ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესის“ დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №364
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017536
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №364
2013 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესის“ დამტკიცების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესი“ (დანართი №1);
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ფორმა“ (დანართი №2);
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №1-1/525 „დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღების და გაზომვის საშუალებაზე დატანის წესის თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ტექნიკური რეგლამენტი
„დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესი“
მუხლი 1🔗
გამოყენების სფერო
1. დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის შემოღებისა და გაზომვის საშუალებაზე მისი დატანის წესი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად და განსაზღვრავს დაკანონებული გაზომვის საშუალების (შემდგომში - გაზომვის საშუალება) ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის (შემდგომში - ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი) ფორმას და დაკანონებულ გაზმოვის საშუალებაზე მისი დატანის მოთხოვნებს.
2 ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი განკუთვნილია იმისათვის, რომ დაინტერესებულმა მხარემ მიიღოს ინფორმაცია გაზომვის საშუალებების დამტკიცებულ ტიპთან შესაბამისობის შესახებ.
3. ამ წესის გამოყენება სავალდებულოა მეტროლოგიის სფეროში მონაწილე ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მუხლი 2🔗
1. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის გამოსახულება გამოიყენება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მიერ ან აკრედიტებული პირის მიერ გაზომვის საშუალებებზე ან/და მათ თანმხლებ საექსპლუატაციო დოკუმენტებზე აღნიშვნისათვის.
2. გაზომვის საშუალების ბაზარზე განთავსებამდე მწარმოებელი ან იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის საშუალებაზე ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის დატანა.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანება თითოეულ დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე.
4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაკანონებულ გაზომვის საშუალებებზე დატანილი უნდა იქნეს გამოსაჩენ ადგილას, უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.
5. დაუშვებელია დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება, ან დამოწმების აღიარება, თუ მასზე არ არის დატანილი ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი.
6. ამ წესის მიღებამდე, ექპლუატაციაში არსებულ გაზომვის საშუალებებზე ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი დაიტანება მისი პირველადი ან პერიოდული დამოწმების დროს.
მუხლი 3🔗
ფორმა, ზომები და ტექნიკური მოთხოვნები
1. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის ზომებმა შეუიარაღებული თვალით უნდა უზრუნველყონ მისი ელემენტების სიმკვეთრე და გარჩევა ნახაზზე დადგენილი პროპორციების შენარჩუნებით.
2. ტიპის დამტკიცების ეროვნულ ნიშანს უნდა ჰქონდეს გამოსახულებითი განსხვავება, რომელიც გამორიცხავს მის სრულ მსგავსებას ნიშნებთან, რომელთა გამოყენებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი გამოიყენება ფერადი ვარიანტით.
4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი კეთდება სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხით, ან სპეციალურად დამზადებული დამღის საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მკაფიო და ნათელ გამოსახულებას გაზომვის საშუალებების ვარგისიანობის მთელი ვადის განმავლობაში.
5. დიამეტრის ნომინალური ზომები საჭიროა შეირჩეს: 50; 60; 100 მმ პარამეტრული რიგის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის აღწერა
ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის (სიმაღლით 100 მმ) მონახაზი და წყობის წესი უნდა შეესაბამებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნის დანართი 2-ით დამტკიცებულ ნიმუშზე აღნიშნულს.
დანართი №2
დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების
ეროვნული ნიშნის ფორმა