საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა ტრენინგებისა და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
მიღების თარიღი 17.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1970
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016334
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.12.2013 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა ტრენინგებისა და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1970
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა ტრენინგებისა და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღების მიზნით აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა) მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დაქირავებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით ტრენინგებისა და საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისათვის აუცილებელი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვები 2014 წლის განმავლობაში განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი