სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

მიღების თარიღი 19.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1992
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016349
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
matsne.gov.ge 412 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.MsoSubtleEmphasis {color:gray; font-style:italic;} span.CommentTextChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 67.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1992 2013 წლის 19 დეკემბერი ქ. თბილისი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფასადისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 341 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 980.5 კვ.მ. (მ/შ I სართული - 181.48 კვ.მ., II სართული - 183.75 კვ.მ., III სართული - 183.36 კვ.მ., IV სართული - 251.91 კვ.მ., ტერასა - 180 კვ.მ.) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N 01.10.13.017.051) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ფასადს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N202245864). 2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს: ა)     საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში; ბ)    შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქ. თბილისში, ქუთათელის ქ. (ყოფ. შჩორსის) N3-ში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.10.13.017.049) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით 1200 კვ.მ. ფართის სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტი; გ) ამ განკარგულების მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე გადაცემული ქონებით (გარდა 180 კვ.მ. ტერასისა) სსიპ - ქ. თბილისის N161 საჯარო სკოლის სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფა. 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი