⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2014)
გაუქმებულია:

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.12.2013
ძალის დაკარგვა 26.12.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №234
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016186
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 842 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2013 მიღება
26.12.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ              თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს   დადგენილება №234 2013 წლის 25 დეკემბერი ქ. ქუთაისი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შ ე ს ა ხ ე ბ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესი დანართის შესაბამისად. /დანართი დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ მარგველაშვილი  დანართი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა „კორპუსის” განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წ ე ს ი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების განვითარების ხელშეწყობისათვის, პროგრამა „კორპუსით“ დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად, აუცილებელია არსებობდეს ამ მიზნით გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და თანადაფინანსების წესი, რომლითაც ერთის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხოლო მეორეს მხრივ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეები კანონით დადგენილი წესით, შეთანხმდებიან ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების თანადაფინანსების პრინციპებზე. მუხლი 1🔗 ქალაქ ქუთაისის მერიისათვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურში (შემდგომში „სამსახური“) აღრიცხვაზე მყოფ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას. მუხლი 2🔗 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ სამსახურში აღრიცხვაზე დადგომისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული წესდება, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; დ) „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით; ე) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით; ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი; ზ) საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც აირჩიეს თავმჯდომარედ; თ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს; ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები; კ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას. შენიშვნა: სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ. 2. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს: ა) წინამდებარე წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სამსახურში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 3🔗 ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას; ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა; გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში; დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მუხლი 4🔗 სამსახურის მიერ დაგეგმილ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშემწყობ პროგრამაში ამხანაგობების მონაწილეობა განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს: ა) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ; ბ) პრობლემის არსს, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება; გ) საპროექტო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ხელმოწერასა და ბეჭედს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრებს). მუხლი 5🔗 პროგრამა „კორპუსით“ გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება 1. მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გადასახური ჰიდროსაიზოლაციო მასალის მინაქსოვილზე ნაფხვენით, მოთუთიებული გოფრირებული და მოთუთიებული ფურცლოვანი თუნუქის შეძენასა და გადაცემას, გადახურვის სამუაოებს ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. მრავალბინიანი, ავარიულსახურავიანი საცხოვრებელი სახლების ნუსხის შედგენა-დამტკიცება მოხდება მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მომართვების საფუძველზე. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ, გადაცემული გადასახური მასალით საცხოვრებელი სახლის გადახურვა უნდა უზრუნველყოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურს ევალება გადაცემული, გამოუყენებელი გადასახური მასალა ამოიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან და დაასაწყობოს შენახვის წესების დაცვით, შემდგომი განკარგვის მიზნით. 2. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების, საექსპერტო და ლაბორატორიული დასკვნების (აუცილებლობის შემთხვევაში) მომზადება სამსახურმა უნდა უზრუნველყოს 100%-იანი დაფინანსებით. 3. პროგრამა „კორპუსით“ განსაზღვრული სხვა დანარჩენი ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად 90%/10%-ზე (90% ქალაქ ქუთაისის მერია – 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა). მუხლი 6🔗 1. ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, აღრიცხავს და განიხილავს ამხანაგობის მიერ შემოტანილი განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ პირობებთან. 2. ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახური, ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 3. ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამსახურის მიერ, თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 3 სამუშაო დღის განმავლობაში, წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი. 4. მართვის ტერიტორიული ორგანოებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი, დადებითად გადაწყვეტილი განცხადებების საფუძველზე შედგენილი ღონისძიებათა ნუსხა, წარედგინება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. 5. განცხადება არ დაკმაყოფილდება თუ: ა) ჩასატარებელი სამუშაოების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაფინანსება მიზანშეუწონელია; ბ) წარმოდგენილი პროექტი შედგენილია დარღვევით; გ) გარდა გარკვეული შემთხვევებისა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების თანადაფინანსების პროექტი განხორციელებულია ბოლო ორი წლის განმავლობაში.