1. მოსამსახურე სამსახურში მიიღება/ინიშნება უვადოდ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:

ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;

ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025