📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №358
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017525
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
matsne.gov.ge 309 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №358 2013 წლის 24 დეკემბერი    ქ.თბილისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი 203850813) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ მუხლი 1🔗 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კა­ნონის მე-13 მუხლისა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად: 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  2014 წლის პირველ აპრილამდე გარდაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირად  –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩაით­ვალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  სამართალმემკვიდრედ.  3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  გარდაქმნასთან (რეორგანიზაციასთან) დაკავშირებული კანონმდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები. 4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო,  რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის №73 დადგენილება 2014 წლის 1 აპრილიდან. 6. ამ დადგენილების მე-5 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის (საიდენტიფიკაციო კოდი − 203850813)  რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება 2014 წლის 1 აპრილიდან. მუხლი 2🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი