„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზენაესი სასამართლოს წევრს ვადაზე ადრე უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით.“.
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) 65 წლის ასაკის მიღწევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს მიმართოს წარდგინებით უზენაესი სასამართლოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე);“.
3. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.
4. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. უზენაესი სასამართლოს წევრთა საკვალიფიკაციო ატესტაციის დებულებას და საატესტაციო კომისიის შემადგენლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.“.
5. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლე საქმის სასამართლო განხილვაში მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით და თანამდებობრივი განმასხვავებელი ნიშნით, რომელსაც ადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეძლევა მისი თანამდებობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობის დამადასტურებელ პირადობის მოწმობას ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 19 ივნისი.
№4952–Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.06.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.06.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4952. სარეგისტრაციო კოდი — 110.040.000.04.001.002.892.
- სად არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4952, 19.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.002.892 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/21586/