ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №369
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017538
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/12/2013
matsne.gov.ge 192 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №369 2013 წლის 24 დეკემბერი    ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლისმე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები“. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის  11 ოქტომბრის №1-1/1109 ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტი „სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული (დაკანონებული) გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი „დაკანონებული გაზომვის საშუალებებისადმი მოთხოვნები“ მუხლი 1🔗 დაკანონებული გაზომვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლები 1.პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 79-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაკანონებული გაზომვის საშუალების  უსაფრთხოების მახასიათებლებს წარმოადგენს: ა)  დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების, ან აღიარების არსებობა გაზომვის საშუალების ტიპების სახელმწიფო რეესტრში; ბ)     დაკანონებული გაზომვის საშუალების დამოწმება; გ) დაკანონებული გაზომვის საშუალების ექსპლუატაციის დადგენილი პირობების დაცვა; დ) დაკანონებული გაზომვის საშუალების გაზომვის შედეგების მიკვლევადობის უზრუნველყოფა.  2. დაკანონებული გაზომვის საშუალების უსაფრთხოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს  კანონმდებლობით განსაზღვრულ დაკანონებული გაზომვის საშუალების ტიპების რეესტრში რეგისტრირებულ მახასიათებლებს. მუხლი 2🔗 დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა გაზომვის საშუალებების მფლობელი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს დაკანონებული გაზომვის საშუალებების უსაფრთხოების მახასიათებლების დაცვა.