„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1927
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016309
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1927

2013 წლის 13 დეკემბერი

 ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის

საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის

 აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს

 მთავრობის 2013 წლის17 მაისის №435 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად , „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპო­რის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის თანხის გამოყოფის შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის №435 განკარ­გუ­ლე­ბაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგუ­ლების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამოუყოს 522 300 (ხუთას ოცდაორი ათას სამასი) ლარი, მათ შორის:

– 122 300 (ას ოცდაორი ათას სამასი) ლარი – ქართული დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

– 330 000 (სამას ოცდაათი ათასი) ლარი – უცხოეთში მცხოვრები თა­ნამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდამჭერი ღონისძი­ებების დასაფინანსებლად;

– 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი – დიასპორის საკითხებში საქარ­თველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად.“.

 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი