2013 -2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1946
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016331
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
matsne.gov.ge 575 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

2013 -2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 62.95pt 56.7pt 62.95pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}     საქართველოს მთავრობის განკარგულება №1946   2013 წლის 13 დეკემბერი   ქ. თბილისი 2013 -2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ 1.„საქართველოს მთავრობისსტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, მიუსაფარი პირების დახმარებისა და მათთვის რამდენიმე დროებითი თავშესაფრის უმოკლეს ვადაში მოწყობის მიზნით,  შეიქმნას 2013‑2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფართა პრობლემებზე მომუშავე უწყებათაშორისი დროებითი კომისია(შემდგომში – კომისია)შემდეგი შემადგენლობით: დავით ნარმანია –საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; გიორგი სოლომონია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე , კომისიის წევრი; დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის წევრი; მირიან ჩაჩავა –სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების  მართვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი კაკაჩია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ზურაბ უტიაშვილი – საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი; ალექსი ბატიაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; გიორგი კერესელიძე –საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ვიცე‑პოლკოვნიკი, კომისიის წევრი; ვახტანგ გომელაური –საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის წევრი; პაპუნა პეტრიაშვილი – ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, კომისიის წევრი; თემურ მურღულია – სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი; ბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ოპერატიული რეაგირების სამსახურის მრჩეველი, კომისიის წევრი; ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი. კომისიის მიზანია მიუსაფარი პირებისდახმარებისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. კომისია უფლებამოსილია საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია. კომისიამ საჭიროებისამებრ წარმოუდგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში შექმნილი მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013-2014 წლების ზამთრის პერიოდში მიუსაფარი პირების დახმარების მიზნით უზრუნველყოს საჭირო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და ქალაქ თბილისის მერიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ მიუსაფარი პირებისდასახმარებლად შესაბამისი ღონისძიებები, კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად. პრემიერ-მინისტრი                               ირაკლი ღარიბაშვილი