ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №370
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017535
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
matsne.gov.ge 190 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 2013 წლის 24 დეკემბერი    ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის №1-1/1108 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაციის“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტის „ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებულ გაზომვის საშუალებათა კლასიფიკაცია“ მუხლი 1🔗 ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია 1. ცდომილებათა ხარისხის გათვალისწინებით დაკანონებული გაზომვის საშუალებების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი მეტროლოგიური მახასიათებლების შესაბამისად: ა)  გაზომვის დიაპაზონი; ბ) გაზომვის ცდომილება; გ) სიზუსტის კლასი; დ) თანრიგი (სანიმუშო გაზომვის საშუალებების ცდომილებებისათვის). 2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ცდომილებათა მეტროლოგიური მახასიათებლების მნიშვნელობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს. მუხლი 2🔗 პასუხისმგებლობა, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით დაკანონებული გაზომვის საშუალებების დანიშნულების მიხედვით გამოყენების დროს, ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლით გათვალისწინებული მახასიათებლების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გაზომვის საშუალებების მფლობელს.