აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-11/50
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

2012 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 25 განცხადება. სამინისტროში შემოსული ყველა მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილებულია. აქვე აღსანიშნავია, რომ სამინისტროში შემოსული ერთი განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია მიჩნეულ იქნა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციად და საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის იმ ნაწილზე, რომელზეც არ იყო გაცემული თანხმობა  მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის ნაწილის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელზედაც წარდგენილი იქნა საჩივარი. თუმცა საჩივარის განხილვის ეტაპზე  პირმა, რომლის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია იქნა მოთხოვნილი განაცხადა თანხმობა ინფორმაციის გაცემაზე, რის საფუძველზეც დამატებით გაიცა აღნიშნული ინფორმაცია   და წარმოება საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით შეწყდა.

საანგარიშო პერიოდში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ;

2012 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე სამინისტროში არ შემოსულა ს აჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა.

სამინისტროს  მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.

 

მინისტრი                                        ზაურ ფუტკარაძე