ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2013
ძალაში შესვლა 05.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №96
2013 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტის დამტკიცების შესახებ
„შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს 2014 წლის წლიური საიმპორტო კვოტები ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის:
ა)
წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 83,9 მეტრიკული ტონა;
ბ)
1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 11 მეტრიკული ტონა;
გ)
მეთილბრომიდი (CH3Br) – 18,2 მეტრიკული ტონა.
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 5 იანვრიდან.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე