

გ) ადგილობრივი სატენდერო მოსაკრებელი;

დ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი;

ე) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;

ვ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 8 ივნისი.

№4926–Iს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2007.
როდის იქნა მიღებული „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4926. სარეგისტრაციო კოდი — 210.000.000.05.001.002.884.
სად არის „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4926, 08.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 210.000.000.05.001.002.884 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21526/