⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2017)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2013
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016062
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 628 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2013 მიღება
04.10.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილება №30  2013 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა თანდართული დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                    ვ. ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 1.1 დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5 წლის  გამოცდილება; გ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა. 1.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; თ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი; კ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;  ლ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; მ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 2.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება; დ) ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ე) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 4 წლის  გამოცდილება; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა; ზ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“- სრულყოფილი ცოდნა). 2.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; თ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; კ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“; მ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ნ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ო) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; პ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ჟ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი; რ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;  ს) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ტ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი: 3.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (იურიდიული ან/და სოციალური მეცნიერებები); ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Internet) სრულყოფილი ცოდნა; გ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, „საკანონმდებლო მაცნე“- სრულყოფილი ცოდნა). 3.2. საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ვ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; თ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; კ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“; ლ) საქართველოს კანონი  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“; მ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტი; ო) „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;  პ) „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონი; ჟ) აფხაზეთის მთავრობის №11 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“.